კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს შეიცავს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მსოფლიოსთვის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი მეტად არაორდინარული ფიგურაა არათუ აშშ-ის, არამედ, ზოგადად, დასავლურ წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში. თუმცა მის აუტანელ ხასიათს, თურმე, მშობლებიც უჩიოდნენ და მასწავლებლებიც. მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, სტუდენტობიდანვე დაეწყო ფიქრი გამდიდრებასა და საკუთარი იმპერიის შექმნაზე. ბ-ნმა ტრამპმა ეს მოახერხა და ახლა, როგორც ჩანს, აშშ-ის პირველკაცობაც სურს. მეორე მხრივ, მისი განცხადებები, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში, საკმაოდ უჩვეულოა (მათ შორის, ისიც, რომ მან იმ ქალების დასჯა მოითხოვა, რომლებიც აბორტს იკეთებენ). უფრო საინტერესო მისი პოლიტიკური ხედვებია, რაც სრულადაა ამოვარდნილი აშშ-ის მიერ ოფიციალურად დეკლარირებულისგან. გამომდინარე იქიდან, რომ ის არჩევნების საკმაოდ კონკურენტუნარიან მონაწილედ ჩანს (ადგილ-ადგილ სჯაბნის კიდეც თავის მთავარ კონკურენტ „დემოკრატ“ ჰილარი ქლინთონს), არც ისაა გამორიცხული, მართლაც, მოგვევლინოს ჩვენი ოკეანისგაღმელი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პირველ პირად. შესაბამისად, იბადება კითხვები: რა საფრთხეს შეიცავს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის თუ პირიქით, –  ამ შეკითხვებს ექსპერტი სოსო ცინცაძე უპასუხებს.
– თითქოს მოულოდნელად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და შეიძლება, კიდეც გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი. რა ფენომენია დონალდ ტრამპი და მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა, საკმაოდ პოპულარულია ამერიკის მოსახლეობაში. რას ნიშნავს ეს?
– თავის დროზე რუსეთის იმპერიის კანცლერ გორჩაკოვს ჰკითხეს, თქვენ ასე არ გიყვართ ბისმარკი და რა არის მიზეზიო. გორჩაკოვმა უპასუხა, არა მხოლოდ არ მიყვარს, მას ძალიან საშიშ ადამიანად მივიჩნევ, იმიტომ რომ, რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობსო. ტრამპიც ასეა, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. მისთვის უცხოა ფლირტი, პირფერული პოლიტკორექტულობა. ის ლაპარაკობს იმას, რაც აწუხებს რიგითი ამერიკელების უმეტესობას.
მაგალითად, ტეხასის შტატში გაუპატიურებების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, მკვლელობის, ქურდობის 60 პროცენტზე მეტი მოდის მექსიკელებზე, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება, პოლიტკორექტულობის გამო, ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ დამნაშავეების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ამის ხსენება არ შეიძლება. ევროპაშიც ზუსტად იგივე ხდება. გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ექვსმა მოქალაქემ კრუიზზე საშუალო ასაკის ქალი გააუპატიურა. გაირკვა, რომ ექვსივე მულსიმანია, მაგრამ ამის თქმა ხმამაღლა არ შეიძლებოდა, მაშინვე ფაშიზმსა და რასიზმს დაარქმევდნენ. ტრამპი სწორედ იმით იგებს ამერიკელების გულს, რომ ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს, მათ შორის, მუსლიმანებზეც.
– როდესაც თქვა, რომ შტატებმა არ უნდა მიიღონ მუსლიმანი ლტოლვილებიო.
– დიახ, არადა ამერიკის პოლიტიკური ელიტა ამბობს, რომ ამის თქმა  არ შეიძლება, რადგან ყველა მუსლიმანი ტერორისტად არ შეიძლება, ჩაითვალოსო. მაგრამ ტრამპი ამბობს, ყველა მუსლიმანი არ არის ტერორისტი, ოღონდ ყველა ტერორისტი ხომ მუსლიმანი აღმოჩნდა, ბოლოს და ბოლოს?!
