კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააუქმა სტალინმა ეგრეთ წოდებული „ტროიკები“

სტალინის ბიოგრაფთა და საბჭოთა პერიოდის მკვლევართა ბოლოდროინდელი, ფუნდამენტური ნაშრომებიდან აშკარაა, რომ ეგრეთ წოდებული „სტალინური რეპრესიები“ და „დიდი წმენდა“ სულაც არ იყო საბჭოთა ბელადის მიერ სანქციონირებული და უმრავლეს შემთხვევაში, პარტიული იერარქის  ქვედა საფეხურზე მდგომი პარტიული ჩინოვნიკების „გულმოდგინებით“ ხორციელდებოდა. არც თუ იშვიათად კი, ეს ღონისძიებები პირადი შურისძიების, პირდაპირი ღალატისა და საბოტაჟის ხასიათს ატარებდა, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოსა და მისი ბელადის დისკრედიტაცია მსოფლიოს საზოგადოების თვალში... ისტორიკოსი ანატოლი ვორსკი წერს: „სტალინი მკაცრი, ზოგ შემთხვევაში სასტიკი მმართველი იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მანიაკი, კაციჭამია ან შიზოფრენიკი იყო, როგორც ამის დამტკიცება სურთ ზოგიერთ დასავლეთელ ვაიმკვლევარსა თუ ეგრეთ წოდებულ „შავ პიარშჩიკებს“. ისინი გარკვეულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე ღრმად გასაიდუმლოებული საბჭოთა პარტიული არქივები გაიხსნა. მათი კვლევის საშუალება არსებობს და ნეიტრალური და კომპეტენტური ადამიანი მყისვე დაადგენს, რომ ეგრეთ წოდებული „წითელი ტერორი“, რომლებსაც თან ახლდა მილიონობით ადამიანის დახვრეტა, ეკლესიების განადგურება და საკონცენტრაციო ბანაკების გახსნა, თავიდან ბოლომდე ლენინის „პროექტი“ იყო. შემდეგ ეს ესტაფეტა ტროცკიმ და მისმა „ბანდამ“ გადაიბარა და რომ არა სტალინი, ეს პროცესი ისეთ მასშტაბებს მიაღწევდა, ქვეყნისა და ხალხისგან „სველი ადგილიც“ კი არ დარჩებოდა...
ცეკას არქივებში ერთ საგულისხმო დოკუმენტს მივაკვლიე, რომელშიც, რა თქმა უნდა, მშრალადაა წარმოდგენილი ვითარება. თუმცა,  ამ ეპიზოდზე სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი მოგვითხრობს, რომელიც წერს: „1938 წელს, 58 წლის სტალინი დიდი ენთუზიაზმითა და კარგი განწყობით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო, უქმე დღეები იყო, ბელადი მაინც მუშაობდა. გასული, 1937 წლის საანგარიშო მოხსენებით ბარათებსა და თანდართულ საბუთებს ეცნობოდა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან იყო გამოგზავნილი და მის საწერ მაგიდაზე მთასავით ელაგა. დაახლოებით დღის ოთხი საათისთვის სტალინმა კაბინეტში მიხმო და რომ შევედი, შევატყვე, შინაგანად ძალიან განრისხებული იყო, თუმცა არ იმჩნევდა.
– გისმენთ, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი მე.
ბელადმა, ქაღალდზე დაწერილი გრიფი მომაწოდა და მითხრა:
– სასწრაფოდ გამირკვიე ამათი ბედი და თუკი განაჩენი უკვე არაა აღსრულებული, ჩემი სახელით უბრძანე, რომ დახვრეტა  ჩემ განკარგულებამდე შეაჩერონ.
