კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ევოლუციურ ეტაპებს გავდივართ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას

სუსტი და ძლიერი სქესი, ერთად თანაცხოვრების დროს, ეტაპობრივად გაივლის ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს. ზოგისთვის, შეიძლება, ის ერთი თვე გაგრძელდეს, ზოგისთვის კი – მთელი ცხოვრება. სწორედ ეს არის ურთიერთობათა ევოლუცია, რომელსაც ადამიანი შესაძლოა, გადიოდეს როგორც დაოჯახებამდე, ასევე მთელი შემდეგი ცხოვრების განმავლობაში. თუ ამ ეტაპებს კარგად გააანალიზებთ, მაშინ პირადი ცხოვრების აწყობა არ გაგიჭირდებათ.
ასე რომ, თუ გსურთ, პირად ურთიერთობებში ბედმა გაგიღიმოთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში უპრობლემოდ განვლოთ გზა სასურველ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადამიანი დაოჯახებამდეც და მას შემდეგაც ურთიერთობათა ევოლუციას განიცდის და მას აუღელვებლად უნდა მიჰყვეთ.
პირველი ეტაპი უკავშირდება ვერძის ზოდიაქოს. ეს ერთგვარი გაცნობის ეტაპია.  კაცი აქ ნამდვილი ვერძის თვისებებს ატარებს – არის აქტიური, შეუპოვარი, მიზანმიმართული, იმპულსური, ენერგიული; ქალი კი ამ დროს თევზის ზოდიაქოს ნიშან-თვისებებს იძენს, ანუ, მეტად იდუმალია, მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი.
მეორე ეტაპზე მამაკაცი გადის კუროს ზოდიაქოში – უფრო მომთმენია და ყურადღებას აქცევს დეტალებს; ქალი კი გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და ხდება თავისუფლებისმოყვარე, ორიგინალური, ქალური, ამოუცნობი, სპონტანური.
მესამე ეტაპზე კაცი გადადის ტყუპების ზოდიაქოში.  ურთიერთობის ამ ეტაპზე ის აგროვებს მეტ ინფორმაციას, არის უფრო კომუნიკაბელური, გონებამახვილი; ქალი კი ამ დროს გადაინაცვლებს თხის რქაში და ისახავს მიზანს, ეძებს მისკენ მიმავალ გზებს.
მეოთხე ეტაპზე მამაკაცი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში და ის ქალისგან მეტ ყურადღებასა და სითბოს ითხოვს. ქალი კი ამ დროს მშვილდოსნის ზოდიაქოშია და მზად არის, ყველაფერი მისცეს მას, ოღონდ, ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონების შემდეგ.
მეხუთე ეტაპზე მამაკაცი გადადის ლომის ზოდიაქოში. მას სურს, დაემორჩილონ; ქალი კი ამ დროს ინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ელოდება მეტ ვნებას, სიყვარულს და მზად არის ცხოვრებისეული გარდატეხისთვის.
მეექვსე ეტაპზე კაცი გადადის ქალწულის ზოდიაქოში და ხდება უფრო კრიტიკული, აკვირდება ყველა წვრილმანს; ქალი კი ამ დროს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის – ზრუნავს იმიჯზე; ფიქრობს, როგორ გააფორმოს კავშირი იურიდიულად.
ურთიერთობის მეშვიდე ეტაპზე მამაკაცი სასწორის ზოდიაქოში იმყოფება. მზად არის ურთიერთობის დასაკანონებლად, კომპრომისზე წასასვლელად; ქალი კი ამ დროს გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში და მეტად აკვირდება წვრილმანებს, ხდება კრიტიკული.
მერვე ეტაპზე მამაკაცი მორიელის ზოდიაქოშია. მეტადაა მიდრეკილი ვნების, რისკისა და ღალატისკენ; ქალი კი ამ დროს მეტ პატივისცემას ითხოვს მისგან. ის ლომის ზოდიაქოშია და უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, განსაკუთრებული დაფასება და აღიარება.
ურთიერთობის მეცხრე ეტაპზე მამაკაცი გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში. ამ დროს მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ხდება სოციუმი და იდეოლოგია; ქალი ამ დროს კირჩხიბის ზოდიაქოშია და ხდება საკუთარ თავში ჩაკეტილი, მეტად ემოციური.
 მეათე ეტაპზე კაცი ინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოში, მიილტვის პროფესიული კარიერისკენ და ხდება მაქსიმალისტი; ქალი კი ტყუპების ზოდიაქოს გადის და მისთვის მთავარია კონტაქტი.
ურთიერთობის მეთერთმეტე ეტაპზე მამაკაცი გადადის მერწყულის ზოდიაქოში. მას სჭირდება თავისუფლება, ორიგინალური თვითგამოხატვა; ქალი კი ინაცვლებს კუროს ზოდიაქოში და მიილტვის ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებისკენ.
ურთიერთობის მეთორმეტე ეტაპზე მამაკაცი გადის თევზების ზოდიაქოს – იკეტება საკუთარ თავში, ხდება ეჭვიანი, დეპრესიული; ქალი  კი ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია და მეტად ენერგიული, აქტიური, იმპულსური, მებრძოლი და თამამია.
თუ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ამ ეტაპებს კარგად გააანალიზებთ, მაშინ პირადი ცხოვრების აწყობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

скачать dle 11.3