კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწევს მუდმივად გამოცდების ჩაბარება ქეთი ჩხეიძეს და ვის გამო გადადო მან საკუთარი პრეტენზიები გვერდზე

მსახიობ ქეთი ჩხეიძის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩენა, ალბათ, ბევრისთვის მოულოდელი იყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, მან პროექტს სულ სხვა ხასიათი, სინაზე და გრაციოზულობა შესძინა. შესაბამისად, მასზე შეყვარებული მაყურებლისგან უფრო მეტი სიყვარული დაიმსახურა.
– ქალბატონო ქეთი, როგორ მოხვდით ამ კარგ „გაუგებრობაში“?
– „გაუგებრობაში“ როგორ მოვხვდი? „იმედმა“ შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. პირველი, რაც ვთქვი, უარი იყო. მერე თეატრში ჩემი კოლეგა, დუტა სხირტლაძე შემხვდა, რომელიც დიდი შოუმენია. მითხრა:  არ დაიწყო ახლა – არ მინდა... სხვა მსახიობებიც არიან.  ჯანო იზორიაც არის, მარტო არ იქნები და ნუ გეშინიაო. უარი იმიტომ კი არ ვთქვი, რომ ეს მეტისმეტია ჩემთვის, უბრალოდ, მსახიობი ყოველთვის უფრთხილდება იმას, რაც შეუქმნია. რაც უფრო პოპულარული ხდები, მით მეტი სიფრთხილე გმართებს. მაყურებელი შენს ყველა მოძრაობას, სიტყვას, ნააზრევს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მით უმეტეს, თუ ის დადებითადაა შენ მიმართ განწყობილი, კიდევ უფრო იზრდება პასუხისმგებლობა და იწყება ტანჯვა.
– როდის დაიწყო ეს ტანჯვა?
– როცა წამომცდა: ჰო, კარგი-მეთქი და მერე, სახლში მივედი, ვიფიქრე: რამ მათქმევინა კი, ახლა ხომ უარს ვეღარ ვიტყვი, უხერხულია...
– ნანობთ?
– არ ვნანობ, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ამხელა სიყვარული და დადებითი მუხტი დიდი ხანია, არ მიმიღია. ისეთი პოზიტიური სიტუაციაა, ყველა როგორც დეიდას ისე მეფერება. არის მომენტი, როცა ქალებს ეს არ სიამოვნებთ, უნდათ, მუდმივად ახალგაზრდები იყვნენ. მე პირიქით ვარ – ეს მსიამოვნებს. დიდ სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ მათი მხრიდან: ხან ტოლები ვართ, ხან – არა... არ ვიცი, მოკლედ, ეს პერიოდი, რომელიც აქ გავატარე... შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ ვიყო... დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და წავალ, ალბათ, ასეთივე გახარებული და ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რამდენჯერაც უნდა მომიწიოს აუტსაიდერებში დგომა. ეს არ არის ჩემთვის დამამცირებელი ან იმიჯის დამწევი თუ ამწევი. ამ პროექტში ამ მიზნით არ ვარ მოსული.
– აბა, რა არის თქვენი მიზანი?
– არცერთი წუთით არ მიფიქრია, შევეჯიბრო იმ ახალგაზრდებს, ცაში რომ ურტყამენ ფეხებს. ჩემი მიზანი იყო, რაღაც პატარა გამოცდილება კიდევ შემემატებინა ჩემი პროფესიისთვის, თუნდაც, პატარა მოძრაობები, თავის დაჭერა. ეს მაშინ, როცა თამაში ნაკლებად არის და მეტია გარეგნული ფაქტორი, რაც დრამატულ მსახიობებს სცენაზე გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ გვიჭირს – ამ დროს წინ იწევს გრძნობები, უნდა გააცოცხლო პერსონაჟი და ასე შემდეგ. ამიტომაც ვიღებთ შენიშვნებს: დაგვანებეთ თავი თქვენი მსახიობობით, ჩვენ გვინდა ცეკვა. მაგრამ, მაინც ამას ვაწვებით, რადგან ეს არის ჩვენი კოზირი. თუმცა, ის შენიშვნები, რომელსაც ვიღებ და რაც გოჩა ჩერტკოევმა მომცა, რა თქმა უნდა, მართალია. დაუვიწყარია ის საოცარი კომპლიმენტი, რომელიც ნიანუ სუხიშვილისგან მივიღე. არასდროს დამავიწყებდა – ამ სიტყვების გამო ნამდვილად ღირდა პროექტში მოსვლა. აუტსაიდერებში რომ ვიდექი, ამ დროს ნიანუს სახე არ დამავიწყდება – უზარმაზარი თანაგანცდა იგრძნობოდა, არ უნდოდა, რომ პროექტი დამეტოვებინა.
– როგორი რეაქცია აქვთ შვილებს პროექტში თქვენს მონაწილეობაზე?
