კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და რატომ არის გაზაფხულის ბუნიობის პერიოდი სამყაროს შექმნის პირველი დღის სახე

– ბზობის შემდეგ მაცხოვარი გამოდის იერუსალიმიდან და გზაზე ხვდება უნაყოფო ლეღვის ხე, რომელზეც მაცხოვარი ვერ იპოვის ნაყოფს და შერისხავს, დასწყევლის, გაახმობს. ლეღვი არის სიმბოლო იმისა, რომ უნაყოფო ადამიანს ღმერთი გზავნის საუკუნო სატანჯველში; ის ცოდვილია, მას არც აღდგომა უხარია და არც შობა. დიდ სამშაბათს კი  მაცხოვარმა კიდევ ერთხელ ამხილა ფარისევლები და ისინი საბოლოოდ განიზრახავენ, შეიპყრონ და გამოასალმონ სიცოცხლეს. ოთხშაბათი არის ქრისტეს გაცემის დღე და ამ დღეს, პარასკევთან ერთად, ვმარხულობთ ქრისტიანები. დიდი ხუთშაბათი არის საიდუმლო სერობის დღე, როდესაც იესო ქრისტემ ინება, პასექი მოემზადებინა სერობისთვის. ხუთშაბათ დღეს დაწესდა ევქარისტია, ანუ სამადლობელო, უსისხლო მსხვერპლი ზიარების სახით. იმავე დღეს მაცხოვარი შედის გეთსამანიის ბაღში, ლოცულობს და ღმერთს ევედრება, რომ მას ეს სასმისი აარიდოს, არა ისე, როგორც მას არაადამიანური ბუნებით სურს, არამედ, ისე იყოს ყველაფერი, როგორიც არის ღვთაებრივი ნება.  ამ დროს ეკლესიაში იკითხება 12 სახარება და მორწმუნეები სანთლებით ხელში ისმენენ წმიდა სახარებას, რაც შეგვახსენებს მაცხოვრის ლოცვას გეთსამანიის ბაღში. „დიდი პარასკევი“ – ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ქრისტეს წამების დროს მზე დაბნელდა, მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიყო, საფლავები გაიხსნა და ბევრი მიცვალებული აღდგა. პარასკევ საღამოს‚ პილატეს ნებართვით, იესოს ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იესოს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნენ, სცხეს კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, შეახვიეს წმიდა ტილოში და დაასვენეს ახალ საფლავში და სამარხის კარს დიდი ლოდი მიადგეს. „დიდ შაბათს“ კი‚ როდესაც ქრისტეს წმიდა სხეული საფლავში განისვენებდა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, ამცნო გარდაცვლილ სულებს თავისი გამარჯვება ეშმაკსა და სიკვდილზე. აღმოიყვანა იქიდან მართალთა სულები, რომლებიც რწმენით მოელოდნენ მის მოვლინებას. წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც – მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს, და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს – გრძნობიერად და სულიერად. „დიდი შაბათის“ შემდეგ, პირველივე დღეს, ქრისტეს საფლავთან დიდი მიწისძვრა მოხდა, უფლის ანგელოზმა გადააგორა ლოდი საფლავიდან. მენელსაცხებლე დედებს დახვდათ გადაგორებული ლოდი და მასზე მჯდარი ანგელოზი, რომელმაც აუწყა მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“
– როგორ ხდება აღდგომის თარიღის გამოთვლა, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება?
– ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთის სათნო საქმეებით, მოწყალებით, ქველმოქმედებით, უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა. ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და შეეწეოდნენ. ეს არის პირველი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც უკვე მოციქულთა დროიდან აღინიშნება. ქრისტიანულ ეკლესიაში აღდგომის დღე მოციქულთა ხანიდან უკავშირდება ნათელს, ისევე, როგორც ქრისტეშობა იყო დადგენილი 25 დეკემბერს, ზამთარში მზის სინათლის ზრდის დასაწყისში.  აღდგომის  განსაზღვრაში მთვარეც გარკვეულ როლს თამაშობს. ასტრონომიული თვალსაზრისით, გაზაფხულის ბუნიობა წლის იმ მონაკვეთს შეესაბამება, როდესაც მთელ დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა თანაბარია და იმით აიხსნება, რომ წელიწადის ამ დროს დედამიწაზე არ არის ადგილი, სადაც მზე არ აღწევს. ამგვარად, აღდგომის ბრწყინვალე დღე კოსმიურ სივრცეში დედამიწის მანათობელ ზეციურ მნათობთა განსაკუთრებული მდგომარეობით განისაზღვრება. ამ საღვთისმეტყველო კონტექსტში კოსმიური მოვლენები შეესაბამება იმ პირველ დროს, როდესაც ღმერთი ქმნიდა სამყაროს. გაზაფხულის ბუნიობის პერიოდი სამყაროს შექმნის პირველი დღის სახეა. ეს არის „დღე ერთი“, როდესაც ღმერთმა მოუვლინა სამყაროს ნათელი, განყო მისგან ბნელი და უწოდა მას „დღე” და „ღამე”. შვიდეულის ციკლში ეს დღე შეესაბამება კვირას. ამას მოსდევს სავსემთვარეობა, რომელიც შესაქმის მეოთხე დღის სახეა, როდესაც უფალმა შექმნილ ზეციურ მნათობთა მეშვეობით გაანაწილა სინათლე მთელ დედამიწაზე. ბნელი ნელ-ნელა განიდევნება, მთვარის მეშვეობით კი ნათელი აღწევს ბნელში, როგორც მაუწყებელი საბოლოო გამარჯვებისა. პარასკევს – შესაქმის მეექვსე დღეს, უფალი ქმნის კაცს – ადამს, რომელიც უფალს განეშორა. ამიტომ, ახალი ადამი – ქრისტე იმავე დღეს, წითელ პარასკევს, გამოისყიდის ადამის ცოდვებს ჯვარზე გაკვრით და, მეშვიდე დღეს, დიდ შაბათს, ხორციელად მკვდარი, სამარეში ამსხვრევს სიბნელის მეუფებას. მეორე დღეს კი – კვირას, პირველ დღეს, თანახმად „დღე ერთისა“, როდესაც უფალმა მოავლინა ნათელი – აღდგომილი ქრისტე სამყაროს აღდგომის დაუღამებელ ნათელს გამოუცხადებს. მეოთხე საუკუნის წმიდა მამათა ცნობიერებაში გაზაფხულის ბუნიობა აღდგომის დღესასწაულის თარიღის დადგენის ამოსავალ წერტილად გვევლინება.
– აღდგომის დღეს ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან წითელ კვერცხებს.
– ამბორისა და მისალმების დროს მორწმუნენი ოდითგანვე ჩუქნიდნენ ერთმანეთს წითელ კვერცხებს, მსგავსად იმისა, რომ კვერცხიდან, მისი მკვდარი ნაჭუჭიდან, იბადება სიცოცხლე, რომელიც იყო მთლიანად დამალული; ასევე, საფლავში მდებარე მოკვდავი იესო ქრისტეც აღდგა მკვდრეთით  გახრწნილების საუფლოდან. კვერცხის ურთიერთგაცვლის წესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში შემონახული წესის მიხედვით, მიეკუთვნება წმიდა მარიამ მაგდალინელს, რომელიც წარდგა იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე, მიაწოდა მას წითელი კვერცხი და აუწყა: „ქრისტე აღდგა!“

скачать dle 11.3