კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადების ნიშანია თავბრუხვევა და იწვევს თუ არა ის სმენის დაქვეითებას


თავბრუხვევა შუაყურის პათოლოგიის შედეგად განვითარებული ვესტიბულარული სისტემის, ანუ სხეულის წონასწორობის შენარჩუნების, მდებარეობისა და მოძრაობის აღქმის სისტემის დარღვევის პირველი ნიშანია. ასევე, ის შეიძლება იყოს ნევროლოგიური დაავადებების, ჰიპოგლიკემიის ანუ დაბალი შაქრიანობის პირველი ნიშანი, ან თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევას, ოსტეოქონდროზსა და ბევრ სხვა დაავადებას.
თავბრუხვევის ორი კატეგორია არსებობს: ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური თავბრუხვევა ხშირად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალა-ტვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის, შაკიკისა და ტვინის იმ სხვა დაავადებების შედეგად ვითარდება, რომლებიც ვესტიბულარულ აპარატს პათოლოგიურ პროცესში ჩაითრევს ხოლმე. პერიფერიული თავბრუხვევა კი შეიძლება გამოიწვიოს შიდაყურის ფუნქციის დარღვევამ, რაც შესაძლოა იყოს შუაყურის ბაქტერიული ან ვირუსული ანთების, ქალა-ტვინის ტრავმის, სმენის ნერვის სიმსივნის, აუტოიმუნური დაავადების შედეგი. ასევე, თავბრუხვევას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის მიღებაც, ასეთებია: ოტოტოქსიკური ანტიბიოტიკები, ზოგი ანტიარითმიული საშუალება, ტრანკვილიზატორები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.
თავბრუხვევის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ემოციური ან ფიზიკური სტრესი. ამ დროს თავბრუხვევა საათების ან დღეების განმავლობაში გრძელდება და იმდენად ძლიერია, რომ, შესაძლოა, ადამიანი დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. ამ დროს აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, სისუსტე, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, ყურებში დაგუბების შეგრძნება. თუ დროულად არ მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება სრულ სიყრუემდე მიხვიდეთ.
თავბრუხვევა ზოგჯერ გრიპის ან მწვავე რესპირატორული დაავადების გართულების შედეგადაც ვითარდება. ასეთ დროს ადამიანი გრძნობს წონასწორობის დარღვევას და უეცარ თავბრუხვევას. ფსიქოგენურ თავბრუხვევას კი საფუძვლად უდევს შიშები ან დეპრესიული დარღვევები.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ჩივილების დროს: თუ გაქვთ მძიმე თავბრუხვევა, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას; თუ თავბრუხვევა მეორდება ან გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში; თუ თავბრუხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, თვალის უჩვეულო მოძრაობები და ცენტრალური ნერვული სისტემის თანამდევი დარღვევები.

