კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქრისტიანობა ქადაგებს, რომ უფლის მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. ეს როგორ მოხდება და სად დაეტევა ამდენი ადამიანი?
პასუხი: თუ ქრისტიანი ხართ და უფლის გწამთ, ესეც უნდა ირწმუნოთ. ეს იქნება ღვთის სასწაული და თუ როგორ მოხდება ყოველივე, ამის განსჯა ჩვენს გონებას არ შეუძლია. თუმცა,  გონებას შეუძლია ირწმუნოს, რომ ეს ღვთის ნება აღსრულდება – ღვთის ნების სასწაულებს ჩვენ ყოველ წუთს ვხვდებით, მაგრამ ამას მივეჩვიეთ და მათ აღსრულებას განსაკუთრებულ მოვლენად არც აღვიქვამთ. ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია? ასე რომ, ვის ხელშიცაა ყოველივე, ყოველივესაც ის აღასრულებს.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი თავისი მეგობარი ქალის შვილის გამო ქუჩაში დგას და მათხოვრობს. გამართლებულია თუ არა მისი ეს საქციელი ქრისტიანულად?
პასუხი: ეს ადამიანის არჩევანია და ის ამით არაფერს აშავებს, თუკი ნებაყოფლობით ეხმარება სხვას. პირიქით, ეს კეთილ საქმედ ჩაეთვლება. თუმცა, გააჩნია მიზეზსაც, რისთვის სჭირდება მისი მეგობარი ქალის შვილს ეს თანხა. მოწყალების თხოვნა ცოდვა არ არის, მით უმეტეს, თუ ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც თავადაც გვიჭირს და არ შეგვიძლია მოწყალების გაღება?
პასუხი: ასეთ დროს ტკბილი სიტყვით შეეწიეთ გაჭირვებულს, გაუღიმეთ, დალოცეთ ის და ღმერთი შეგეწევათ.
კითხვა: როგორ მოვექცეთ გაზეთებსა და ჟურნალებში დაბეჭდილ საეკლესიო ხატებსა და წარწერებს?
პასუხი: არ შეიძლება უდიერად მოპყრობა და მათი შეურაცხყოფა, რადგან მათზე უფლისა და წმიდანების სახეებია გამოსახული. თუ არ ინახავთ, შეგიძლიათ, სუფთა ადგილზე დაწვათ.
კითხვა: თუკი მტერზე შურისძიების საშუალება გვეძლევა, თავის შეკავება აუცილებელია?
პასუხი: როდესაც პირადი მტერი გივარდებათ ხელში, ეს მის სასჯელად კი არა, ხსნად უნდა ჩათვალოთ. ადამიანმა მით უფრო უნდა დაინდოს მტერი, რაც მეტად ხდება მასზე დაქვემდებარებული. შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ნუ უპასუხებთ, რათა არ დაემსგავსოთ შეურაცხმყოფელს. ბოროტება სიკეთით იკურნება და არა პირიქით.

скачать dle 11.3