კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცხოვრებელ კომპლექსში „m2 ყაზბეგზე“, რომლის სამშენებლო სამუშაოები თებერვალში დასრულდა, ბინის მფლობელთა შესახლების პროცესი დაიწყო

კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი m2-ისგან

 დეველოპერული კომპანია „m2 – უძრავი ქონება“ ლიდერია ქართულ სამშენებლო ბაზარზე. მაღალი ხარისხი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტი, თანამედროვე საცხოვრებელი პირობები, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი შენობები – სწორედ ეს განაპირობებს ამ კომპანიის პოპულარობასა და ნდობას საზოგადოებაში. გარდა მაღალი ხარისხისა, m2 გამორჩეულია თავისი ნოვატორული მიდგომებით. კომპანიის მიერ დაპროექტებული ბინები დიდ მოწონებას იმსახურებს, რაც მათ სწრაფ რეალიზაციაში გამოიხატება. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 – უძრავი ქონება,“ ამჯერად „m2 ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში შესახლების პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. ღონისძიებამ არაჩვეულებრივი ალაფურშეტისა და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ჩაიარა. მოწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ შენობა არა მარტო საცხოვრებლადაა კომფორტული, არამედ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს კომპანიამ საჩუქრად წიწვოვანი ხის ნერგები გვაჩუქა, რაც მართლაც ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია. „#დარგე ხე” – აქ გაზიარებით კიდევ ერთი ხე დაირგვება საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე. დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი ინფორმაცია m2-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.m2.ge
კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, თებერვალში დასრულდა. რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, ის 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო – ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასრულებულ კომპლექსში პირდაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ მათი მოთხოვნებითა და გემოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია m2-ის გენერალური დირექტორი): ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ „m2 ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განვაცხადეთ და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან 90 პროცენტი გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m2 ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m2 ყაზბეგზე“ დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. ამჯერად საცხოვრებელი კომპლექსი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის 25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ აშენდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ მობინადრეებს თანამედროვე, განსაკუთრებულ პირობებს ვთავაზობთ: საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „m2 ყაზბეგზე“ კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის KONE-ს ლიფტები, აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე კი მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისთვის. რაც შეეხება მომსახურებას, კომპლექსს ჰყავს 24-საათიანი დაცვა, სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის სამსახური. ყურადსაღები ინფორმაციაა ისიც, რომ ყველა ამ მომსახურების საფასურს ახალმოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.
m2 სამომავლოდაც ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება საზოგადოებას.

скачать dle 11.3