კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უყვარხართ ადამიანებს?

თუ ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, სცადეთ და, გააკეთეთ ეს ტესტი. პასუხების გაცემამდე ჯერ დაფიქრდით, შემდეგ დაეთანხმეთ ან უარყავით ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები. ანუ, თქვით: „დიახ“ ან „არა“!
1. უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ყოველწუთს გვაფასებენ ისინი, რომლებთანაც გვიწევს ურთიერთობა.
2. ადამიანი დამოუკიდებელი უნდა იყოს. მისი შინაგანი თავისუფლება პოზიტიურად აისახება არჩევანსა და პირვანდელ განვითარებაზე.
3. ბრძენი ხარ, თუ ახერხებ ღირსების გრძნობა შეინარჩუნო მაშინაც, როცა სხვაგვარად მოქცევის დიდი ცდუნებაა.
4. თუ ადამიანი კარგად ვერ მეტყველებს, სისულელეებს ამბობს, უნდა შეუსწორო.
5. ძალიან ლამაზი და მდიდრულად ჩაცმული უნდა იყო, რომ უცხოზე შთაბეჭდილება მოახდინო.
6. სხვის მოსახიბლად მთავარი გონებამახვილობაა.
7. დარწმუნებული ხართ, რომ პატივს გცემენ იმისთვის, რომ არასოდეს ხუმრობთ ან დასცინით სხვებს.
8. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არავინ არასოდეს დაგცინოთ.
9. თუ ადამიანი საუბარში გჯობნით, უნდა გაჩუმდეთ და საუბარს გამოეთიშოთ.
10. უნდა ეცადოთ, რომ თქვენი განწყობა იმათ განწყობას შეესაბამებოდეს, რომელთა წრეშიც იმყოფებით.
11. ყოველთვის უნდა ეხმარებოდეთ მეგობრებს, რადგან თქვენც შეიძლება, დაგჭირდეთ მათი დახმარება.
12. არ ღირს სხვებზე გადაყოლა, იმიტომ რომ, ბევრი არ დაგიფასებთ გაკეთებულს.
13. კარგია, როცა სხვები არიან თქვენზე დამოკიდებული.
14. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის ცდილობს, მეგობრებს დაეხმაროს.
15. ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს, თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, რომ სხვებმაც პატივი სცენ.
16. თუ კამპანიაში ყვებიან ანეკდოტს, რომელიც უკვე მოსმენილი გაქვთ, არ უნდა გაიცინოთ.
17. ძალიან რთულია, მოსაწყენ გარემოში თავაზიანობა შეინარჩუნო.
18. თუ მეგობარი მასთან მისვლას გთხოვთ, თქვენ კი კინოში გინდათ წასვლა, აუცილებელია, იცრუოთ, რომ ცუდად ხართ. ეს უწყინარი ტყუილია.
19. ახლობლებს კარგად, ყურადღებით რომ მოეპყრათ, ჯერ მათგან უნდა იგრძნოთ მხარდაჭერა.
20. ჯიუტად, დაჟინებით არ უნდა დაიცვათ საკუთარი შეხედულება ყოველთვის, როცა ვინმე საპირისპირო აზრს გამოთქვამს.
ნახეთ ტესტის შედეგები:
თუ კითხვებზე 13, 14, 20 უპასუხეთ, „დიახ“, მაშინ დაიწერეთ 5 ქულა.
ყველა დანარჩენზე სწორი პასუხი იქნება „არა“ და ამ შემთხვევაშიც 5 ქულა უნდა დაიწეროთ. თუ ამ პუნქტებზე პასუხი დადებითი გექნებათ, არ შეფასდებით.
85-100 ქულა – თქვენ ძალიან უყვარხართ ყველას, სრულიად უცხოებსაც კი. ეს შესანიშნავია.
75-80 ქულა – თქვენ კარგად აგვარებთ ურთიერთობას სხვებთან. ეს ცუდი არ არის. მშვენიერი შედეგია.
65-70 ქულა: ადამიანებთან ურთიერთობა შეგიძლიათ. თუმცა, ხშირად არ იჩენთ სურვილს, წაახალისოთ მათი კეთილგანწყობა თქვენდამი.
0-60 ქულა: ცუდად არის თქვენი საქმე. სხვებს არათუ არ უყვარხართ, თქვენ გვერდით გაძლებაც კი უჭირთ.

скачать dle 11.3