კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური მანევრები“ – უკრაინულად

ანუ იძულება დემოკრატიისთვის

 უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენს თანამემამულეთა დიდი გადაადგილებებია: და თუკი კიევური მაიდნის შემდეგ წამყვან თანამდებობებზე პანტაპუნტით ინიშნებოდნენ ქართველი ყოფილი ჩინოვნიკები თუ მოქმედი პოლიტიკოსები და, როგორც ერთმა, თითქმის ყველამ მიატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა დემოკრატია და სინათლე შეეტანათ ჩვენს მეგობარ უკრაინაში, აწ უკვე იმავე პანტაპუნტით ტოვებენ თანამდებობებს.
თუკი ბ-ნი კვიტაშვილი თავისი ნებით წამოვიდა, ბ-ნი საყვარელიძე ბრძანებით გამოუშვეს უკრაინის გენპროკურორის მოადგილეობიდან; მეტიც, გასულ კვირას ისიც შევიტყვეთ, რომ უკრაინული სკამი, სახელდობრ, ოდესური პოსტი საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც მიატოვა.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე და ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეც, თითქოსდა საკუთარი ინიციატივებით, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, კერძოდ, რეფორმების ჩავარდნა.
მეტიც, თითქოს ოდესის გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტს ულტიმატუმიც წაუყენა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიციაში გადასვლით დაემუქრა.
ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება დიდი „ნაციონალური“ მანევრები უკრაინის ტერიტორიაზე (ანუ მიიყვანენ თუ არა ბოლომდე „იძულება მშვიდობისათვის“ ოპერაციას), მაგრამ, ვფიქრობ, აწი მეტი წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ და ჩვენი ყოფილი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები ჩვენვე მივაქირაოთ დემოკრატიისა და გაბრწყინების მსურველთ. –

скачать dle 11.3