კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი შეჰმატეს თავიანთ ქონებას ლევან თარხნიშვილმა და მისმა მეუღლემ

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, ლევან თარხნიშვილი 1971 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო და კვალიფიკაციით სატყეო მეურნეობის ინჟინერია. მოგვიანებით (თუმცა წლები მითითებული არ არის), მან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ისწავლა და სოციოლოგიის მაგისტრიც გახდა.
მისი შრომითი გამოცდილება 1995 წელს დაიწყო UNDP-სა და საქართველოს მთავრობის პროგრამა „რეფორმების მხარდამჭერ ჯგუფში“, სადაც მან უფროს კონსულტანტად 1997 წლამდე იმუშავა. 1997-1999 წლებში იყო CASE-POLAND-ის მრჩეველი, ხოლო 1999-2002 წლებში – ევრაზიის ფონდის სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორი. 2002 წელს კავკასიის კვლევების რესურს-ცენტრ „საქართველოში“ გადაინაცვლა, სადაც დირექტორად დაყო 2007 წლამდე. ასევე, 2005-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მასწავლებლადაც მუშაობდა. 2005-2007 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობდა და 2006-2013 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი-პროფესორიც გახლდათ. 2007-2010 წლებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. 2010 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინიშნა მრჩევლად (2012 წლამდე); თუმცა 2012-2013 წლებში შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეურვეო საბჭოს წევრად მუშაობდა. აწ კი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
ბ-ნი თარხნიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია  2008 წლით თარიღდება, რომელიც მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა, 1971 წელს დაბადებული მეუღლე ანა თარხნიშვილი და ორი შვილი. ანა თარხნიშვილის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (175 000 ლარად ღირებული) და 25 000-ლარიანი ავტომანქანა „ტოიოტა“, ხოლო ლევან თარხნიშვილს ეკუთვნოდა მშენებარე საცხოვრებელი ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (358 875 ლარად შეფასებული) და 17 500 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი წოდორეთში. დეკლარაციის შევსების მომენტში ლევან თარხნიშვილს ნაღდ ფულად ჰქონდა 5 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს – 25 000 აშშ დოლარი. ანა თარხნიშვილივე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და იყო შპს „ბი სი ჯი კვლევის“ პარტნიორი და დირექტორი, რამაც მას 2007 წლის განმავლობაში 8 000 ლარი მოუტანა. 2007 წლის განმავლობაში ლევან თარხნიშვილმა, როგორც ასისტენტ-პროფესორმა, 7 755 ლარი აიღო, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ – 19 111 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, 405 ლარი. 2008 წელს ბ-ნ თარხნიშვილს ცესკოს თავმჯდომარეობამ 110 500 ლარი მოუტანა, ასისტენტ-პროფესორობამ – 7 755 ლარი, ხოლო მისი მეუღლის კვლევითი სამეწარმეო შემოსავალი კვლავ 8 000 ლარი იყო (იმ წელს ბ-ნ თარხნიშვილს ნაღდ ფულად 50 000 აშშ დოლარიც ჰქონდა). 2009 წელს ცესკოს თავმჯდომარეობაში ლევან თარხნიშვილმა 46 751 ლარი აიღო, ასისტენტ-პროფესორობაში – 12 000 ლარი.   
ბ-ნი თარხნიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ხალხის რჩეულმა. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი. ზემოჩამოთვლილ ქონებას წყვილმა დაუმატა ანა თარხნიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში (2 300 კვ. მ.), ბინები წყნეთის გზატკეცილზე (60 კვ. მ.) და ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში (40 კვ. მ.). მასვე ჰქონდა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად 40 000 ლარი. გარდა „ბი სი ჯი კვლევის“ პარტნიორობა-დირექტორობისა, ანა თარხნიშვილი 2011 წლიდან, ასევე, არის შპს „გურის“ პარტნიორი და 2014 წლის განმავლობაში, როგორც პარტნიორმა, შესაბამისად, მიიღო 13 000 და 10 000 ლარი, ხოლო, როგორც დირექტორმა, 6 000 ლარი.
2014 წლის განმავლობაში ლევან თარხნიშვილმა, როგორც პარლამენტის წევრის თანაშემწემ 13 500 ლარი აიღო; როგორც ასოცირებულმა პროფესორმა, 24 000 ლარი;  როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს მრჩეველმა, 10 000 ლარი.

скачать dle 11.3