კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიტამინების კონფლიქტი

ნებისმიერი დიეტის დაცვის დროს უნდა ვიცოდეთ, რომელი ვიტამინები უნდა მივიღოთ ცოცხალი პროდუქტების სახით, მაგრამ, ასევე, აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ არსებობს ანტივიტამინები, რომლებსაც ნულამდე დაჰყავს ვიტამინების სასარგებლო ზემოქმედება და ამ ანტივიტამინებს შეიცავს როგორც ზოგიერთი პროდუქტი, ისე ზოგი მედიკამენტი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც ჩვეულებრივი კვებისას, ისე დიეტის დაცვის პერიოდში, მით უფრო ახლა, გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი ისედაც განიცდის ვიტამინების ნაკლებობას.
ანტივიტამინების არსებობის არცოდნის შემთხვევაში არც დიეტა იქნება შედეგიანი და, შესაძლოა, ჯანმრთელობაც საგრძნობლად დაიზიანოთ. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ჩვენს რჩვევებს და გაითვალისწინეთ ისინი როგორც დიეტის დაცვის, ისე ჩვეულებრივი კვების დროს.
ანტივიტამინებს ვიტამინების მსგავსი ქიმიური აგებულება აქვთ, მაგრამ მათი ბიოლოგიური მოქმედება ერთმანეთის საპირისპიროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ორგანიზმში მოხვედრისას ანტივიტამინებს შეუძლიათ, ჩაერთონ გაცვლით პროცესებში ვიტამინების ნაცვლად და დაშალონ ისინი. გამოდის, რომ ანტივიტამინების სიჭარბეს შეუძლია, გამოიწვიოს ვიტამინების ნაკლებობა და, ამის შემდეგ რა რაოდენობითაც არ უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, მოსალოდნელ შედეგს ვერ მიიღებთ.
სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებულ ანტივიტამინებს: ალკოჰოლს, ნიკოტინსა და კოფეინს ჩვენ თვითონ ვუშვებთ ორგანიზმში.
რომელ ვიტამინებს ვნებს თითოეული მათგანი?
ალკოჰოლი შლის აბსოლუტურად ყველა ვიტამინს, განსაკუთიებით კი C, K და B ჯგუფის ვიტამინებს.
ნიკოტინი – მხედველობაში მიიღეთ, რომ პასიური მოწევაც კი (როცა ადამიანი ისუნთქავს სიგარეტის კვამლს) არღვევს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას. ასე რომ, ერთი სიგარეტის მოწევით ან ერთი სიგარეტის კვამლის შესუნთქვით, თქვენ კარგავთ C ვიტამინის პრაქტიკულად ერთი დღე-ღამის ნორმას (60-300 მილიგრამს).
კოფეინი ყველაზე პოპულარული ანტივიტამინია, რაც თითქმის არავინ იცის. ის შედის ჩაისა და ყავის შემადგენლობაში. კოფეინი ხელს უშლის ორგანიზმს კალციუმის, C ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებაში. ეს რომ არ მოხდეს, ჩაი ან ყავა დალიეთ ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონიან ჩაიში C ვიტამინი საერთოდ არ არის – მის ნეიტრალიზებას კოფეინი ახდენს.
რაც შეეხება წამლებს:
ანტიბიოტიკები შლის B ჯგუფის ყველა ვიტამინს;
ანტაციდები (კუჭის მჟავიანობის დამწევი პრეპარატები) – A ვიტამინს;
ასპირინი, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს, კალიუმს, C ვიტამინსა და B ჯგუფის ვიტამინებს;
შარდმდენი პრეპარატები, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში ახდენენ B1, B6, C და P   ვიტამინების უკმარისობის პროვოცირებას;
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არის B2, B6, B9, B12, A, C და E ვიტამინების ანტივიტამინები.
ვიტამინების შენახვის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, კერძოდ კი პროდუქტების შენახვას:
* ხილისა და ბოსტნეულის სალათის შენახვის (თუნდაც მაცივარში) მაქსიმალური ვადაა 3 საათი. შესაბამისად, მოერიდეთ მზა სალათების შეძენას სუპერმარკეტებში.
* თუ ხშირად სვამთ ჩაის ან ყავას, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ხაჭო – ის აუნაზღაურებს ორგანიზმს დაკარგულ კალციუმს.
* იყიდეთ მხოლოდ სეზონური ხილი და ბოსტნეული – ის ყოველთვის უფრო ახალია ხოლმე.
* თუ ანტიბიოტიკებს იღებთ, პარალელურად მიირთვით იოგურტი ან კეფირი.
* მწეველებისთვის მეტი C ვიტამინია საჭირო, ვიდრე არამწეველებისთვის.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი დიეტა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება, ჯანმრთელობა კი – დაცული.

скачать dle 11.3