კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო „ჩემი“ სურნელის მქონე სუნამო?
პასუხი: ამ კითხვაზე ამომწურავ და ორიგინალურ პასუხს გაგცემთ ფრანგი პარფიუმერი, პროფესორი როჟე დავი: „სურნელის არჩევა ჰგავს საყვარლის არჩევას – თქვენ მასთან ერთად მთელი ღამე უნდა გაატაროთ, რათა გაიგოთ, უხდებით თუ არა ერთმანეთს“.
კითხვა: სახის კანი გაწითლებული მაქვს სისხლძარღვების „ვარსკვლავების“ გამო. შეიძლება თუ არა მათი მოშორება?
პასუხი: მათი მოშორება არათუ შეიძლება, არამედ ხშირად აუცილებელიცაა. გაგანიერებული სისხლძარღვების სიჭარბე აძლიერებს ამ პროცესს და აფუჭებს კანის რელიეფს. სისხლძარღვების მოსაშორებლად დღეს გამოიყენება ლაზერული მეთოდიკა. უკანასკნელი თაობის ლაზერებს „ვარსკვლავების“ მოშორება კანის დაზიანების გარეშე შეუძლია. ამასთან, გაგანიერებული სისხლძარღვების მოშორებისას ისინი არ ეხებიან საღ სისხლძარღვებს. თუ ეს წითელი ბადურა ახალი წარმოქმნილია, მის მოშორებას 1-2 პროცედურა ეყოფა.
კითხვა: რით ჯობია თვალებიდან მაკიაჟის მოხსნა – ბამბის დისკით, რომელზეც გამწენდი საშუალებაა დაწვეთებული თუ თვალების მობანაა უმჯობესი?
პასუხი: ორივე მეთოდი მიზანშეწონილია, უბრალოდ, თითოეული შემთხვევისთვის საჭიროა სპეციალური საშუალება: თუ თვალების დაბანა გირჩევნიათ, უნდა ეწეროს: „საშუალება მაკიაჟის მოსახსნელად შხაპის ქვეშ“; ხოლო, თუ ბამბის დისკი არჩიეთ, უნდა ჰქონდეს წარწერა: „კანის მოვლის საშუალება თვალებიდან მაკიაჟის მოხსნის დროს“.
კითხვა: თუ შეიძლება, მოკლე ინფორმაცია მომაწოდეთ ესტროგენის შესახებ.
პასუხი: ენდოკრინოლოგები ესტროგენს „ქალურობის ჰორმონს“ უწოდებენ. ორგანიზმში მისი გამომუშავება იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ და პასუხს აგებს თმისა და ფრჩხილების ზრდაზე, ასევე, კანისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. 30 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმის მიერ ესტროგენის გამომუშავება თანდათან მცირდება, მენოპაუზის პერიოდში კი ეს პროცესი საერთოდ წყდება, რის შემდეგაც იწყება კლიმაქსი. ესტროგენის უკმარისობა აისახება გარეგნობაზეც: კანი შრება, კარგავს ელასტიკურობას და ჩნდება ნაოჭები.

скачать dle 11.3