ქაღალდზე დაწერილი გრიფი, ეგრეთ წოდებული, „ტროიკის“ (სამეული) კოდი იყო, რომლებიც მავნებელთა და მოღალატეთა საქმეებს განიხილავდნენ და მათთვის ესა თუ ის განაჩენი გამოჰქონდათ. ორი ნულით აღნიშნული საბუთი, დახვრეტამისჯილს ნიშნავდა. დახვრეტამისჯილებს ზოგჯერ რამდენიმე საათში ანადგურებდნენ. ზოგჯერ კი ცოტა ხნით ეგრეთ წოდებულ „შესაკრებ პუნქტში“ აჩერებდნენ, რომელიც მოსკოვის გარეუბან მიტიშჩებში იყო განთავსებული. მთელი ინფორმაცია კი „ჩეკას“ საინფორმაციო განყოფილებაში იყრიდა თავს და სწორედ იქ დავრეკე. მორიგემ რომ შეიტყო, თუ ვინ ვიყავი, დავთარში ჩაიხედა და დამნაშავესავით, ლამის ტირილით მითხრა:
– მისჯილები მიტიშჩებში არიან თავმოყრილები. იცით, 31-ში მათთვის განაჩენის აღსრულება ვერ მოხერხდა. ბოდიშს გიხდით, გვაპატიეთ. ახლავე გავცემ განკარგულებას და განაჩენიც დაუყოვნებლივ აღსრულდება.
– თქვენი გვარი? – ვკითხე მორიგეს.
– მოისეევი, –  აკანკალებული ხმით მითხრა მორიგემ.
– მოისეევ, კარგად დაიმახსოვრეთ და არაფერი აგერიოთ, თორემ საკუთარი თავით აგებთ პასუხს. მიტიშჩებში შეკრებილი მაგ ექვსასი სიკვდილმისჯილის განაჩენის აღსრულება ამხანაგ სტალინის პირად განკარგულებამდე შეაჩერეთ. იცოდეთ, რომელიმე მათგანს თმის ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს, პასუხს აგებთ. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, – მითხრა მოისეევმა და საუბარი დავამთავრე.
სტალინის მიერ გადმოცემული გრიფის მიხედვით, 31 დეკემბერს „ტროიკამ“ 600 ადამიანის დახვრეტას მოაწერა ხელი და ეს იყო მშრალი ციფრები. დოკუმენტის შინაარსი კი სტალინს ჰქონდა და ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რატომ შეაჩერა მან დახვრეტა. ალბათ, რაღაც უზუსტობა აღმოაჩინა, რაც მის მახვილ თვალსა და გონებას არ გამოეპარებოდა. მაგრამ, რაც შემდგომში გაირკვა, ნამდვილი საზიზღრობა იყო, რასაც სამართლიანი რეაგირება მოჰყვა ბელადის მხრიდან...
სტალინთან მივედი და მორიგე მოისეევთან საუბარი დეტალურად გადავეცი. მან მწარედ ჩაიცინა. თავი გააქნია და თქვა:
– ესე იგი, ბოდიშს იხდიდა მოისეევი, რომ სიკვდილმისჯილები იმავე წუთს არ დახვრიტეს და ახლა აპირებდა ამის გაკეთებას, ხომ?
– დიახ, – დავუდასტურე სტალინს.
– სიმტკიცე კარგია. მაგრამ ეს ხომ ცივსისხლიანი მკვლელობაა, განუკითხაობა. აი, ასეთი რამ კი არ გვჭირდება, – თქვა სტალინმა და მკაცრად, მისთვის უჩვეულო გამოთქმების გამოყენებით დამავალა:
– დაუყოვნებლივ მომიძებნე და რაც შეიძლება მალე მომითრიე აქ სამეულის წევრები – ლენინის რაიონის პარტკომის მდივანი კროტოვსკი, „ჩეკას“ კომისარი ხრაპოვი და მოსამართლე ზვორიკინი.
ნათელი იყო, რომ სტალინი ამ „ტროიკის“ წევრთა ქმედებით იყო უკმაყოფილო, მაგრამ კონკრეტულად რით, ვერ ვხვდებოდი. „ტროიკას“ განსახილველი საქმეების დეტალურად გარკვევა ევალებოდა არსებული ინსტრუქციის მიხედვით და ვერაფრით ვხვდებოდი, თუ რაში იყო საქმე... ერთი სიტყვით, ნაქეიფარი და აცახცახებული „ტროიკის“ წევრები საღამოს 8 საათზე სტალინის კაბინეტში შევიყვანე და გასვლას ვაპირებდი.
– დარჩი და დაესწარი, – მითხრა სტალინმა და სკამზე ჩამოვჯექი, თან ვცდილობდი, გამომეცნო, თუ რას აპირებდა ბელადი.
