კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აზოშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზო. ის ხშირად მოიხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში.
გვარი კი ისტორიულ საბუთებში, გვხვდება 1721 წლიდან.
„შიოშ სოლოღაშვილის ყმად, ქალაქ საღორისში, 1721 წელს მოიხსენიება სეხნია აზოშვილი“.
წინწყაროში მცხოვრები აზოშვილები ბერძნებად აღიარეს და აზოევებად ჩაწერეს.
საქართველოში 38 აზოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 6, თეთრი წყაროში – 14, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც
ალელიშვილი
მეტსახელი ალელი გამოყენებულია ალელიშვილების გვარის ფუძედ.
ალელი სადაურობის აღმნიშვნელი, გვარად ქცეული სიტყვაა. გადმოცემის მიხედვით, ისინი ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან.
ახალციხელ ალელიშვილებს არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო, სავარაუდოა, რომ მათი წარმომავლობა სოფელ არალიდან მოდის (არალი ადიგენის რაიონის ერთ-ერთი სოფელია).
ალელიშვილი მოიხსენიება 1713-1738 წლებში, ყმის სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში; დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილიშვილის – დავითის მიერ ბეჟანა ნასასშვილისადმი ნასყიდობის, მის სახელზე გაცემული ყმის სახლ-კარისა და მამულის წიგნში.
საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28. არიან სხვაგანაც.
მთიულიშვილი
გვარი მომდინარეობს სადაურობის სიტყვა მთიულისგან.
მთიულიშვილები 1873 წელს ბანცურთკარში ცხოვრობდნენ. აქაური მთიულიშვილების ადრინდელი გვარი ნადიბაიძე ყოფილა. ნადიბაიძეები კი მთიულეთში ფშავიდან იყვნენ მოსულები და გაბადაურებისგან წარმომავლობენ. ბანცურთა გვარისანი მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასახლებულნი ჩანან ქართლში, ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისში.
1647 წლის საბუთით, ნინია ბანცური არის ტირძნისის მოურავი, რომელსაც ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავისთვის სააღაპედ უნდა გადაეხადა: „ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი და ეწირვებინა ჟამი“.
„მთიულიშვილი გიორგი, კიდმანში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო ციციშვილს“ (1664-1673 წლები).
„მთიულიშვილ დათუნას ჰყავს სახლიკაცი ქიტა. როსტომ მეფემ ის უწყალობა იორამ თარხან-მოურავისშვილს, რომელსაც დათუნამ ერთგულების პირობა მისცა“ (1643 წელი).
საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში –  108. არიან სხვაგანაც.
ნარიკაშვილი
გვარში გამოყენებულ ფუძეს ნარიკა მივყავართ საკუთარ სახელ ნარიმანთან. ეს მამაკაცის უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ჩვენს წინაპრებს ირანულიდან უსესხებიათ. „ნარიმან“ ნიშნავს „გულადს“, „მამაცს“, „ძალგულოვანს“.
ნარიკაშვილი უძველესი ქართული გვარ-სახელია.
სამწუხაროდ, რუსულ საბუთებში ზოგჯერ გვარი ნარიკოვადაა ჩაწერილი.
საქართველოში 162 ნარიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 112, თბილისში – 39, რუსთავში – 7. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3