კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პაატა გულიაშვილის ანეკდოტები

მიტუა ხედავს, მეზობელ შაქროს სიდედრი ჰყავს მანქანაში წინა სიდენიაზე გამოჭიმული და მოუსვენრად ბორგავს.
–  რა იყო, შაქრო, დასაგეშად მიგყამს?
– არა, ჯო, წუხელა კბილი ჩამოსტყდა და უნდა დაიპლომბოს.
– ორ კბილზე მეტი რათ უნდა, რაო!
–  ორი რატომა, ვითომა?
– იი.. ერთითა პივაი უნდა გიხსნიდეს, მეორე კიდენა, სულ უნდა სტკიოდეს.
***
მეგრელი დიდი დაწესებულების დერეფანში ერთ-ერთ კარს შეაღებს. კაბინეტში კალმით ნახატი ქალი ზის – მინიკაბითა და დანარჩენი ატრიბუტებით.
–  უკაცრავად, ქალბატონო, კადრების განყოფილებაა, ხომ?
–  დიახ.
– მერე, იკადრებთ რამეს?
***
– ალო, ბატონო პოლკოვნიკო, შემთხვევის ადგილზე ვართ. მკვლელობის მცდელობაა. ცოლმა ქმარს ზედიზედ ექვსჯერ ჩაარტყა თავში თუჯის ტაფა.
– მოტივი დაადგინეთ?
– ახალმოწმენდილ იატაკზე ტალახიანი ფეხსაცმლით შესულა.
– დამნაშავე უკვე დაკავებულია?
– ჯერ არა. იატაკი ისევ სველია და, რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
***
სვანი მეგობრებზე გაბრაზდება. თვალებს დახუჭავს და იტყვის:
– ეგე, ეყარეთ ეხლა სიბნელეში!
***
ბავშვი მივა სახლში ტირილით:
– დედა, დედა, სკოლაში მეუბნებიან, სახე უკანალს გიგავსო.
– არა, შვილო, აი, მამაშენთან მიდი და ისიც გეტყვის, რომ ასე არაა.
ბავშვი მივა მამასთან და ეუბნება:
– მამი, მამი, სკოლაში მეუბნებიან, სახე უკანალს გიგავსო.
– არა, შვილო, აი, პაპაშენთან მიდი და ისიც გეტყვის, რომ ასე არაა.
პაპამისი ქვევრშია ჩამძვრალი, დასაწურად  ამზადებს ყურძენს. ბავშვი ქვევრში ჩაიხედავს და დაუძახებს:
– პაპა!
პაპა ამოხედავს და დაუყვირებს:
– ჰა, ჰა, შე შობელძაღლო, აქ არა ქნა!
***
– მაროო, მაროოოო! ჩემი ჯინსები რა უყავი?
– თედოი მივეცი, შენ ხომ მაინც არ მოგწონდა..
– რატო დედაშენიც არ გააყოლე, მაგაზე ხო მზე და მთვარე ამამდის, აი!
***
– ექიმო, ჩემს ცოლს ხმა ჩაეხლიჩა. ერთი კვირაა, ჩურჩულით ძლივს ლაპარაკობს. რა ვქნა?
– 10 ლიტრი ღვინო, 3 კილო სამწვადე, ჭყინტი ყველი და კაი მჟავე...
– ვითომ უშველის?
– უშველის კი არა, მაღარიჩი იკისრე, შე იღბალა!




ზურა გორგაძის ანეკდოტები

მეცნიერი სოფელში ატარებს ლექციას თემაზე: „დედამიწა და მისი მომავალი“.
– მილიონი წლის შემდეგ, დედამიწა გაიყინება!
– უკაცრავად, რამდენი წლის შემდეგ? – იკითხა გლეხმა.
მეცნიერმა ბლოკნოტში ჩაიხედა და მიმართა:
– უკაცრავად, შემეშალა, მილიონი კი არა, მილიარდი წლის შემდეგ გაიყინება.
– ე, მასე, შე კაი კაცო, რას გაგვიხეთქე გული!
***
– ბოდიშს კი გიხდით, ნათელა დეიდა, მაგრამ ამ თვეშიც ვერ გადაგიხდით ბინის ქირას.
– კი მაგრამ, წინა თვეშიც ეგ არ მითხარი?
– მერე, სიტყვა ხომ არ გამიტეხია?
***
მიხო ეკითხება მიტოს:
– ჯო, რატომ ჰქვია მარტორქას მარტორქა?
– რატომ და, იმიტომა რომა, ტანი ბეგემოტმა მისცა, ფეხები სპილომა, თავი ღორმა და მარტო რქა იყო თავისი.
– მაიცა, ჯოუ, შაქრომ ცოლი რომ მაიყვანა, სიდედრმა ბინა უყიდა, ფული სიმამრმა მისცა, მანქანა ცოლისძმამ უყიდა და რა გამოდის შაქროი მაგ ლოგიკითა?


скачать dle 11.3