კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამაგალითო?!

ანუ „ერთხელ
პატარა თაგუნას“

 თუკი 2017 წლიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახური უქმდება, იმავე 2017-ში იგივე საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ხოლო, თავი რომ არ შევირცხვინოთ, 18-წლამდელთა ნაკრები სამზადისს უკვე შესდგომია და, როგორც მწვრთნელმა (გიორგი ყიფიანმა) გვაუწყა, ამ ნაკრების ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი, რომელიც, ბუნებრივია, ამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
და ვინაიდან თავის გამოჩენა გვწადია (ან კი რატომ არ უნდა გეწადდეს?!), მწვრთნელმა გვამცნო, რომ ნაკრებისთვის კანდიდატებს არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ეძებს, სადაც კი ხელი მიუწვდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა (უკვე ხელმიწვდენილმა) თქვა უარი საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობაზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს ნაკრების სახელით გამოსვლის სურვილი არ აქვთ.
ამ ინფორმაციას, ცხადია, ქართველი საზოგადოება უარყოფითად გამოეხმაურა (განზრახ არ ვასახელებ ახალგაზრდების გვარებს, რადგან საკუთარი გაჭირვებაც ეყოფათ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჯარში წასვლა, ანუ სამშობლოს დაცვაა ნებაყოფლობითი (იმიტომ, რომ სამშობლოსთვის შეწირულის სახელით არ უნდათ სიკვდილი) და დიდად უარყოფითი რეაქციები არც ამ ინიციატივას მოჰყოლია (პათოსით: უნდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს, რათა იარაღის ხელში დაჭერა მაინც შევძლო, თუ ჩვენს გასაბახებლად მტერი შემოგვესიაო), ვითომ, ფეხბურთის ართამაშმა რაღა დააშავა?! –

скачать dle 11.3