კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბიუჯეტო ლუკმა

„არის ასეთი პარტია…“

 თუმცა დღენიადაგ თავს გვაცოდებენ, აღმოჩნდა, რომ 2015 წლის განმავლობაში ჩვენებურ პოლიტიკურ პარტიებს, საერთო ჯამში, 12 407 707 ლარი მიუღიათ (აქედან საბიუჯეტოა 10 678 948 ლარი).
ყველაზე მეტი თანხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რგებია, კონკრეტულად, 3 მილიონზე 251 ათასით ოდნავ მეტი; მას, დაახლოებით, მილიონ-ნახევრით უკან მისდევს „ქართული ოცნება“, „გაერთიანებულ დემოკრატებსაც“ მილიონ-ნახევრამდე მიუღიათ, „თავისუფალ დემოკრატებს“ კი – ერთ მილიონზე 14 ათასით მეტი.
მილიონიანი დაფინანსების ქვემოთ მოხვდნენ: „პატრიოტთა ალიანსი“ – 863 086 ლარით, „რესპუბლიკური პარტია“ – 757 437 ლარით, „მრეწველები“ – 741 352-ით, „კონსერვატორები “ – 722 672 ლარით, „ეროვნული ფორუმი“ – 721 672-ით, , „ქრისტიან-კონსერვატორები“ – 660 722-ითა, ხოლო „ლეიბორისტები “ – 610 020 ლარით, დანარჩენების დაფინანსება კი 100 000-ს ქვემოთაა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც 2015-ში საერთოდაც ლარი არ მიუღიათ, სახელდობრ: „საქართველოს გზას“, „მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის“, „საქართველოს მწვანეთა პარტიას“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „მშრომელთა სოციალისტურ პარტიას“. სხვათა შორის, გასულ წელს, მართალია, სულ რაღაც 2 936 ლარი, მაგრამ მაინც მიიღო თვით „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამაც“.
ზემოჩამოთვლილი თანხის დიდი წილი საბიუჯეტო დაფინანსებაზე მოდის (მოგეხსენებათ, ბარიერგადალახული პარტიები ცხოვრების ბოლომდე არიან უზრუნველყოფილნი გარანტირებული საბიუჯეტო ლუკმით), მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შემოსავალში საბიუჯეტო 781 ათას ლარამდე იყო (დანარჩენი – მიზნობრივი); „ნაციონალური მოძრაობის“ საბიუჯეტო შემოსავალი კი – 2 მილიონ 300 ათასზე ოდნავ მეტი (ხოლო მიზნობრივი – 532 633) ლარი.
ერთი სიტყვით, როგორც ვხედავთ, ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც (საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით) ისეთივე პრინციპი მოქმედებს, როგორც გათხოვებისას – მოარული ხმებით, მხოლოდ ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან, მთავარია, წრეში ერთხელ მაინც მოხვდე. –

скачать dle 11.3