კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხმიადაშვილი
ხმიადაშვილის გვარს საფუძვლად უდევს სიტყვა ხმიადი. „ხმიადი იგივეა, რაც უსაფუვროდ გამომცხვარი პური“.
ამ სიტყვის წაბაძვით გაჩენილა როგორც მეტსახელი ხმიადა, ისე საკუთარი სახელი – ხმიადა.
ალექსანდრე ღლონტი წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „საკუთარი სახელი – ხმიადა, გვარები – ხმიადაძე, ხმიადაშვილი“.
გვარი ადრიდანვე მოიხსენიება გორის რაიონში, კერძოდ, ტირძნისში.
საქართველოში 997 ხმიადაშვილი ცხოვრობს: გორში – 588, თბილისში – 249, თელავში – 92. არიან სხვაგანაც.
აზრუმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. „არზრუმ“ – სპარსულად „რომის მიწას“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან გაჩნდა სახელი აზრუმელა.
თომა და გრიგორი აზრუმელაშვილები მოიხსენიებიან 1873 წელს, დიდ თონეთში.
1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ნურიკაშვილ-აზრუმელაშვილი თომა.
საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.
ქარაული 
1781 წლის არაგვის საერისთავოს ბარის სოფლებში მოიხსენიება ვინმე ქარაული. სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიძებენება ისტორულ წყაროებსა და საბუთებში.
ქარაულიდანაა ნაწარმოები გვარი სიხარულიშვილი.
საქართველოში 233 ქარაული ცხოვრობს: დუშეთში – 111, თბილისში – 72, მცხეთაში – 13. არიან სხვაგანაც.
ამირჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამირჯანა.
ამირჯანა მეთვრამეტე საუკუნის ყმების სიაში მოიხსენიება პატრიარქის ყმად.
ამირ არაბულად მბრძანებელს, მპყრობელს ნიშნავს; ჯან კი – სულს, სულთა მპყრობელს, სულთა მბრძანებელს.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება ამირჯანაშვილი შავერდა და ამირჯანაშვილი სტეფანა.
ამირჯანაშვილები ჩაწერილები არიან ამირჯანოვებადაც.
საქართველოში 68 ამირჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 11, მარნეულში – 10. არიან სხვაგანაც.
სურმავა
სავარაუდოდ, სურმავას გვარი სათავეს იღებს საკუთარი სახელიდან სურმა.
საქართველოში სულთა რაოდენობით გვარი სურმავა 416-ე ადგილზეა, მარტვილის რაიონში კი – მე-10-ზე.
გვარის ძირითადი და ყველაზე მრავალრიცხოვანი სამკვიდროა ნაგვაზაო, სადაც სურმავათა 152 ოჯახი ცხოვრობს. ასევე, ეს გვარი გვხვდება სოფლებში: სერგიეთი, მარტვილი, კეთილარი, სალხინო, ახალკახათი, ნაჯახავო, ქვემო ჭალადიდი, ლეხაინდრაო, ხუნძწი და სხვა.
სურმა გვარად არის დასახელებული ნაგვაზავოს საეკლესიო გლეხთა სიაში. სურმა პირსახელად სხვა წყაროებშიც გვხვდება. სურმავა მათხოჯელი იხსენიება ყმების ნუსხაში მეჩვიდმეტე საუკუნეში. იქვეა მოხსენიებული ივანე სურმავა.
საქართველოში 2 939 სურმავა ცხოვრობს: მარტვილში – 802, თბილისში – 469, ზუგდიდში – 165.  არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3