კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეცვალე სცენარი



ამბობენ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას თავისი სცენარი აქვს, რომელიც, შეიძლება, გაწერილია, მაგრამ კორექცია შესაძლებელია. ანუ, თუ მოინდომებთ, თქვენი ცხოვრების სცენარს შეცვლით. იქნებ არარეალურად გეჩვენებათ, მაგრამ მოინდომეთ და მიჰყევით ინსტრუქციას.
* უპირველესად, მიეცით თავს შანსი – შეიცვალოთ. როგორც უნდა მოგწონდეთ თქვენი ცხოვრება, აუცილებლად უნდა გქონდეთ შეცვლის სურვილი – რომელიც წინსვლასა და განვითარებაში გამოიხატება.
* ნელ-ნელა განსაზღვრეთ იმ სცენარის ელემენტები, რომლის მიხედვითაც გინდათ, რომ განვითარდეს თქვენი ცხოვრება. „ელემენტები“ კონკრეტული და კარგად გააზრებული უნდა იყოს.
* მეტი იზრუნეთ საკუთარ თავზე. როგორც კი იგრძნობთ, რომ ძალიან ნეგატიური ფიქრებით დაიტვირთეთ, მაშინვე „გადაერთეთ“ სხვა ტალღაზე... უფრო პოზიტიურზე – დაიწყეთ იმ საქმის კეთება, რაც ძალიან გაინტერესებთ და სიამოვნებას განიჭებთ. სულერთია, თუნდაც ამ საქმის შედეგი ფინანსურად მომგებიანი არ იყოს. მთავარია, ამისგან სიამოვნება მიიღოთ და დადებითად დაიმუხტოთ.
* შეინარჩუნეთ პატივისცემა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფთა მიმართ. გახსოვდეთ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თქვენი ცხოვრებისგან განსხვავდება ის.... სწორედ სხვისი ცხოვრებისადმი ტოლერანტობაა სცენარის შეცვლის მთავარი და კარგი პირობა.


სრულ ჰარმონიაში

შეიძლება თუ არა წყვილს შორის სრული ჰარმონია არსებობდეს? ზოგიერთი ფსიქოლოგი გვარწმუნებს, რომ მიუღწეველი არაფერია, მათ შორის, არც ჰარმონია. არსებობს მეთოდიც, რომლის გამოყენება ურთიერთობას აჯანსაღებს. მთავარი პრინციპი დათმობის ხელოვნების ცოდნაა... ზოგიერთს ძალიან აშინებს განსხვავებული ხასიათის, ჩვევების, ინტელექტის მქონე პარტნიორი. მაგრამ, ეს ყველაფერი საერთოდ არ არის არც პრობლემა და არც წინააღმდეგობა.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თანაცხოვრების პერიოდში წყვილები ერთმანეთის ხასიათს იზიარებენ. ერთმანეთისგან რაღაცეებს სწავლობენ და იცვლებიან... ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან კიდეც. როცა ხვდებით, რომ იპოვეთ ის, ვისთანაც ყოველთვის გინდოდათ, გეცხოვრათ, რჩება ის, რომ ისწავლოთ დათმობა. ეს არ არის ჰარმონიის მიღწევის საუკეთესო საშუალება, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რისი დათმობა შეიძლება, რისი – არა; როდის უნდა დაუთმოთ და რამდენჯერ უნდა დაუთმოთ... უკან დახევასაც თავისი დრო აქვს. ზოგჯერ კი, შეტევაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთმა არ უნდა დათმოს. ჰარმონიულობის პრინციპი ორმხრივობაში და კეთილ ნებაშია. ძალდატანებით შედეგი ისეთი ეფექტური არ იქნება. მოინდომეთ და ისე დაუთმეთ – მაშინ ჰარმონიაც გამოვა.

არ არის ადვილი...

