კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

¹133 – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – გზა ცოდნისა და წარმატებისკენ

დღეისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა მთელ შიდა ქართლში. ის 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. ცალ-ცალკე ამ ორ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წარსული აქვს.  სტუდენტებს გორის უნივერსიტეტში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად შეუძლიათ. უნივერსიტეტში არის შემდეგი ფაკულტეტები:
* ჰუმანიტარული ფაკულტეტი;
* სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები;
* განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
* ავტორიზებული მოდულური პროფესიული პროგრამები, რომელიც  სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება.
გორის უნივერსიტეტმა 2015 წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და ყველა პროგრამამ კი – ავტორიზაცია.
უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგობრივ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა სრულფასოვანი საწარმოო პრაქტიკა გაიარონ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სარგებლობს მაღალი ავტორიტეტითა და კავშირებით, რაც განაპირობებს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს. გარდა ამისა, გორის უნივერსიტეტში არსებული დასაქმების ცენტრიც ეხმარება სტუდენტებს სტაჟირებასა და დასაქმებაში. უნივერსიტეტს აქვს უახლესი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და შესანიშნავი გარემო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ხორციელდება გაცვლითი პროგრამები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან.  უნივერსიტეტში გაიცემა შემდეგი სახის სტიპენდიები: სახელმწიფო, საუნივერსიტეტო, კონფერენციაში მონაწილეობისთვის და სახელობითი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს თავისი მიღწევებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო.
მისამართი: ქ. გორი, ჭავჭავაძის ქუჩა ¹ 53;  ტელ:  0(370) 27 24 13;   ელ ფოსტა: contact@gu.edu.ge;
ვებ-გვერდი: www.gu.edu.ge

скачать dle 11.3