კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხასიათი საკვების მიხედვით

თურმე, გარკვეული კავშირი არსებობს ადამიანის ხასიათსა და მის საყვარელ საკვებს შორის.
სუნი და გემო ტვინის იმ სეგმენტის მიერ გამომუშავდება, რომელიც ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი. გადახედეთ ჩამონათვალს და საყვარელი კერძის მიხედვით ამოიცანით თქვენი ხასიათი.
1. ყველიანი ღვეზელები
თუკი გიყვართ ყველიანი ღვეზელი, ხაჭაპური, ტოსტი ყველით – ეს ნიშნავს, რომ ხართ გულუხვი და გიყვართ თავგადასავლები, თან, საკმაოდ პოზიტიური ადამიანიც ბრძანდებით.
2. ძეხვეული, შებოლილი ხორცის პროდუქტები
თუ შებოლილი ან მარილში გამოყვანილი ხორცის მოყვარული ხართ, ესე იგი, გიყვართ ხმაურიანი წვეულებები. ხართ საოცრად ერთგული და ლოიალური. ერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ ემოციურად გაუწონასწორებელი ბრძანდებით და, თანაც, ძალიან მიმნდობი.
3. ჩიფსები
ჩიფსებს ხშირად მიირთმევენ ზედმეტად პასუხისმგებლიანი ადამიანები. ძირითადად თვითდისციპლინასა და თვითორგანიზაციას რომ უთმობენ დროს. ისინი ვერ იტანენ უსამართლობას და უფრო ჰუმანიტარული მეცნიერებებისკენ არიან მიდრეკილები.
4. ხორცი კარტოფილთან ერთად
თუ ეს ტრადიციული საჭმელი გიყვართ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აფასებთ. არ გიყვართ რისკი. იშვიათად თუ მოგინდებათ რაღაც ახლის გასინჯვა. თქვენი მთავარი ფასეულობა სტაბილურობაა, და, თან, ნაკლებად ინტერესიანი ხართ.
5. ხილი
ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მცენარეულ პროდუქტებს ანიჭებენ, უფრო მეტად არიან მზად სიახლეებისთვის, ვიდრე ისინი, ვისაც ხილი არ უყვარს. მათთვის ძალიან უცხოა დეპრესია ან ნევროზი.
6. თევზი
თევზეულის მოყვარული ადამიანები ყურადღებიანები, მობილიზებულები და ძალიან ინტერესიანები არიან. ისინი ხშირად რისკავენ, თუმცა, საკმაოდ კეთილსინდისიერი მოქალაქეები არიან და სხვებზეც ზრუნავენ.
7 ფასტ-ფუდი
გიყვართ ეს ორსართულიანი ჰამბურგერები? თქვენ ნევროტიკი ხართ და გაქვთ მიდრეკილება ნოსტალგიისკენ. გირჩევნიათ, დინების მიმართულებით იცუროთ – არანაირი ინიციატივა, მოხდეს, რაც მოხდება.
8. სალათები
რა ჯობია ჯანმრთელ საკვებს! გიყვართ სალათები? თქვენნაირი ადამიანები „გახსნილები“ და საოცრად კომუნიკაბელურები არიან.
9. ცხარე საკვები
მოწყენილობას სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევთ. ზედმეტად რისკიანი ბრძანდებით. ხშირად დგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას ცხარე საკვებისგან იღებენ, მარტივად ადაპტირდებიან უცხო გარემოსა და სიტუაციებში. უყვართ ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა.
10. პიცა
პიცის მოყვარულები ძალიან წესიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან. ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და როგორ მიიღონ ის. ისინი ლიდერები არიან, თუმცა უყვართ გუნდურობა. განიცდიან უცხო ადამიანების გასაჭირს. ზედმეტად უყვართ კომფორტი, რაც ზოგჯერ დაბრკოლებას უქმნის მათ წარმატებისკენ სავალ გზაზე.

скачать dle 11.3