კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კულტურისა და განათლების დონის მაჩვენებელი „ფინანსების დიდი ენციკლოპედია“ – ქართველ ერს პროფესორ ლამარა ქოქიაურისგან

ჩვენ გვერდით ცხოვრობენ  ადამიანები, რომლებიც უზომოდ ბევრს შრომობენ და უხმაუროდ იღვწიან. მათ არც თავის გამოჩენა უყვართ  და საკუთარი წარმატების შესახებ საუბარსაც გაურბიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში მეცნიერ ქალებზე საერთოდ არ წერენ ან წერენ ძალიან იშვიათად, არადა, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღვთის ნიჭით დაჯილდოებული სწავლული ქალბატონები. სწორედ ასეთი ადამიანი მინდა წარმოგიდგინოთ – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარცვალ-მარცვალ აგროვებს, ქმნის, ამზეურებს სიკეთეს, სიყვარულს, ზრუნვას. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამაყობს, რომ პირველად აქ შეხვდა უდიდეს ქართველ მათემატიკოსებს: ნიკოლოზ მუსხელიშვილს, ილია ვეკუას, ვალერიან მელაძეს და სხვებს. თითქმის 30 წელი მუშაობდა დედაუნივერსიტეტის სახელოვანი ტრადიციების მქონე, ფინანსებისა და კრედიტების კათედრაზე, სადაც მოღვაწეობდნენ ქართული ეკონომიკური მეცნიერების ბუმბერაზები – ვასილ ჩანტლაძე და პაატა გუგუშვილი – მისი  პედაგოგები და გზის გამკვალავნი მეცნიერებაში. ის  პირველი პროფესორი ქალია საქართველოში ფინანსებისა და კრედიტების დარგში; არის 247 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის  21 მონოგრაფიის და  22  სქელტანიანი სახელმძღვანელოს ავტორი; სწორედ მან დააარსა 1992 წელს პირველი კერძო სკოლა. სამეცნიერო კვლევის ძირითად მიმართულებად თავიდანვე შეარჩია 80-იანი წლებისთვის თითქმის შეუსწავლელი სფერო – ინვესტიციები.  მოკლედ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ლამარა ქოქიაურის შესახებ ვსაუბრობთ, რომლის ნაშრომის – „ფინანსების დიდი ენციკლოპედიის“ პრეზენტაციაც გაიმართა 21 მარტს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ნაშრომის განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,საფინანსო-საინვესტიციო პოლიტიკისა და სტრატეგიის ფონდი”, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბიზნესის აკადემია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, სს საინვესტიციო კომპანია ,,ვანო და კომპანია” და სხვები. სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსი იაშა მესხია; პროფესორები: რომან გოცირიძე, ნანა ასლამაზიშვილი, რევაზ კაკულია, თემურ ბაბუნაშვილი, გედევან ხელაია, კარლო ღურწკაია, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დალი სოლოღაშვილი, ბადრი ქეჩბაია, ლარისა ყორღანაშვილი, ნოდარ ბაგრატიონი, მაყვალა სხირტლაძე, ავთანდილ ლომსიანიძე, ვახტანგ დათაშვილი, ამბროსი გრიშიკაშვილი, ნამიკ ისაევი, დემურ სიჭინავა, ზაურ ნაჭყებია, იური პაპასქუა და საქართველოს სხვა სახელგანთქმული მეცნიერ-მკვლევრები და საზოგადო მოღვაწეები. ბოლოს კი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა წიგნის ავტორმა.
წინამდებარე სტატიაში ამ მრავალწლიანი რუდუნებით შექმნილ ნაშრომზე – „ფინანსების ენციკლოპედიურ განმარტებით ლექსიკონზე”  გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. აქვე მოვიშველიებ ქართული ენციკლოპედიის  მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის, ზურაბ აბაშიძის სიტყვებს: „ენციკლოპედია არის ერის ერთგვარი სარკე, წარსულის მატიანე, მისი კულტურისა და განათლების დონის მაჩვენებელი. ამიტომ ნებისმიერ ამგვარ გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.” ახლად გამოცემულ ენციკლოპედიაში ასახულია ქვეყნის საფინანსო-საბანკო-საინვესტიციო სფეროში მიმდინარე დიდი ძვრები და ცვლილებები. მეოცე საუკუნის მიწურულს ,,რკინის ფარდის” დამსხვრევის შემდეგ გაიზარდა ქვეყნების ურთიერთკავშირები, მოხდა მათი გათავისუფლება პოლიტიკური და ეკონომიკური ბარიერებისგან. ფინანსური საქმიანობის გლობალიზაციამ წარმოშვა არაერთი ახალი, აქამდე ჩვენი ეკონომიკისთვის უცნობი ფინანსური ინსტრუმენტი; ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარებამ დააჩქარა არა მარტო ბაზრის მონაწილეთა შორის კომუნიკაცია, არამედ ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით უფრო დაცული გახადა ფინანსური ოპერაციების წარმოება, რითაც შემცირდა ფინანსური რისკები და დანაკარგები. ენციკლოპედიაში ამავდროულად ჩართულია ფინანსისტებისა და ბანკირების უკვე ტრადიციული, მყარად დამკვიდრებული ტერმინები. კერძოდ, იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული პრაქტიკის, კომერციული და სამომხმარებლო კრედიტის, ფინანსური სახსრების, დაზღვევის, საერთაშორისო საფინანსო და საბანკო ოპერაციების, ამ სფეროების კანონმდებლობისა და რეგულირების, ფინანსური და საბანკო პროდუქტების მარკეტინგისა და გაყიდვების, ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების ავტომატიზებული სისტემების, ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების, უძრავი ქონების კრედიტებისა და ასე შემდეგ ტერმინოლოგიას. ,,შევეცადე, მოკრძალებული წვლილი შემეტანა ახალი ათასწლეულის ფინანსური, საკრედიტო და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად საერთო ენის შექმნაში,” – ამბობს ქალბატონი ლამარა. 
P.S. ვულოცავთ ქალბატონ ლამარა ქოქიაურს  ამ მართლაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოცემას. თითქმის 2 090-გვერდიანი, ათი წლის დაუღალავი შრომით შექმნილი „ფინანსების ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი,”  ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოუტანს სიხარულს და  ყველა  ფინანსისტის  სამაგიდო  წიგნი  გახდება. ვინც გამოცდილია ამ სფეროში, მან იცის, რომ ამგვარი ენციკლოპედიების შექმნასა და გამოცემას  ათეულობით  ადამიანის  რამდენიმეწლიანი მუხლჩაუხრელი  შრომა სჭირდება. მისი ცხოვრების მიზანიც სწორედ ესაა – ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისთვის და არა მარტო მათთვის,  შესანიშნავი მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების შექმნა. მისთვის სიხარულიც ამას მოაქვს, მის წიგნებს სტუდენტები ბიბლიოთეკებში რომ ეძებენ; უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლები მის სახელმძღვანელოებსა და პროგრამებს რომ იყენებენ – სხვას რაღას დაიტევს ერთი ადამიანის ცხოვრება. როგორც ყველა ქართველის სულიერი მოძღვარი, მისი უწმიდესობა ილია მეორე ბრძანებს: „ყოველი ადამიანი სხვების მახარობელი და სხვათა გამხარებელი უნდა იყოს“.  ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილი წევრის, ყაზახეთის რეგიონული მენეჯმენტის აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის მიერ შედგენილი ფინანსების ენციკლოპედიური ლექსიკონი ბევრ ადამიანს მოუტანს სიხარულს!

скачать dle 11.3