გადადის თუ არა მემკვიდრეობით მსხვილი ნაწლავის კიბო
მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზი ნაწლავების ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა. მას ახასიათებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე მრავლობითი სხვადასხვა ფორმისა და ზომის პოლიპის წარმოქმნა, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. თავიდან პოლიპები პატარა ზომისაა, შემდეგ იზრდება და, თუ დროულად არ მოხდა მათი ამოკვეთა ქირურგიული გზით, ისინი ავთვისებიან ფორმად გარდაიქმნება. ეს დაავადება ხშირად მემკვიდრეობით გადადის.
დიფუზური პოლიპოზის სამი ფორმა არსებობს: პირველი ფორმა ვლინდება სიცოცხლის პირველივე თვეებში. ახალშობილს ტუჩების ლორწოვანზე, ლოყების შიგნითა ზედაპირზე და სახის კანზე აქვს ღია ყავისფერი პიგმენტური ლაქები; დაავადების მეორე ფორმას იუვენილური პოლიპოზი ეწოდება. ის დაახლოებით 10-11 წლის ასაკში ვლინდება. გახშირებულია ბავშვის დეფეკაცია, განავალი კი თხელია, სისხლის მინარევებით; ვითარდება ანემია. თუ ამ დროს  ოპერაცია არ ჩატარდა, სისუსტე პროგრესირდება, ფერხდება ფიზიკური, სქესობრივი და გონებრივი განვითარება; ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები; მესამე ფორმაა პროლიფერირებული დიფუზური პოლიპოზი, რომელიც დაახლოებით 16-17 წლის ასაკში ვლინდება. თუ დიაგნოზი დასმულია, ოპერაცია აუცილებელია, რადგან ამ ფორმის პოლიპები სწრაფად იზრდება და გარდაიქმნება ავთვისებიან ფორმად. დაავადების სხვა ფორმების დროს პოლიპები ნელა იზრდება, მაგრამ ასაკში შესვლისას ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნება.
დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავური აშლილობით; ხშირია დეფეკაცია, თხიერი მასა სისხლისა და ლორწოს მინარევებით; პერიოდული ყრუ ტკივილებით მუცლის ქვედა არეში, მუცლის შებერილობით და ასე შემდეგ. ამას თან ახლავს ბოყინი და გულძმარვა. გარეგნულად კი აღინიშნება ტუჩების, სახის კანისა და ხელისგულების პიგმენტაცია, ლიპომები, ანუ ცხიმოვანი ქსოვილის წარმონაქმნები. ადამიანს აღენიშნება სისუსტე, დაღლა, მადის დაქვეითება, შრომისუუნარობა, იმუნიტეტის დაქვეითება; ასევე, ანემია, ცილოვანი ცვლის დარღვევა, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქციების მოშლა. მკურნალობის სხვადასხვა არაოპერაციული მეთოდი ასეთ დროს შედეგს არ იძლევა.

როგორ გავუფრთხილდეთ ხერხემალს
არსებობს ადამიანთა განსაკუთრებული კატეგორია, რომლებსაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ტარების დროს მთელი დატვირთვა გადადის ტერფის წინა ნაწილზე და ქალი თითქოს თითის წვერებზე დადის, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს. ოსტეოქონდროზით დაავადება ასევე ემუქრება იმათ, ვინც უფრო მეტხანს ზის, ვიდრე მოძრაობს. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ მათაც, ვინც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს. ოსტეოქონდროზის განვითარების ალბათობა დიდია ორსულობის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ აგრეთვე ნევრასთენიულ ადამიანებს, რადგან სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ის არის, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები; მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. შედეგად ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, კისრის კუნთების დაჭიმვა კი იწვევს ტკივილსა და დეპრესიას.
გაითვალისწინეთ, თუ გსურთ, ოსტეოქონდროზს დააღწიოთ თავი, არ ასწიოთ მძიმე საგნები მოხრილ მდგომარეობაში. თუ მძიმე ტვირთს ეზიდებით, არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად გადაიტანოთ ის ხელიდან ხელში. თუ დიდხანს დგახართ ფეხზე, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლის და კუდუსუნის მიმდებარე კუნთები, რადგან ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის გადატვირთვას. ეცადეთ, ხშირად დაჯდეთ და მიეყრდნოთ საზურგეს. ჯდომისას ფეხები იატაკს უნდა სწვდებოდეს, ან, უმჯობესია, შემოაწყოთ პატარა სკამზე ისე, რომ მუხლები თეძოსთან შედარებით ოდნავ მაღლა გქონდეთ.
გაუფრთხილდით ხერხემალს, ერიდეთ დაცემასა და დარტყმას. იძინეთ მაგარ საწოლზე. საწოლი უნდა იყოს ხის განიერი დაფა, რომელზეც შეგიძლიათ დააფინოთ თხელი ლეიბი. არ გაცივდეთ, რადგან, ზოგჯერ კუნთები რეფლექსური სპაზმით რეაგირებს გადაციებაზე, მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში მოდუნება შეუძლებელია, რადგან ტკივილი აძლიერებს სპაზმს.
მოიშორეთ ზედმეტი წონა – ზედმეტი კილოგრამები ისევე ძლიერად აზიანებს ხერხემალს, როგორც  ტრავმა ან ხშირი დატვირთვა. შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები, მაგალითად, დაწექით იატაკზე და ფეხებით გააკეთეთ „ველოსიპედის მოძრაობა“. დაჯექით სწორად და ჰაერში თავით შემოხაზეთ ციფრები 0-დან 9-მდე ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ კი პირიქით. ზოგადად, ოსტეოქონდროზის დროს სპორტის საუკეთესო სახეობაა ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად.

