კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნორვეგიის სამართლის მოკრძალებული ხიბლი

საქართველოს მოქალაქე VS ნორვეგიელი მკვლელი

თუკი აქამომდე ანდერს ბრეივიკის სახელი იმით იყო ცნობილი, რომ ის 77 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, აწ უკვე (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სამშობლოში) იმითაც გახდა პოპულარული, რომ ნორვეგიის სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხეში მისი უფლებები, არც მეტი, არც ნაკლები, დაირღვა.
სახელდობრ, ხსენებული ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მისი ცხოვრება, არც მეტი, არც ნაკლები, წამებას ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის მთავრობამ მას მიმოწერა აუკრძალა (ექსტრემისტული ქსელი არ შექმნასო; მოგეხსენებათ, რომ ბრეივიკი თავს დამნაშავედ არ ცნობს და კვლავ მიიჩნევს, რომ უცხოტომელებს ნორვეგიაში არაფერი ესაქმებოდათ), რაც კაცთამკვლელმა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე მიმოწერის უფლების დარღვევად შეაფასა (და მას სასამართლომაც კვერი დაუკრა).
აქვე გეტყვით, რომ ამჟამად მისი საკანი სამოთახიანია (საძინებელი, სამუშაო და სავარჯიშო ოთახები), სამუშაო ოთახში აქვს ტელევიზორიც, „დი ვი დიც“, „ფლეისთეიშენიც“ და წიგნებიც, რადგან, პარალელურად, ოსლოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. იქ, სხვათა შორის, იმიტომ გადაიყვანეს, რომ ძველ საპატიმროში ხედსა და ინტერნეტის სიჩქარეს იწუნებდა, ასევე, მორთმეული ყავის ტემპერატურასაც.
იმას გარდა, რომ ევროპული ლიბერალიზმი, როგორც ვხედავთ, რადიკალურად განსხვავდება ქართული ლიბერალიზმისგან, იბადება კითხვა-დილემაც: საქართველოს კანონმორჩილ მოქალაქედ ჯობია დაბადება თუ ნორვეგიის მოქალაქე მკვლელად?! –

скачать dle 11.3