კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნატოს“ მოლოდინში

ანუ უკეთესზე უკეთესი

 რაკი ყველაფერი გაქვს, რაც თვით „მაფზე“ უკეთესიც კია, აწი პირდაპირ „ნატოს“ წევრობასღა თუ ველოდებით. თუმცა თვით ჯეიმს აპატურაიმ უკვე გაგვაფრთხილა, რომ უახლოეს მინისტერიალზე ვერ დაგვაკმაყოფილებენ, მოტივით, რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდებაო (ანუ თქვენზე ვზრუნავთო), მაგრამ, როგორც ჩანს, რფ-ის, სულაც არ ერიდება ამ ჩვენს მეზობელსა და მეგობარ თურქეთს (ან კი რატომ მოერიდება, როდესაც დანასისხლადაა?!).
ჰოდა, ვინაიდან არ ერიდება, სტრასბურგში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (მევლუთ ჩავუშოღლუმ) ბრძანა, რომ ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ყოველგვარი „მაფის“ გარეშეც გახდესო.
იქვე ისიც დასძინა, რომ თურქეთი ამ საქმის დიდი გულშემატკივარია (მომყავს ციტატა): „ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ „ნატოს“ მინისტრების ყველა შეხვედრაზე… თურქეთი ვერ მისცემს საქართველოს გარანტიას, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს „ნატოს“ წევრობას, რადგან ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.“
ხოლო, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, „ნატომ“ თურქეთის აზრი გაითვალისწინოს (თუმცა არც თავადაა უარზე, საქართველოში მეტი „ნატო“ იყოს, მასში კი – მეტი საქართველო), ჩვენ ახლა ის უფრო გვაღელვებს, რომ „ქორწილში“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროკავშირში) მაინც დაგვპატიჟონ (ანუ უვიზოდ შეგვიშვან). –

скачать dle 11.3