კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხილი, მაწონი და ჰულა-ჰუპი

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ დიეტის პირობითი სათაური კომედიური ფილმის სათაურს უფრო ჰგავს და, შესაძლოა, ბევრს ირონიული ღიმილიც მოჰგვაროს. თუმცა, ეს მაინც კარგია, რადგან ღიმილი, თუნდაც ირონიული, მაინც პოზიტივია. პოზიტივი კი აუცილებლად საჭიროა, განსაკუთრებით – დიეტის დაწყების წინ.
უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი დიეტის დაცვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებულად ფრთხილად კი გაზაფხულზე უნდა ვიყოთ, რათა ზედმეტი შიმშილით ან ზოგიერთი პროდუქტის აკრძალვით, არ გამოვფიტოთ ორგანიზმი და არ შევიქმნათ გამოუსწორებელი ან თუნდაც, ძნელად გამოსასწორებელი პრობლემა. ეს რომ არ მოხდეს, სასურველია, გაითვალისწინოთ პირადი ექიმის რჩევა-დარიგება და ასე შეუდგეთ საქმეს.
თქვენი კვება სრულფასოვანი ვერ იქნება, მაგრამ ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალური ბალანსის მისაღებად უნდა შევეცადოთ, ამ სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი ხილი და რძის ნაწარმი მივიღოთ, შემდგომ დღეებში კი აქცენტი გავაკეთოთ მოხარშულ, უცხიმო საქონლისა და ფრინველის ხორცზე.  ორთქლზე მომზადებულ თევზზე. ყოველი კვების შემდეგ კი (ჭამის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ), 5-10 წუთი ატრიალეთ ჰულა-ჰუპი – ამას არც დიდი ხარჯი სჭირდება და არც განსაკუთრებული მოცლა.
პირველი დღე
პირველი კვება – დააბლენდერეთ 1 პატარა ბანანი და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი. 15 წუთის შემდეგ – 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე კვება – ერთმანეთს შეურიეთ 150 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ცალი გახეხილი ვაშლი. 15 წუთის შემდეგ – 1 ჭიქა წვენი.
მესამე კვება – 150 გრამი ნადუღი პიტნით (უმარილოდ). 15 წუთის შემდეგ – 1 ჭიქა ხილის წვენი.
მეოთხე კვება – გაიმეორეთ პირველი კვება.
წყალი – დღეში 1,5 ლიტრი.
მეორე დღე
პირველი კვება – დააბლენდერეთ 1 ჭიქა მაწონი და 1 ცალი მოზრდილი ვაშლი; 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე კვება – დააბლენდერეთ 1 ვაშლი, 1 ცალი უმი სტაფილო და 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
მესამე კვება – დააბლენდერეთ 1 პატარა თავი მოხარშული ჭარხალი, 1 ცალი უმი სტაფილო, 1 ცალი ბანანი.
მეოთხე კვება – 2 მრგვალი ბრტყელი ნაჭერი ანანასი.
მესამე დღე
პირველი კვება – დააბლენდერეთ 1 ჭიქა მაწონი და 1 ცალი ბანანი.
მეორე კვება – ერთმანეთს შეურიეთ 150 გრამი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი თაფლი. 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
მესამე კვება – ვაშლის, ფორთოხლის, ბანანის, ფორთოხლისა და ანანასის ასორტი.
მეოთხე კვება – 2 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ ერთი თითის დადებაზე დაიფაროს. 15 წუთის შემდეგ შეურიეთ ნახევარი გრეიპფრუტი (კანგაცლილი).
ეს დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ თვეში ერთხელ ან ორჯერ.

скачать dle 11.3