კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეების ეპიდემია თბილისში – TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდა

კიდევ ერთი საინტერესო პროექტის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისგან“

„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. „საქართველოს ბანკი“ უკვე მეოთხე წელია, ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 2016 წლის 17 აპრილს, 11.30 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის (ა. გრიბოედოვის 10ა) დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა. წლევანდელი ღონისძიების თემაა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირება. TEDxTbilisi-ის სპიკერებმა წარმოადგინეს პროექტები და იდეები, რომლებიც ინოვაციისა და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა მეტად მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის იყვნენ: ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრობიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ-გვერდზე.
მერი გაბაშვილი (TEDxTbilisi-ის წარმომადგენელი): უპირველესად, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ TEDxTbilisi უკვე მეოთხედ იმართება. წელს თავი მოვუყარეთ საინტერესო სპიკერებს, რომელთაც აქვთ ორიგინალური იდეები და საინტერესო პერსპექტივები ჩვენთვის ნაცნობ ან აქტუალურ თემებზე. მოკლე პრეზენტაციის ფარგლებში ვთხოვეთ მათ, მოეხსენებინათ მაყურებლისთვის თავიანთი განსაკუთრებული ხედვების შესახებ. ვფიქრობ, ეს ფორმატი საკმაოდ შეუყვარდა ქართველ საზოგადოებას, რადგან ყოველწლიურად იმატებს TED-იზე დასწრების მსურველთა რაოდენობა. ასევე, იმატებს სპიკერად დასწრების მსურველთა რაოდენობაც. ძალიან გვახარებს, რომ ეს ფორმატი წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება. ისევე, როგორც წინა წლებში, ჩვენი გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკია“, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას. ვეცადეთ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ყოფილიყო სიტყვით გამომსვლელთა სია. წარმოდგენილი იდეა კი ყოფილიყო ორიგინალური და იძლეოდა თუნდაც ნაცნობი კონცეფციის ახლებურად დანახვის საშუალებას.
მურთაზ კიკორია – „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი: სასიხარულოა, რომ დასაწყისიდანვე გვერდში ვუდგავართ ამ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივას და წამოწყებას. გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროს ცვლიან საინტერესო ადამიანები – ადამიანები იდეებით, განსხვავებული აზრებითა და მიდგომებით ცხოვრებისა და სამყაროსადმი. TED არის ის პლატფორმა, საიდანაც ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, ფართო მასებს თავიანთი აზრებისა და იდეების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პლატფორმას საქართველოში და კვლავაც ასე გავაგრძელებთ. ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს – ჩვენ შანსს ვაძლევთ ქართველ საზოგადოებას, ადამიანებს და პარალელურად, ეს არის საშუალება, საქართველო გავაცნოთ გარე სამყაროს.

скачать dle 11.3