კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს გვიქმნის გეოპათოგენურ ზონაში მოხვედრა და რატომ იკრძალება გაზაფხულის ბოლო თვეს თანაცხოვრების დაკანონება

რეალურად, ჩვენს გარშემო არსებობს  გეოპათოგენური ანუ, ეგრეთ წოდებული, სიკვდილის ზონები, რომლებიც ადამიანებს უხილავად უქმნიან საფრთხეს. ეზოთერიკოსი ქალბატონი ნელი, უკვე წლებია, ასეთ ზონებს შეისწავლის და არაერთი ადამიანი იხსნა კიდეც საფრთხისგან. ასევე, მისი თქმით,   როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ. ამ დროს, ბევრი ისეთ საბედისწერო შეცდომას უშვებს, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებს და ამით მთელ დარჩენილ ცხოვრებას დაიღუპავს.

 – დღეს ბევრს ლაპარაკობენ ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ზონებზე, ანუ როგორც მას მეცნიერები და ეზოთერიკოსები უწოდებენ, გეოპათოგენურ ზონებზე, რაც, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. ასეთ ზონაში მოხვედრა შეიძლება, ადამიანისთვის წარუმატებლობისა და ცხოვრებაში ბარიერების საბაბად ჩაითვალოს?
– დიახ, ჩვენ გარშემო, რეალურად არსებობს გეოპათოგენური, ანუ როგორც მას უწოდებენ, სიკვდილის ზონები და ის ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი, თუმცა ძალიან საშიში შედეგების მომტანია. ეს შეიძლება, ვერც კი აღვიქვათ, სანამ გარკვეული პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. გეოპათოგენურ ზონაში აშენებული საცხოვრებელი სახლი გარკვეულ პრობლემას ქმნის. ასევე მოქმედებს ადამიანზე, მსგავს ზონებში გაშენებული ვაზისგან დაწურული ღვინო. ასეთ უარყოფით ზონაში მუშაობას, საქმიანობას თუ ცხოვრებას, შეუძლია, არაერთი სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის, ონკოლოგიური და ფსიქიკური აშლილობები. ამიტომ, აუცილებელია, ნებისმიერი ადამიანი ინფორმირებული იყოს და დაიცვას თავი სიკვდილის ზონებისგან.
– როგორ ამოვიცნოთ გეოპათოგენური ზონები და დავადგინოთ, საშიშია თუ არა იქ?
– პათოგენურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური და სახიფათო ენერგეტიკა აქვს. ანუ, პათოლოგიური ზონა არის უარყოფითი ენერგეტიკული ველი სივრცეში. თავისი წარმოშობით პათოლოგიური ზონები, სხვადასხვაგვარი შეიძლება, იყოს. მაგალითად, გეოპათოგენური, რომელიც წარმოიქმნება მიწის უარყოფითი გამოსხივებით; ასევე გვხვდება ბიოპათოგენური ველები, რომელიც  ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდების წყალობით წარმოიქმნება; აგრეთვე მაშინ, თუ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა დაავადებული ადამიანი, მოხდა მკვლელობა, თვითმკვლელობა და ასე შემდეგ. გეოპათოგენური ზონების განეიტრალება საკმაოდ ძნელია და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი. აი, ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა კი, უფრო იოლია. ასეთი ზონების გასანეიტრალებლად, ხშირად უნდა აანთოთ შენობაში სურნელოვანი ჩხირები, სანთლები, ოთახის კუთხეებში მოასხათ წყალში გაზავებული პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივი საშუალებებია და საკმაოდ ეფექტურიც. მაგრამ, როცა გეოპათოგენურ ზონებს ვაწყდებით, უფრო რთულადაა საქმე. ამ შემთხვევაში, უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო მიწის გამოსხივებაა და მასთან შეჭიდება, თითქმის შეუძლებელია ადამიანისთვის. ამიტომ მას, უბრალოდ, უნდა გაერიდოთ და ასე დაიცვათ თავი.
ზოგადად, როგორიც არ უნდა იყოს გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით ის რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა ყველაზე მძიმე ფორმები ადამიანებზე სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია და ეს კვლევებმაც ცხადყო.
სხვათა შორის, მოზარდები, უარყოფით ენერგეტიკულ ზონას სახლში ინტუიციით გრძნობენ და ცდილობენ, იქ არ ითამაშონ. იმ ადგილს გაეცალონ და მოერიდონ.
გეოპათოგენური ზონები ისრუტავს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიებს და ფიტავს მას. მაგრამ, საკმარისია, მოერიდოთ ასეთ ადგილებს და თქვენ ისევ ფორმაში ჩადგებით. კარგია თუ ოთახის კუთხეებში შავი მარმარილოს ნატეხებს დააწყობთ. ეს გეოპათოგენური ზონიდან წამოსულ უარყოფით ენერგიებს ბლოკავს.
– პირად საუბარში ისიც ახსენეთ, რომ მაისში ქორწინება იკრძალება. იქნებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობდით?
– დიახ, მაისში ქორწინება არ ვარგა და ბევრი ამ თვეში დაოჯახებას ერიდება. ურჩევნიათ, ქორწილი სხვა დროისთვის გადადონ. ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ჩვენი წინაპრებიც იცავდნენ. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ვარდმა თქვა, მაისი ჩემი თვეა, მე ვხარობ და სხვას არ გავახარებო. აი, სწორედ ეს გამონათქვამი დაედო საფუძვლად იმას, რომ არ ღირს  ამ თვეში სიყვარულის ქორწინებით დაგვირგვინება.
– ისიც ხომ არის ნათქვამი, შეყვარებულების ბედი მაღლა წყდება და მათ შორის მესამე ვერ ჩადგებაო?
–  მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გირჩევთ, უმჯობესია, სანამ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას დაიწყებთ, კარგად გააანალიზოთ ყველა დეტალი და თუნდაც ის ცრურწმენებიც გაითვალსიწინოთ, თქვენი წინაპრები რომ იცავდნენ. როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპარს, ოჯახს და რჩეულთან დამოკიდებულებაში საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. თავიდან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ახალდაქორწინებულები თავს ბედნიერად გრძნობენ. მაგრამ, მერე, თანდათან იძაბება სიტუაცია და ეს, ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი, სულ მალე ანგრევს ოჯახს – სკანდალურად შორდებიან ერთმანეთს. ვფიქრობ, არ ღირს გარისკვა. როცა საქმე ბედს ეხება, აქ ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, რადგან, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და უმიზნოთ არაფერი ხდება.

скачать dle 11.3