კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა თორნიკე ქინქლაძეს პირველ პაემანზე თავი რეციდივისტი და რა სირთულეების დაძლევა დასჭირდა მას საყვარელი გოგოს ყურადღების მოსაპოვებლად

მსახიობ თორნიკე ქინქლაძეს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს რაგნარას როლით სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. ახალ სეზონზე მისი შეყვარებულიც გამოჩნდა, თუმცა მათი ურთიერთობა სერიალში წარუმატებელი აღმოჩნდა. მსახიობის რეალურ ცხოვრებაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე: ის შეყვარებულია ულამაზეს გოგონაზე, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიცნო და, სერიალისგან განსხვავებით, მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
– თორნიკე, გაგვაცანი შენი შეყვარებული.
თორნიკე: ჩემი შეყვარებულია მზიკო თაგვიაშვილი. რამდენიმე თვეა, ერთად  ვართ. მზიკო მეორეკურსელია, „ილიაუნში“ სწავლობს მენეჯმენტს. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პროფესიები გვაქვს და, მგონი, მაგიტომ უფრო გავუგეთ ერთმანეთს. მთელი დღე ისედაც კინო და თეატრია ჩემ გარშემო და საყვარელ ადამიანთანაც ეს რომ მქონოდა სალაპარაკო თემა, ალბათ, გავგიჟდებოდი.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ამისთვის მადლობა „ფორმულა კრეატივს“ – ერთმანეთი „ჩემი ცოლის დაქალების“  გადაღებაზე გავიცანით.
მზიკო: მაშინ თორნიკე ეკრანზე ასე აქტიურად არ ჩანდა და არ ვიცოდი, ვინ იყო. ჩემს მეგობარს გავყევი გადაღებაზე და იქ გავიცანი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი შევამჩნიე.
თორნიკე: მე მაშინვე დავინახე ჩემი მახვილი თვალით (იცინის). „რუსთავი 2-იდან“ დიღომში მივდიოდით გადაღებაზე. მისი და მისი მეგობრის ტრანსპორტირება მე უზრუნველვყავი. გზაში სარკის მეშვეობით უკან ვიყურებოდი, მაგრამ ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
მზიკო: მაგრამ შევამჩნიე ძაღლი, რომელიც თორნიკეს ჰყავდა.
თორნიკე: ძალიან საყვარელი ლეკვი მყავდა, რომელიც სულ თან დამყავდა. სახლში ავი ბებია მყავს, რომელიც ჩემს ლეკვს არ სწყალობდა. გადაღებისას სტაფი უვლიდა ხოლმე და მან მიიქცია მზიკოს ყურადღება. სხვათა შორის, ლეკვი არაჩვეულებრივი საბაბი გამოდგა. მზიკოს ყურადღების მიპყრობა ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მე მიყვარს სირთულეების დაძლევა.
მზიკო: ჰო, თავიდან ლეკვის სურათებს მიგზავნიდა, მერე კი ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და შეხვედრები. ახალ წელს ერთად შევხვდით და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდა.
– პირველი პაემანი გაიხსენეთ.
– არც ვიცი, პირველ პაემანზე რატომ დავთანხმდი. მაშინ ურთიერთობა კი გვქონდა, მაგრამ ისეთიც არაფერი ხდებოდა.
თორნიკე: პირველ პაემანზე მზიკო ისეთი დაძაბული იყო, თავი რეციდივისტი მეგონა (იცინის). ეტყობა, რაგნარა ვეგონე და ძალიან დაძაბული და შეშინებული იყო. ვეცადე, დამემშვიდებინა და მგონი, მოვახერხე კიდეც. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე პაემანზე უკვე მშვიდად იყო.
– პირველი ახალი წელი როგორ გაატარეთ ერთად?
– მზიკოს დედა უცხოეთშია და ახალი წლის გატარება მასთან ერთად უნდოდა. მე კი მინდოდა, მისთვის ეს სითბო რაღაცნაირად შემევსო და რამე ორიგინალური მომეფიქრებინა. გადავწყვიტე, სიურპრიზი მომეწყო – ახალი წლის ღამეს მოულოდნელად ქალაქგარეთ წავიყვანე და ახალ წელს იქ შევხვდით ერთად. იყო რომანტიკული ვახშამი, ბევრი ფოიერვერკი ახალ წლამდეც და შემდეგაც, მოკლედ, ძალიან ლამაზი დღე იყო.
მზიკო: საერთოდ, ახალი წელი არ მიყვარს, მაგრამ თორნიკემ ისე გამილამაზა ეს დღე, რომ შემაყვარა. თუმცა, ასეთი მარტო ერთი დღე არ იყო ჩვენს ურთიერთობაში, ჩვენი ყველა შეხვედრა განსაკუთრებული და ლამაზია.
– ახალი წლის შემდეგ ვალენტინობა როგორ გაატარეთ?
თორნიკე: ვალენტინობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის ყველა დღე სიყვარულისაა. ქალი თუ გიყვარს, 8 მარტსაც გიყვარს და 9 მარტსაც. ამისთვის, ჩემი აზრით, კონკრეტული თარიღი არაა საჭირო. 
– თქვენი ურთიერთობიდან რომელი დღე გახსენდება განსაკუთრებულად?
