კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: 13 რიცხვი ხალხში თარსად მიიჩნევა. როგორ უყურებს ამ ფაქტს ეკლესია?
პასუხი: 13 აბსოლუტურად ჩვეულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისადმი მისტიკური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა, მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ამის უკან კი ბოროტი სული დგას (ეს მათთვის, ვისაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ ის, ვისაც 13 რაიმე განსაკუთრებულ რიცხვად ეჩვენება, უნებლიეთ ბოროტი ძალის გამკერპებელი და მოშიში ხდება. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენისგან თავისუფალია.
კითხვა: განირჩევა თუ არა ეკლესიურად თეთრი შური და ჩვეულებრივი შური?
პასუხი: თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ თეთრი შურის ცნება არსებობს, ეს მის უმეცრებაზე მიუთითებს. ეკლესიისთვის არ არსებობს თეთრი და შავი შური. შური ყველა შემთხვევაში შურია და მას უარყოფითი შედეგები მოაქვს.
კითხვა: როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მართლმორწმუნე ქრისტიანს სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან?
პასუხი: მართლმორწმუნე ქრისტიანმა მათთან უნდა იქონიოს მხოლოდ ყოფითი და კეთილმეგობრული ურთიერთობა. თუ დახმარება დასჭირდება – დაეხმაროს, მოწყალებას ითხოვს – მისცეს და ასე შემდეგ. მაგრამ, არ შეიძლება მათთან სულიერი, რელიგიური კონტაქტები – ლოცვა, არამართლმადიდებლურ ნაგებობებში შესრულებულ მსახურებაზე დასწრება, მათი ნათლიად შერჩევა და სხვა.
კითხვა: მოეკითხება თუ არა მოძღვარს სულიერი შვილების გამო?
პასუხი: მოძღვარს მოეკითხება ის, რაც მან იცის. მოძღვარს მოეკითხება, როცა სულიერ შვილს აძლევს იმაზე მეტს ან ნაკლებს, რისი ტვირთვაც მას შეუძლია. მან მრევლს თავისი შესაძლებლობების შესაბამისად უნდა მოსთხოვოს; იყოს ზომიერი და ფრთხილად გასცეს კურთხევა.
კითხვა: ვის შეუძლია საკურთხეველში შესვლა გარდა სასულიერო პირებისა და სტიქაროსნებისა?
პასუხი: საკურთხეველში შესვლა შეუძლია ნებისმიერ ერისკაცს, რომელსაც ამის კურთხევა მოძღვრისგან აქვს, ოღონდ მხოლოდ მამაკაცს. ქალები საკურთხეველში არ შედიან.

скачать dle 11.3