– ბიჭი უფრო დაძაბულია, ფიქრობს: რა უნდა დედაჩემს, ამხელა ქალს, სად არის შეკვეხებულიო. განიცდის ამას. ბიჭებს დედების მიმართ მაინც სხვა დამოკიდებულება აქვთ. მისთვის მე დედოფალი ვარ და უნდა, რომ სადედოფლო ტახტზე ვიჯდე. ამიტომ არიდებს ამ ყველაფერს თავს. ქალიშვილი უფრო შემოქმედია, ამერიკაში სწავლობს – ლიბერალური ხელოვნების ფაკულტეტზე. შეუძლია, მერე აირჩიოს სარეჟისორო, ან სამსახიობო, ალბათ, უფრო სარეჟისოროს აირჩევს. მსახიობობა უნდოდა, მაგრამ მე გავაფრთხილე: მთელი ცხოვრება გამოცდის წინაშე იქნები და თუ ამისთვის მზად ხარ, მე გვერდით დაგიდგები-მეთქი. ეს ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, 50 წლის ასაკში ისევ, გამოცდაზე რომ ხარ და ვიღაცამ ნიშანი უნდა დაგიწეროს. თუ შეგიძლია, ამას იუმორით უყურო – გაუძლებ, თუ ვერა – დაიღუპები.
– თქვენ იუმორით უყურებთ?
– ხომ ხედავთ, როგორ ვიკრიჭები ხოლმე. ამ ყველაფერს ორმხრივად უნდა მიუდგე და ალბათ, მაყურებლის დამოკიდებულებაც ორმხრივია. ერთნი ამბობენ: რა უნდოდა, სად მიდიოდა, იყო თავისთვის და ტაშს ვუკრავდითო. არის მეორე ვარიანტი: „უფ, ყოჩაღ, აი, მალადეც!” ვიფიქრე, რომ ეს ჩემთვის პროფესიონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულება იქნებოდა. იმ არაჩვეულებრივ და უსაყვარლეს მაყურებლისგან ვგრძნობ გაკვირვებას: უი, შენ სხვანაირად ლაპარაკობ, თურმე, ცეკვაც შეგიძლიაო და ამ ყველაფერში იმხელა სითბო და გულუბრყვილობაა – მას სჯერა რომ შენ ხარ ის და ეს ძალიან დიდი რამეა.
– რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდა?
– ყველაფერი, რაც აქ ხდება, მაინც ლირიკაა ჩემთვის, სასიამოვნო და რაც მთავარია, ჩემ წინაშე დიდი მოთხოვნები არ არის. თუ კარგად ვიცეკვებ – ხომ კარგი, თუ არადა არ დაიქცევა ქვეყანა. თეატრში არ არის ასე. იქ გევალება როლის თამაში და ეს ჩემთვის უფრო დიდი გამოცდაა – სერიოზული მოვლენა და დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მაყურებლის წინაშე გამოვდივარ. თან, იქ წლებია, ვარ და ვუფრთხილდები.
– ვინ იქნებოდა პროექტში მეწყვილე, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?
– რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვარ მასზე დამოკიდებული და არა  ის. ირაკლიზეა  ჩემი წარმატების 70 პროცენტი – ის მატარებს, მეუბნება: მარჯვნივ ან მარცხნივო. ხელი რომ გამიშვას, კაცმა არ იცის, სად წავალ. როგორც კი ვხვდები, ვერ ვაკეთებ, ისეთ ცუდ დღეში ვვარდები, რომ მერე, ირაკლი მეცოდება, რადგან როგორც თანატოლს ვერ მეპყრობა: „ქალბატონო ქეთი, მარჯვნივ, მარცხნივ!” ვფიქრობ: რას ვაწვალებ ამ ბავშვს-მეთქი.
– არ გაგიჩნდათ აზარტი ან ბრძოლის ჟინი?
– არანაირი აზარტი არ გამჩენია, არც ბრძოლის ჟინი, რადგან ეს არ არის ჩემი ბრძოლის ველი. იქ, სადაც ჩემი ბრძოლის ველია, აზარტიც მაქვს. სხვას თუ სჭირდება 5 დღე, მე 25 მჭირდება ყველანაირად, როგორც ფიზიკურად, ასევე, ფსიქოლოგიურად.
– შვილებზე მინდა გკითხოთ. მითხარით, ბიჭი ნერვიულობსო და ესწრება თქვენს გამოსვლებს?
– კი, მოდის ხოლმე. მაგრამ, მე ამისგან გავათავისუფლე: არ ღირს შენს ნერვიულობად ეს ყველაფერი, წადი, შენს საქმეს მიხედე-მეთქი. რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს.
– თქვენი შვილი ახლა ამერიკაშია და ალბათ, ცოტა გაგიჭირდათ ამასთან შეგუება.
– არ იქნება ეს ერთი წელი ადვილი, მაგრამ ახლა ისეთი საშუალებებია, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვართ – შემიძლია, დავინახო, გავიგო, რას აკეთებს. უბრალოდ, ახლა ჩემ გვერდით რომ არ არის, მაკლია, მაგრამ ეს დიდმა სიხარულმა ჩაანაცვლა – სწავლობს, წინ აქვს ცხოვრება და ჩემი პრეტენზიებიც უკვე გვერდზე გადავდე.

скачать dle 11.3