რომელი ვიტამინებია აუცილებელი მხედველობის შესანარჩუნებლად
მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია A ვიტამინი, რადგან მისი უკმარისობა იწვევს თვალის გადაღლას, აქვეითებს სიბნელეში ხედვას. დილაობით თვალების შეშუპება სწორედ A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს. A ვიტამინს შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ღვიძლი და თევზი.
B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თვალის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას. ამ ვიტამინს შეიცავს: სოკო, პარკოსნები, მარცვლეული, ბანანი, სტაფილო და მოცვი.
C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, მოცხარი, ოხრახუში, კარტოფილი. ეს პროდუქტები თვალის კუნთების მოძრაობისთვის აუცილებელია.
E ვიტამინი კატარაქტისა და თვალის კუნთების დაბერების პროცესს ანელებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაროტინის ტიპის ანტიოქსიდანტები. E ვიტამინით მდიდარია მზესუმზირა, პარკოსნები, ხორბალი და ზღვის პროდუქტები.
კვერცხი ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. გარდა ამისა, მასში არის ლუტეინი, რაც აუცილებელია მხედველობისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ მხედველობის მტერია სიგარეტი, ალკოჰოლი, მზის სხივები, უძილობა და ორგანიზმის გაუწყლოება.
თუ საღამოს თვალები გაწუხებთ და გიჭრელდებათ, დაძაბულობის მოხსნაში მარტივი კომპრესი დაგეხმარებათ: ბამბა დაასველეთ ცხელ წყალში და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ 15 წუთით. თუ ბამბა გაცივდა პროცედურის დასრულებამდე, ისევ დაასველეთ იმავე ტემპერატურის წყალში. სითბო და სიბნელე იდეალურია თვალის კუნთების მოსადუნებლად და დასასვენებლად.

რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ვიტამინების თვითნებურად მიღება
ორგანიზმში ყოველთვის როდი შეინიშნება მიკროელემენტების ნაკლებობა. ხშირია ალუმინის, ტყვიის, ქრომის და სხვათა სიჭარბე. ეს კი ის ელემენტებია, რომლებიც ვიტამინების ბევრ კომპლექსში შედის. როცა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ხვდება, იწვევს სერიოზულ დაავადებებს და ტოქსიკურ რეაქციებს. ვიტამინების კომპლექსების ხანგრძლივმა და უკონტროლოდ გამოყენებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
C ვიტამინის ხანგრძლივი მიღება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას, მოუსვენრობას, უძილობას, თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის შარდში შაქრის რაოდენობას. ეს კი თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს და სისხლის შედედებასაც იწვევს. ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმიდან B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს.
E ვიტამინის ჭარბი მიღება არტერიულ წნევას მაღლა სწევს.
ასკორბინის მჟავა სისხლში B1 ვიტამინის კონცენტრაციას ზრდის, A ვიტამინისას კი – ამცირებს. დიდი რაოდენობით B1 ვიტამინის მიღება ორგანიზმიდან B2 ვიტამინს გამოდევნის.
A ვიტამინის ჰიპერდოზირება ორგანიზმში D ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებს ერთიორად აძლიერებს.
ნევროზით დაავადებულების ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინები მუდმივ ურთიერთქმედებაშია. არაგეგმაზომიერად და უკონტროლოდ მიღებამ შესაძლოა, ავადმყოფს მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმოს და სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს.

скачать dle 11.3