ტრამპი პროტესტის სიმბოლოა დღეს. ამერიკელებს ყელში ამოუვიდათ ფარისევლობა, სიყალბე, თანაც, ამერიკის ისტორიაში მეტ-ნაკლებად, რხევის განსხვავებული ამპლიტუდით, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ორი პრეზიდენტი, ვაშინგტონი და ლინკოლნი, არ იყო პოლიტიკური მანქანის პროდუქტი. ყველა დანარჩენი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ თუ „დემოკრატი“, არის პოლიტიკური სისტემის პროდუქტი. ტრამპმა საერთოდ არაფრად ჩააგდო პოლიტიკური მანქანა და დღეს მის წინააღმდეგაა მთელი „რესპუბლიკური პარტიის“ ისტებლიშმენტი. ივლისში უნდა გაიმართოს მათი ეროვნული ყრილობა. „რესპუბლიკელების“ მთელი აპარატი ემზადება, რომ როგორმე დაბლოკონ ტრამპი. მის ოპონენტად გამოიყვანეს ტედ კრუზი, მაგრამ ჯერჯერობით მათ მონაცემებს შორის განსხვავება დიდია. თუმცა ბოლო პრაიმერი მოიგო კრუზმა, იმიტომ რომ ტრამპი ცოტა დაუკრეფავში გადავიდა, როდესაც აბორტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, ყველა ქალი, რომელიც დააპირებს აბორტის გაკეთებას, უნდა დაისაჯოსო, რამაც მას ქალების ხმები დააკარგვინა.
– რას ნიშნავს ტრამპისნაირი პოლიტიკოსის გამოჩენა პოლიტიკაში?
– ტრამპი არის ცვლილებების პირველი მერცხალი ამერიკაში. რასაკვირველია, მას ძალიან გაუჭირდება. არსენა მარაბდელივითაა, ყველას ებრძვის, ამიტომ ყველა მის წინააღმდეგაა. მან უნდა დაამარცხოს ტედ კრუზი, დაამარცხოს ჰილარი ქლინთონი და რაც მთავარია, უნდა დაამარცხოს საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თქვენ სწორად თქვით, არ აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებს თუ არა ტრამპი. დიდი ალბათობით, ტრამპი მაინც  ვერ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ბოლოს, ალბათ, მაინც ჰილარი გაიმარჯვებს, რომელსაც გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკაში როგორც ელიტის მხრიდან, ისე ფინანსებით. მაგრამ ტრამპმა თავისი სიტყვა თქვა, თავისი გასაკეთებელი გააკეთა. მან თქვა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ ქვეყნის მომავალს განაგებდეს რამდენიმე ათეული ადამიანი.
გასულ კვირას ბრიტანეთში გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მასალები. ბრიტანეთში მილიონ 700 000 მუსლიმანი ცხოვრობს და გამოკითხვით გაირკვა, ორ მესამედზე მეტმა თქვა, რომ არ შეატყობინებს პოლიციას, თუ გაიგებს, მათი მეზობელი მუსლიმანი ამზადებს ტერორისტულ აქტს. ინგლისელებმა ეს ინფორმაცია მიიღეს ჩვეულებრივად, ტრამპმა კი მაშინვე გააკეთა განცხადება. აი, სადამდე მიგიყვანათ პოლიტკორექტულობამო, იმიტომ რომ, 15 წელიწადში დიდ ბრიტანეთში იქნება ექვსი მილიონი მულსიმანი, ტერორისტებს კი უკვე თანაუგრძნობს ბრიტანელების ორი მესამედი. იგივეა, რაც ხდება ბრიუსელის გარეუბანში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ. ისინი მალავენ ტერორისტებს და პოლიცია იქ ვერ შედის. სწორედ ამის წინააღმდეგია ტრამპი და ბუნებრივია, ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. თანაც, ტრამპის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის რიგითი ამერიკელი. ასეთი წინასაარჩვენო კამპანია, როგორც ამერიკელი მიმომხილველები წერენ, ამერიკას არ ახსოვს. წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა როს პერო, მაგრამ ორ თვეში გამოეთიშა ბრძოლას, ხოლო ტრამპმა გაძლო. თან, რაც მთავარია, ტრამპი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მას, წესით, ხმებს უნდა აკლებდეს, მაგრამ პირიქით, ეს მას ხმებს ჰმატებს. პოლიტტექნოლოგები გაოცებულები არიან, ამბობენ, მთელი ჩვენი მეცნიერება თავდაყირა დააყენა ტრამპმაო. რასაც ჩვენ ვურჩევთ ხოლმე კანდიდატს, არ გააკეთოო, ტრამპი აკეთებს და იგებსო.
