კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაავალა პარლამენტარმა უინსტონ ჩერჩილმა სტალინის ლიკვიდაცია

1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეგრეთ წოდებულმა „დიდმა სამეულმა:“ სტალინმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა. „ნეიტრალური ტერიტორია“ საგანგებოდ იყო შერჩეული და სამივე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სწორედ თეირანი მიიჩნიეს შედარებით უსაფრთხო ადგილად, სადაც ყველაზე მოსახერხებელი იყო სამი ქვეყნის ლიდერების დაცვა. კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ იყო გამოცხადებული. ეს, რა თქმა უნდა, იცოდა ფაშისტური გერმანიის დაზვერვამაც. ამიტომ მან ჰიტლერისგან სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღო და შესაბამისი ოპერაციის მომზადებას შეუდგა. ამ ოპერაციას კურირებდა ჰიტლერის ¹1 ტერორისტი ოტო სკორცენი, რომელიც ჩვეული ენერგიულობითა და პროფესიონალიზმით შეუდგა საქმეს. თუმცა, საბჭოთა დაზვერვამ მალევე შეიტყო ფაშისტების მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ, მათ ეს ამბავი სტალინს აცნობეს და რეკომენდაცია მისცეს, რომ თეირანში გამგზავრებაზე უარი ეთქვა და თავისი ინგლისელი და ამერიკელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ კონფერენცია მოსკოვში გადმოეტანათ, სადაც აბსოლუტური უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ტიმოფეი ვარლამოვი წერს: „1943 წლის 26 სექტემბერს, ანუ თეირანის კონფერენციის დაწყებამდე ორი თვით ადრე, სტალინს კაბინეტში კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს – „სმერშის“ ხელმძღვანელი, გენერალი ვიქტორ აბაკუმოვი ეწვია და ფაშისტების მიერ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ გაუკეთა მოხსენება. ბელადმა მშვიდად მოუსმინა აბაკუმოვს და ბოლოს ჰკითხა:
– თქვენ თვითონ რას ფიქრობთ ამის შესახებ, გენერალო, შეძლებენ ფაშისტები თავიანთი გეგმის სისრულეში მოყვანას?
– რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ, ამხანაგო სტალინ, – მიუგო ბელადს აბაკუმოვმა, – მაგრამ თქვენმა საგანგებო ანალიტიკურმა ჯგუფმა ერთი რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელსაც გაგაცნობთ.
– გისმენთ, – თავი დაუქნია სტალინმა.
– ამხანაგო სტალინ, ჩვენი უწყება, რა თქმა უნდა, სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ აბსოლუტური უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა ამ კონფერენციის მოსკოვში ჩატარება და თუკი მოხერხდება ბრიტანულ-ამერიკულ მხარესთან შეთანხმება კონფერენციის თეირანიდან მოსკოვში გადმოტანის შესახებ.
სტალინს ჩაეცინა და აბაკუმოვს უთხრა:
– თქვენ მთავაზობთ, რომ რუზველტსა და ჩერჩილს ვუთხრა, თეირანში ჩამოსვლის მეშინია და მოსკოვში მეწვიეთო? და, რა შედეგს მივიღებთ? –  მეორე დღეს მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთებში დაწერენ: მშიშარა სტალინი და მისი უუნარო უსაფრთხოების სამსახურიო... ჯერ, ისედაც ღმერთმა უწყის, რა სისულელეებს არ ჩმახავენ ჩვენზე და, ისღა გვაკლია, მათ საბაბი მივცეთ. არა, გენერალო, ასე არ გამოვა. კონფერენცია დანიშნულ დროსა და ადგილზე ჩატარდება. თქვენ კი გააძლიერეთ თქვენი ძალისხმევა და პირადად რეგულარულად მომახსენეთ თითოეული დეტალის შესახებ. თანაც, ზუსტად დამიდგინეთ, იციან თუ არა ინგლისისა და ამერიკის დაზვერვებმა ფაშისტების ამ ზრახვების შესახებ.
– არ იციან, ამხანაგო სტალინ, ეგ ზუსტად ვიცით.
– ეცადეთ, რომ ვერც შეიტყონ, ასე აჯობებს. ეს ჩვენ უპირატესობას მოგვანიჭებს, რაც მომავალ კონფერენციაზე დაგვეხმარება. შეგიძლიათ, წახვიდეთ. წარმატებას გისურვებთ! – უთხრა სტალინმა ვიქტორ აბაკუმოვს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
სტალინი მშვენივრად მიხვდა, რომ კონფერენციის მოსკოვში გადმოტანის თემა ბერიას შემოგდებული იყო და უშიშროების მინისტრმა ეს აბაკუმოვის მეშვეობით მიაწოდა სტალინს, რომ მისი რისხვა არ დაემსახურებინა. ამიტომ, სტალინმა ბერიას დაურეკა და უთხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, აბაკუმოვი თეირანში სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა და კონფერენციის მოსკოვში გადმოტანას მთავაზობს. შენ რას მირჩევ?
რა თქმა უნდა, ეშმაკი ბერიაც მიხვდა, რომ კონფერენციის გადატანის იდეის ავტორი ბელადმა ამოიცნო და სტალინს მიუგო:
– ტყავს გავაძრობ ამისთვის აბაკუმოვს, ამხანაგო სტალინ!
