კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმართან შერიგებას არ ვაპირებ
გავთხოვდი უსიყვარულოდ. ჩემი მომავალი ქმარი ნათესავმა გამაცნო „შემთხვევით“. რომ გითხრათ, მომეწონა-მეთქი, ტყუილი იქნება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, არასდროს მომწონდა ასეთი გარეგნობის კაცები, მაგრამ, ანკეტური მონაცემები ჰქონდა სანიმუშო: ცოლგანაშვები და „ბოზი“ კაცი არ იყო; ჰქონდა თავისი ბინა; მუშაობდა ნორმალურ სამსახურში; დაცული ჰქონდა დისერტაცია; ჰყავდა ნორმალური ნათესავები და კარგი მეგობრები... ერთი სიტყვით, „ანკეტაში“ პრაქტიკულად, არ ჰქონდა მინუსი და, შესაბამისად, ჩემებს ისე მოეწონათ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ მითხრეს – ხელი თუ გთხოვა, იცოდე, უარი არ უთხრაო. მეც არ ვუთხარი უარი, თუმცა არც მომწონდა, არც მიყვარდა და, პრინციპში, არც ვიცნობდი, ანუ არ ვიცოდი, რა ხასიათის კაცი იყო, რა თვისებები ჰქონდა, რა შეხედულებები. ერთადერთი, რასაც რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მივხვდი, საკმაოდ ნაკითხი იყო და საინტერესო საუბარი იცოდა. ამის მეტი კი ბევრი ვერაფერი შევიტყვე მის შესახებ. ერთი, რაც განსაკუთრებით არ მომწონდა მასში, იყო ის, რომ საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო გოგოსთან, რომელსაც ხვდებოდა და რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდა. რამდენიმე თვე ვხვდებოდით და ერთხელ არ მოურთმევია ყვავილები; არც ჩემი დაბადების დღე ახსოვდა (მკითხა, მაგრამ იმ თარიღმა რომ მოაღწია, აღარც გახსენებია, მოლოცვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია). თუ სადმე დამპატიჟებდა, ცდილობდა, იაფად გამოსულიყო, ანუ ნაკლები დაეხარჯა, მე კი ამქვეყნად ყველაზე მეტად ძუნწ და უყურადღებო კაცებს ვერ ვიტანდი. არ ვიცი, შეიძლება, ჩემზე უკეთესი გოგოც შეერთო ცოლად, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, არ იყო ჩემი ფარდი. იმიტომ კი არა, რომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს და თავს ვამეტებ, უბრალოდ, ერთმანეთის შესაფერისები არ ვიყავით არც გარეგნობით, არც ხასიათით, არც შეხედულებებით და არც ტემპერამენტით. ის იყო კაცი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება ეზარებოდა და ემძიმებოდა, რაც მე (მერე კი ჩვენს შვილსაც) მეხებოდა. ისე ვიცხოვრეთ ერთად 12 წელი და ისე დავშორდით ერთმანეთს, 12 ლარი არ დაუხარჯავს ჩემთვის და თავისი ერთადერთი შვილისთვის. სამაგიეროდ, დაზე და დისშვილზე იყო გადაყოლილი და ისინიც (ჩემი სიძის ჩათვლით), რაც შეეძლოთ, ცინცლავდნენ ყველაფერს, რასაც ჩემი დედამთილიც აქტიურად უწყობდა ხელს. ამ ყველაფერს ერთად ვეღარ  გავუძელი და გავეყარე. სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად, ამოვისუნთქე, რადგან ისევ დედაჩემთან გადავედი ბავშვიანად და ამდენ არაკეთილგანწყობილ ადამიანს მაინც აღარ ვუყურებდი და აღარ ვემსახურებოდი.
მაგრამ, ცოტა გონს რომ მოვედი, მერე იმაზე დავიწყე დარდი, უჩემოდ რა ეშველება, ყველაფერს რომ გამოაცლიან ხელიდან, ქუჩაში დარჩება-მეთქი და მართლაც ასე მოხდა – თავის შვილს ერთი ოთახიც არ მისცა და მთელი იმხელა ბინა დამ და სიძემ წაართვეს. ახლა ნაქირავებში ცხოვრობს ვაჟბატონი და, მგონი, შერიგებას ფიქრობს, მაგრამ ვერ მივართვი.
თათული, 35 წლის.

скачать dle 11.3