– იქნებ მისი პოლიტტექნოლოგები არიან კრეატიულები თუ ის მაინც თვითშემოქმედებას ეწევა?
– ძირითადად, თვითონ მოქმედებს. შესაბამისი სამსახური ჰყავს, მაგრამ მითითებებს თვითონ აძლევს. ტრადიციული წინასაარჩევნო კამპანიის სამსახურები აწყობილები არიან ისეთ ტალღაზე, როდესაც არ შეიძლება მექსიკელების, მუსლიმანების, ჩინელების ხმების დაკარგვა. ტრამპი კი, ამას წინათ გამოვიდა და ჩამოთვალა ეთნიკური ჯგუფები. აღნიშნა, რომ ჩინელები ათ-თხუთმეტჯერ უფრო მეტნი არიან, ვიდრე მუსლიმანები, ოღონდ არავის ხოცავენ, გადასახადებს იხდიან, კანონს არ არღვევენ, უკვე მოხდა მათი ასიმილაცია, თავს ამერიკელებად თვლიან, მაგრამ მულსიმანებს არაფერი ეშველათო. ისინი ჩამოდიან და რჩებიან მუსლიმანებად; ჩამოდიან სიძულვილით აღსავსენი და არა იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იცხოვრონ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ უარესად ვიცხოვროთო. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ტრამპი თეთრ ცხენზე ზის.
– და, ასევე, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი მისი განცხადებები პუტინისადმი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინისადმი ქცევით იმავეს გამოხატავენ დასავლელი ლიდერები, ტრამპი მას აშკარად აქებს.
– ის პუტინისადმი სიმპათიითაა განწყობილი სწორედ იმიტომ, რომ პუტინი ისლამურ რადიკალიზმს ებრძვის და ტრამპი მას უწოდებს ძლიერ პოლიტიკოსს. რაც უნდა არ მოგვწონდეს დემოკრატიულ საზოგადოებას პუტინი, პუტინისა და ელცინის შედარება წარმოუდგენელია, პუტინი უფრო მაჩოა. ამიტომ ტრამპს მოსწონს ის და ამბობს კიდეც ამას ხმამაღლა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ პუტინთან კავშირს შეკრავს და იმეგობრებს.
– ასევე, განსხვავებულია მისი საგარეო პოლიტიკის ხედვა, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– მისი აზრით, ამერიკას თავისი საქმეები აქვს და საკუთარი პრობლემები –  გადასაჭრელი. ანუ უფრო მონროს დოქტრინისკენ იხრება, ჩვენ ჩვენს ნახევარსფეროს უნდა მივხედოთ და არაფერი გვესაქმება იქითო. ამას წინათ ობამამ თქვა, ლიბია ჩემი შეცდომა იყოო და მან ტრამპის წისქვილზე დაასხა წყალი. რადგან ტრამპიც ამას ამბობს, საიდან მოუვიდათ თავში არაბული გაზაფხულის იდეა, რა გვინდა ავღანეთში, ორი ოკეანე გვაშორებს მაგ სამყაროს და მივხედოთ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ნახევარსფეროსო. ეს მაინც ახალი ამერიკის ხმაა, პროტესტის ხმა და ამბობს იმას, რის თქმაც დაუშვებლად ითვლებოდა და რასაც ყველა ფიქრობდა. აბა, ჩვენთან გამოდი და თქვი, რომ მამათმავლობა ცუდია. ჩვენი არასამთავრობო სექტორი მაშინვე ბანერებით დაგხვდება, სიცოცხლეს გაგიმწარებენ, ამიტომაც ყველა ჩუმადაა. ტრამპმა კი, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდა პოლიტკორექტულობა, ამიტომაა ის საშიში ამერიკული ისტებლიშმენტისთვის, ისევე, როგორც გორჩაკოვისთვის იყო საშიში ბისმარკი.
– არა მარტო, მსოფლიო ისტებლიშმენტისთვის, რადგან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს და ამერიკის პოლიტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თავისი ნახევარსფეროთი, ადვილი წარმოსადგენია, რა დაიწყება აქეთა ნახევარსფეროში.