– ის და მისი ხალხი ისედაც ტყავიდან ძვრებიან. უბრალოდ, გენერალი გადაჭარბებულად ზრუნავს ჩემს უსაფრთხოებაზე. არანაირი დასჯა, პირიქით, ყოველმხრივ შეუწყვე ხელი, – თქვა სტალინმა და ტელეფონი გათიშა.
საბჭოთა მზვერავები მართლაც რომ „ტყავიდან ძვრებოდნენ“ და ორი ტერორისტული ჯგუფი გამოავლინეს, რომლებსაც თეირანში გადასასროლად ამზადებდნენ. 25 ნოემბერს ვიქტორ აბაკუმოვი კვლავ სტალინის წინაშე წარდგა და ვრცელი მოხსენება გააკეთა კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული მუშაობისა და თეირანში მიღებული (ირანის დედაქალაქში უკვე „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული რაზმი ახორციელებდა უსაფრთხოების ზომებს) უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების შესახებ.
სტალინმა გულდასმით მოუსმინა აბაკუმოვს და უთხრა:
– და მაინც, გენერალო, თქვენ ვერ დაადგინეთ მთავარი.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო სტალინ? – იკითხა აბაკუმოვმა.
– ჩვენს სამეულზე თავდასხმის თარიღი, – დააზუსტა სტალინმა.
– ამხანაგო სტალინ, ჩვენი აზრით, ფაშისტ ტერორისტებს კონკრეტული თარიღი არ აქვთ განსაზღვრული და პირველივე ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებენ. თუმცა, გარწმუნებთ, რომ მათ ამისი საშუალება არ მიეცემათ.
– გინდათ, ჩვენზე თავდასხმის ზუსტი თარიღი გითხრათ? – ღიმილით ჰკითხა სტალინმა გაოცებულ გენერალს.
– ბრძანეთ, ამხანაგო სტალინ.
– ჩვენს სამეულზე თავდასხმა ფაშისტებს 30 ნოემბერს აქვთ განსაზღვრული და კარგად დაიმახსოვრეთ ეს თარიღი.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ, თქვენ ეს საიდან იცით?
– ოცდაათში უინსტონ ჩერჩილის დაბადების დღეა. ის აუცილებლად დაგვპატიჟებს მე და ამერიკის პრეზიდენტს თავის რეზიდენციაში და ფაშისტები ამის გამოყენებას შეეცდებიან. თქვენ კი, ვფიქრობ, ამაზე არც კი გაგიმახვილებიათ ყურადღება.
სახეწამოჭარხლებულმა აბაკუმოვმა უხმოდ დატოვა სტალინის კაბინეტი... მართლაც, 30 ნოემბერს ჩერჩილის რეზიდენციის ეზოსა და საკანალიზაციო ჭაში უშუალოდ ჩეკისტებმა აიყვანეს და განაიარაღეს ორი ფაშისტი ტერორისტი, რომლებიც ჩერჩილის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობდნენ. ეს ამბავი იმავე ღამეს პირადად აბაკუმოვმა მოახსენა სტალინს, მეორე დღეს კი, როდესაც კონფერენცია იხურებოდა, ჩერჩილი და სტალინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა სტალინს ტერაქტის აღკვეთისთვის და:
– თქვენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ. თქვენთან ვალში ვარ და, თუკი ანალოგიური საშუალება მექნება, აუცილებლად მოვალ დასახმარებლად.
სტალინს ეშმაკურად ჩაეცინა და ჩერჩილს მიუგო:
– იმედია, ანალოგიური საჭიროება არ დადგება, მაგრამ, თუკი მაინც გადაწყვეტთ ჩემი სიცოცხლის გადარჩენას, გთხოვთ, მაიორ მეთიუ ბაროუს ნუ გამომიგზავნით...
ჩერჩილი შეცბა და ენა ჩაუვარდა. საქმე ის იყო, რომ 1933 წელს, როდესაც პარლამენტარი ჩერჩილი სამხედრო დაზვერვას კურირებდა, მისი დავალებით მოსკოვში სპეცაგენტი, მაიორი მეთიუ ბაროუ ჩავიდა საბჭოთა ბელადის მოსაკლავად. ბაროუ დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდა. „ჩეკამ“ კი ბაროუს ჩამოსვლამდე იცოდა მისი მისიის შესახებ. ამიტომ, „ბრიტანელ დიპლომატს“ ავტოავარიის იმიტაცია მოუწყვეს და ისეთი ილუზია შექმნეს, რომ თითქოს ის მანქანაში ჩაიფერფლა. სინამდვილეში კი ციხეში მოათავსეს და ყველაფერი „დააფქვევინეს“, თუმცა არ დაუხვრეტიათ  და ერთადგილიან საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული მთელი ათი წლის განმავლობაში...
ჩერჩილი ყველაფერს მიხვდა და სტალინს ფრთიანი ფრაზით მიუგო:
– იცვლება დრო და ვიცვლებით ჩვენც.
– დიახ, მართალს ბრძანებთ, – არ დაიბნა სტალინი და დაამატა: – ბაროუც შეიცვალა. ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, ვფიქრობ, სამშობლო მოენატრა და, შეგვიძლია, გამოვუშვათ.
მაიორი ბაროუ, რომელსაც სტალინი უნდა მოეკლა, პირადად საბჭოთა ბელადის ბრძანებით ჩამოაფრინეს თეირანში და ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას გაატანეს ლონდონში“.

скачать dle 11.3