კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვინ არის სიმპატიური“

„ჩანგლებს ლესავს და ჭერში აწყობს“?!

 თუმცა დაგვებედა, რომ NDI-სა თუ IRI-ს გამოკითხვები მაინცდამაინც ვერ ემთხვევა რეალობას და ამის ყველაზე ეფექტიანი და უტყუარი შესაფასებელი ნიშნული არჩევნებია, ისინი პერმანენტულად მაინც ატარებენ გამოკვლევებს, რომელთა ლამის თანამდევი სული, ასევე, იმ მოქალაქის მოძებნაა, რომელიც გამოიკითხა, ვინაიდან, თუ ჩვენს თანამემამულეებს ვერწმუნებით, ასეთი ვინმე ბუნებაში არათუ არც დაუნახავთ, არც კი უჩქმეტიათ, რომ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ მის ხორციელობაში.
როგორც უნდა იყოს, გამოკითხვის შედეგებიც ქვეყნდება და მათზე სჯა-ბაასიც არ წყდება. სულ ბოლო გამოკითხვაც წინათა კონტექსტშია: მას სრულად ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა“ (ჩვეულებისამებრ) და არ ეთანხმებიან დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეები. ხოლო, თუ კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ და მათ გარშემო მყოფთა განწყობებს შევადარებთ, ისინი, ცოდვა გამხელილი ჯობს და, მართლაც ტოვებს ეჭვის საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საელჩო გვარმწუნებს, რომ უნდობლობის იოტისოდენა საფუძველიც კი არ არსებობსო.
მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ დეტალზე შევჩერდები: NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, ამ ჩვენი ბედკრული სამშობლოს არანაკლებ ბედკრულ პოლიტიკურ სპექტრში გამოკითხულთა აზრით (მთელი 34 პროცენტის!), თურმე, ყველაზე დიდ სიმპათიას დავით ბაქრაძე იწვევს (რაც იმას ნიშნავს, რომ ასე ფიქრობს დაახლოებით მესამედი – ).
ხოლო, რადგან, ჩემი (და არა მხოლოდ) სუბიექტური (ოღონდ ობიექტურ რეალობაზე დაფუნებული) აზრით, შედეგი გასაოცარია, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი: ალბათ, საქმე ბ-ნი ბაქრაძის დანა-ჩანგლისადმი ლტოლვაშია და, რასაკვირველია, გამოკითხულთა ქეიფ-დროსტარებისადმი ტრფიალში. ანუ, ცნობილი იგავის თანამედროვე პერიფრაზია: ჩვენ სუფრასთან დანა-ჩანგალს ავაჟღარუნებთ და, განა მხოლოდ გამთლიანდება, ქვეყანა აშენდებაო.
P. S. – კომბლე რა კაცია?
– კომბლებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – დანა-ჩანგალს) თლის (ლესავს) და ჭერში აწყობს! –

скачать dle 11.3