– ტრამპს, უპირველესად, აწუხებს ამერიკის ბედი და არა მსოფლიოსი. ეს არის ჯანსაღი ეგოიზმი. თუმცა სხვა რამ აწუხებდათ შვილ ბუშსა და ობამას, რომ, თურმე, არ შეიძლებოდა, მუბარაქი 15 წლის განმავლობაში ყოფილიყო პრეზიდენტად ან სადამ ჰუსეინს დაეხოცა თავისი ცოლები, არადა, თუ სადამ ჰუსეინი დღეში ათ კაცს ხოცავდა, ისლამისტები დღეს დღეში ათას ადამიანს ხოცავენ.
P. S. რამდენიმე შტრიხი დონალდ ტრამპის ბიოგრაფიიდან: ის 1946 წელს დაიბადა მილიონრების ოჯახში. ჰყავდა ოთხი და-ძმა და ბავშვობიდან უქმნიდა პრობლემებს მშობლებს თავისი რთული ხასიათის გამო. რაკი იმავე პრობლემის წინაშე დააყენა მასწავლებლებიც, მშობლებმა სამხედრო აკადემიაში გაამწესეს, რომ მისი უსაზღვრო ენერგია პოზიტიურ კალაპოტში მოექციათ. ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში გატარებულმა წლებმა თავისი შედეგიც გამოიღო: მომავალ მილიარდერს ასწავლეს დისციპლინა და კონკურენციაში გადარჩენა, როდესაც სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია აგრესიის გამოჩენა. მოგვიანებით, ტრამპმა უმაღლესი ეკონომიკური განათლებაც მიიღო, რომ მამის კვალს დადგომოდა. 1968 წელს მან, ბაკალავრის ხარისხის მქონემ ეკონომიკურ მეცნიერებებში, მუშაობა დაიწყო მამის კომპანიაში. თუმცა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან აწუხებდა საკუთარი იმპერიის შექმნის ამბიცია  და ამიტომ სტუდენტობიდანვე იღებდა მონაწილეობას ბიზნესპროექტებში მამის პატრონაჟით. პირველმა გარიგებამ მას 6 მილიონი დოლარი მოუტანა, რამაც თვითშეფასება განუმტკიცა. 1974 წელს თავისი პირველი ტენდერი მოიგო და თითქმის მუქთად ჩაიგდო ხელში სასტუმრო COMMODORE, რომელიც ექვსიოდ წელიწადში ფეშენებელურ GRAND HYATT-ად გარდაქმნა. მისი მეორე გრანდიოზული პროექტი იყო 58-სართულიანი ცათამბჯენი 80-მეტრიანი ჩანჩქერით სახელად - TRUMP TOWER, რომელიც ყველაზე მაღალი და მშვენიერი ნაგებობა გახლდათ ნიუ-იორკში. გამდიდრებისკენ მიმავალ გზაზე ტრამპის შემდეგი ნაბიჯი იყო „ატლანტიკ სითი“, რომლის რეკონსტრუქციაც თავის უმცროს ძმას დაავალა. 1982 წელს პროექტი წარმატებით დასრულდა. ტრამპმა ის გამოისყიდა და უწოდა TRUMP PLAZA HOTEL&CAZINO, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირიან სასტუმრო-კაზინოდ იქცა. 1990 წელს მილიარდერ ტრამპის იმპერია გაკოტრების პირას აღმოჩნდა; მას კრედიტორების 10-მილიარდიანი ვალი დაუგროვდა, მაგრამ სამ წელიწადში დასძლია კრიზისი და 2015 წელს უკვე გაცილებით ამბიციური განაცხადი გააკეთა –  უნდა, რომ გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პრეზიდენტი.
ის დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად. მას ეკუთვნის აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული უძრავი ქონების რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრი და ბევრი მშენებელი მხოლოდ იმაში უხდის ფულს, რომ დონალდ ტრამპი მათი პროექტების სახე იყოს; სამშენებლო მიმრთულების გარდა, დონალდ ტრამპი სხვა ტიპის ბიზნესებითაცაა გატაცებული: ატარებს  საერთაშორისო სილამაზის კონკურსებს; მისი ინტერესია სპორტი, ტურიზმი, პარფიუმერიული, მამაკაცის ტანსაცმლის, საათებისა და აქსესეუარების წარმოება. 2009 წლიდან კი, არც მეტი, არც ნაკლები, ვიტამინების გაყიდვის ქსელიც ჩამოაყალიბა.

скачать dle 11.3