დიახ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ადვილი არ არის. მას სირთულეები ნამდვილად ახლავს. მაგრამ გულწრფელი სურვილით და ინტერესით, ასევე პარტნიორის მიმართ პატივისცემით, აუცილებლად იპოვით საჭირო სიტყვებს თუ ინტონაციას... მოინდომებთ და იქნება ჰარმონია თქვენ შორის. რამდენიც არ უნდა ვიმეოროთ, რომ კაცს მეტი მოეთხოვება, წყვილის ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე პასუხისმგებელი მაინც ქალია.
ხშირად დაინტერესდით, რა აზრი აქვს საყვარელ მამაკაცს ამა თუ იმ სიტუაციაზე. როგორ ხედავს მას კონკრეტულ მომენტში. დიახ, თქვენ წყვილი ხართ, მაგრამ – განსხვავებული ადამიანებიც. რაც უფრო ხშირად აღნიშნავთ განსხვავებებს თქვენს ხასიათს შორის, მით ნაკლები მოლოდინები და შესაბამისად, ნაკლები იმედგაცრუება გექნებათ.
როცა მამაკაცზე ზრუნავთ და რაღაცაზე ეკამათებით, აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს – მართლა იმის ინტერესებს იცავთ, თუ საკუთარს. აღიარეთ მისი „ავტონომია“ პირად სივრცეში და ნაკლებად შეზღუდეთ ის.
არ შეაფასოთ და არ განიხილოთ ნეგატიურ ჭრილში მამაკაცის ინტერესები. თუნდაც ისინი ძალიან სულელურად გეჩვენებოდეთ. არ არის ადვილი, იგნორირება გაუკეთოთ იმას, რაც თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რომ მარტოობა გაცილებით ძნელია.
დარწმუნებული ხართ, რომ მას სხვებზე უკეთ იცნობთ, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე თავად იცნობს საკუთარ თავს – შესაბამისად, ცდილობთ, ისევ მისი სიკეთისთვის გასცეთ მითითებები და გააკრიტიკოთ შეცდომებისთვის. მაგრამ, ის ამას არ შეეგუება. ამიტომ, მოეშვით მის აღზრდა-გადაკეთებას... არ არის ადვილი, იყო კარგი ცოლი და პარტნიორი. თუმცა, უფრო ძნელია, იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც შენი საერთოდ არ ესმის. ასე რომ,  დაძლიეთ სირთულეები და ისინი აღარ გექნებათ.

მხოლოდ
მოთმინება


მოთმინება და გაგება – ერთი მედლის ორი მხარეა. ყველაზე ხშირად ქალს მოთმინება სჭირდება იმ სიტუაციებში, როცა მას მიაჩნია, რომ მამაკაცი მართალი არ არის. მით უფრო, მეტი მოთმინება დაგჭირდებათ, თუ მისი წინააღმდეგობის დაძლევას და ყველაფრის საკუთარი მოსაზრებების მიხედვით გაკეთებას გადაწყვეტთ. ამ პრობლემას ძალიან ბევრი წყვილი აწყდება, განსაკუთრებით ურთიერთობის პირველ ეტაპზე. სხვათა შორის, ქალებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ყველა სიტუაციაში მოთმენა-დათმობა საჭირო არ არის. ზოგჯერ პირიქით, სწორედ გაჯიუტებაა აუცილებელი. მაგრამ კრიტიკა მუდმივი არ უნდა იყოს და ის თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი არ უნდა გახდეს. ანუ, მთავარია, კრიტიკა თქვენი ოჯახის ტრადიციად არ იქცეს. „მე უკეთ ვიცი!“ – ამაყად თავაწეული ნუ იძახებთ და ქმარს ნუ გადარევთ. ადრე თუ გვიან, ორივეს მოგწყინდებათ გაუთავებელ კონფრონტაციაში და მუდმივ დაპირისპირებაში ცხოვრება. დაიხსომეთ: რთულ და ძალიან სადავო სიტუაციაში მეტისმეტი თავგამოდებით ნუ შეეცდებით, გადაარწმუნოთ მამაკაცი. ტაიმაუტი აიღეთ. შეისვენეთ ცოტა და დაელოდეთ ხელსაყრელ მომენტს, რომელიც აუცილებლად ჩაგივარდებათ ხელში. თუ შემცდარია, ის აუცილებლად თავადვე შევა ჩიხში.
რასაც უნდა აკეთებდეთ, იფიქრეთ იმაზე, როგორ „მუშაობს“ თქვენი შემუშავებული სტრატეგია თქვენს ურთიერთობაზე. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და აუცილებლად თავადვე მიხვდებით, როდის ხართ მართალი, როდის კი – არა და უნდა მოითმინოთ.

скачать dle 11.3