სტალინმა თაბახის ფურცლების პატარა დასტა ხელდმარჯვნივ დაიდო და ზედ კალამი დაადო. შემდეგ „ტროიკის“ მიერ შედგენილი განმარტების საბუთი მიაწოდა კროტოვსკის და ჰკითხა:
– სამივე ადასტურებთ, რომ, რაც ამ ჩამონათვალში წერია, სიმართლეა და არა შეცდომა. თუნდაც ტექნიკური?
– ვადასტურებთ! – მტკიცედ და დამაჯერებლად თქვეს ტროიკელებმა.
– გასაგებია. ახლა კი ამ განმარტების ბოლო, მეცხრე პუნქტი წაიკითხეთ ხმამაღლა, – თქვა სტალინმა, კროტოვსკიმ კი რიხიანად წაიკითხა:
– განხილვა დაიწყო 1937 წლის 31 დეკემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე და დასრულდა 1937 წლის 31 დეკემბრის 22 საათსა და 30 წუთზე.
სტალინმა კროტოვსკის საბუთი გამოართვა და საქაღალდეში დააბრუნა. შემდეგ „ტროიკის“ წევრებს თაბახის ფურცლები და კალამი მისცა და უთხრა:
– ახლა სამივემ რიგრიგობით მოაწერეთ თითოეულ ფურცელზე ხელი და გვერდზე გადადეთ. ეს პროცედურა კი არ შეწყვიტოთ, სანამ მე არ გეტყვით.
„ტროიკის“ წევრებმა ხელმოწერა დაიწყეს და როგორც მათ ბელადმა უბრძანა, ზუსტად ისე აკეთებდნენ. სტალინი კი საათს მისჩერებოდა და ერთი წუთის შემდეგ ხელმოწერების შეჩერების ბრძანება გასცა და იმავე კროტოვსკის უთხრა:
– რამდენი ფურცელი გამოვიდა, კროტოვსკი?
პარტკომმა დაითვალა და მოახსენა:
– თორმეტი, ამხანაგო სტალინ.
– თორმეტი. სწორია. ერთ წუთში თორმეტ ფურცელს მოაწერეთ ხელი. ერთ საათში, დავუშვათ, ექვსასი ხელმოწერა მოასწარით. ანუ, რა გამოდის? თქვენ საქმეები კი არ განიხილეთ, უბრალოდ, ბრმად მოაწერეთ ხელი სასიკვდილო განაჩენზე და ადამიანები გაწირეთ. თავად კი, ალბათ, საახალწლო სუფრაზე გეჩქარებოდათ....
სტალინის სიტყვები იმდენად ზუსტი  და არგუმენტირებული იყო, რომ „ტროიკის“ წევრებს მიზერული შანსიც კი არ ჰქონდათ თავის გასამართლებლად. ბელადმა, სამივე ტროიკელი იქვე გაათავისუფლა თანამდებობიდან და მათზე სამართლიანი გამოძიების ჩატარება დაავალა „ჩეკას“ საგამოძიებო ნაწილს. მათვე („ჩეკას“) იმ ექვსასი ადამიანის საქმეების სამართლიანი გამოძიების ჩატარება დაავალა და კურატორობა მე დამაკისრა...
გამოძიებამ სამივე ტროიკელის დანაშაული დაამტკიცა და ისინი ციხეში ჩასვეს. ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ სტალინის მიერ გადარჩენილი იმ 600 ადამიანიდან მხოლოდ 16 აღმოჩნდა დამნაშავე. თანაც, საკმაოდ მსუბუქი ბრალდებით და ისინი ციხეშიც კი არ ჩაუსვამთ. შედეგები რომ სტალინს მოვახსენე, მან ერთმნიშვნელოვნად თქვა:
– დროა „ტროიკები“ გაუქმდეს და კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ჩამოყალიბდეს...
1938 წლის თებერვალში სტალინმა „ტროიკები“ გააუქმა. ქვეყანაში დახვრეტები, ფაქტობრივად, შეჩერდა და საქმეების გამოძიებამ ცივილიზებული ხასიათი მიიღო“.
პოსკრებიშევის მონათხრობში ეჭვის შეტანა სისულელეა და აშკარად ცხადყოფს, რომ სტალინი „არც თუ ისეთი სისხლისმსმელი“ იყო და ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანას აშენებდა.“

скачать dle 11.3