კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოგადი რჩევები კანის გაახალგაზრდავების შესახებ

რა ეშმაკობებს არ მივმართავთ ქალები იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ და ასეთ დროს საქმეში ერთვება როგორც „სასწაულმოქმედი“ საშუალებები, ისე ათასგვარი მაკიაჟი და სპეციალური,  ფოტოფილტრებიც კი. მაგრამ, კითხვა: „როგორ შევინარჩუნოთ ბენუბრივი ახალგაზრდობა?“ – თითქოს უპასუხოდ რჩება. ნუთუ მეცნიერება ადგილზე დგას და წინ აღარ მიდის? ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავარი: მოვლა, კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა, ეფექტი, გაახალგაზრდავება თუ თვითგაახალგაზრდავება. თავისთავად ცხადია, რომ უმთავრესია თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად. განვიხილოთ ყოველი მათგანი:
მოვლა
სწორი მოვლის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს 3 პარამეტრს: იყოს ეფექტური (ჩვენ ხომ შედეგის დანახვა გვეჩქარება); მაქსიმალურად ნაზად და ფრთხილად იმოქმედოს აკნეზე (ყოველგვარი ალერგიული რეაქციების გარეშე) და, ასევე, უზრუნველყოს მყარი ზემოქმედება, რომელიც არ გაქრება კრემისა და სხვა საშუალების გამოყენების შემდეგაც.
შემადგენლობა და ეფექტი
კრემში შემავალი აქტიური კომპონენტები სულაც არ არის მისი ეფექტიანობის გარანტია. ასეთი ნივთიერებები, შესაძლოა, დარჩეს კანის ზედაპირზე ისე, რომ არანაირი ზემოქმედება არ მოახდინოს მასზე. თუმცა, შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს კანის ბუნებრივ „მუშაობაზე“, ოღონდ, მარტოოდენ დროებითი ეფექტით. ამიტომ, არის აუცილებელი, სწორედ შეარჩიოთ კრემი, ანუ იპოვოთ „თქვენი“ კრემი, რომელიც ყველა მოლოდინს გაამართლებს – ეს ის კრემია, რომელიც დელიკატურად ზემოქმედებს კანზე და ხელს უწყობს მისი საკუთარი რესურსების აღდგენას. ამაში კი თქვენი კოსმეტოლოგი დაგეხმარებათ.
გაახალგაზრდავება და თვითგაახალგაზრდავება
რესურსები, რომლებიც თავიდანვე გააჩნია ჩვენს კანს, პრაქტიკულად, ულევი და განუსაზღვრელია. მაგრამ როდესაც კანის შესაძლებლობები სუსტდება, შესაძლებელია, მას დავეხმაროთ უჯრედების ბუნებრივი ფუნქციის გააქტიურებაში. ამისთვის საჭიროა, გამოვიყენოთ ის კრემი, რომელიც მუშაობს კანთან სინერგიაში და ხელს უწყობს საკუთარი კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას. ასეთი კრემი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და გარეგნულ მხარეს.
კოსმეტოლოგები ადასტურებენ: დროის დაბრუნება (ანუ კანის გაახალგაზრდავება) შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოვლის საშუალება უზრუნველყოფს ხანგრძლივ, ეფექტურ და უსაფრთხო გაახალგაზრდავება-თვითგაახალგაზრდავებას.

скачать dle 11.3