– მაშინ უკვე გვქონდა ურთიერთობა, ისეთი არა, როგორც ახლა, მაგრამ მაინც. ჩემი შეყვარებული ბიძასთან ერთად ნათესავთან იყო. ვუთხარი, გნახავ-მეთქი და, კარგიო – მიპასუხა. იმ მომენტში რუსთავში ვიყავი, ჩამოვედი და მივედი, სადაც მითხრა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბიძამისთან ერთად სხვა ნათესავთან გადაუნაცვლებია. მივედი იქაც და ველოდები. იქნებ როგორმე გაითავისუფლო თავი და გამოხვიდე-მეთქი. ცოტა ხანში გამოვალო, მითხრა და მეც ველოდებოდი. გავიდა ნახევარი საათი, ერთი საათი... თავიდან არ მპასუხობდა, მერე აიღო ყურმილი და სად გაქრი-მეთქი, – ვეკითხები. უი, სახლში ვარო (იცინიან). არადა, თავიდან ვუთხარი, თუ გინდა, შენს სახლთან მოვალ-მეთქი და, არა, ახლავე გამოვალო.
მზიკო: რა უნდა მექნა, სახლში წამიყვანეს.
თორნიკე: დედას გეფიცები, ოდესმე ვინმეს ჩემთვის მსგავსი რომ გაეკეთებინა, იქვე დაესმებოდა წერტილი ყველაფერს, მაგრამ ამჯერად – რა ვიცი (იცინის)...
– სიყვარული როგორ აუხსენი?
– რომანტიკული ვარ, მაგრამ სიყვარულის ახსნები და მსგავსი რამეები არ გვქონია.
მზიკო: მე არ ვარ რომანტიკული, მაგრამ, მიყვარხარ-მეთქი – ამის თქმა, მგონი, მე დავასწარი. ძალიან ლამაზი დღე იყო, კარგი გარემო და, მომინდა, ეს მეთქვა. ვხვდებოდი, რომ თვითონ აპირებდა თქმას, ჰოდა, მე დავასწარი.
თორნიკე: თავიდან, იცი, როგორ მემუქრებოდა? – მე ვერასოდეს ვერ ვიქნები თბილიო... მაშინებდა და მტესტავდა (იცინის).
მზიკო: ყველასთან და ყველა სიტუაციაში ცივი ვიყავი და, არ მეგონა, ასეთი თუ გავხდებოდი. არადა, ახლა ისეთი თბილი ვარ, თვითონ მიკვირს ჩემი თავის. მგონი, თორნიკეზე ყურადღებიანი გავხდი.
თორნიკე: ასეც არაა, უბრალოდ, ბოლო პერიოდში მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ამას გადაღებებიც ემატება და ძალიან ცოტა დრო მრჩება. მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ერთად ვართ.
მზიკო: ამის გამო არ ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ, სიტუაცია გამოვასწორო. როცა მას სპექტაკლი აქვს, თეატრში მივდივარ და მაინც მასთან ერთად ვარ. თუ სცალია, თვითონ მოდის და მაინც სულ ერთად ვართ.
თორნიკე: სხვათა შორის, რაგნარა თავიდან მაგრად არ ევასებოდა.
მზიკო: როლს როგორც ასრულებს, ეს მომწონს, მაგრამ თვითონ პერსონაჟი  – არა. ძალიან მიხარია, რომ ინტერნეტშიც და ქუჩაშიც ცნობენ. უნივერსიტეტში მეც რაგნარას მეძახიან (იცინიან). თავიდან არ მჯეროდა, რომ ქუჩაში მართლა ცნობდნენ, მერე ჩემი თვალით ვნახე და ძალიან გამიხარდა.
თორნიკე: ქუჩაში მოარული პიარი დამყვება. მე, მზიკო და ჩემი მეგობარი რომ მოვდივართ, ესენი უცებ იწყებენ ხოლმე ყვირილს – რაგნარაო.
– ერთმანეთის ოჯახის წევრებს თუ იცნობთ?
მზიკო: ჩემი მშობლები საქართველოში არ არიან, მაგრამ ეკრანიდან იცნობენ და მოსწონთ. მამას უფრო მოსწონს, რადგან ეკრანს მიღმაც გაიცნო. მე ჯერ არ ვიცნობ მის მშობლებს. ისე, ორივე დედისერთები ვართ და სულ ვჩხუბობთ, რადგან ორივე საშინლად ეგოისტები და ჯიუტები ვართ და არცერთი არ ვთმობთ ჩვენსას.
თორნიკე: მაგრამ ჩვენი ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდება და, შეიძლება, შუა ჩხუბის დროს სიცილი აგვიტყდეს. ნელ-ნელა დავუმუღამე: მთავარია, ყველაფერზე წინააღმდეგობა გაგიწიოს, ახლა მეც ვეთანხმები ხოლმე და ეს უფრო აგიჟებს (იცინის).
– ერთმანეთზე ეჭვიანობთ?
მზიკო: თორნიკეს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის გოგოებიც, მაგრამ მათზე არ ვეჭვიანობ, პირიქით, მიხარია. მაგრამ ისე ძალიან ეჭვიანი ვარ და ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მაქვს. შეიძლება, მილიონჯერ ვკითხო: ნამდვილად სახლში ხარ? ნამდვილად თეატრში ხარ?
თორნიკე: მე ეჭვიანი მამაკაცის სტანდარტულ ფრაზას გეტყვი: საყვარელ ქალზე კი არა, გარემოზე ვეჭვიანობ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– დაქორწინებას ვგეგმავთ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ შეგვირჩევია. თუმცა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და, ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3