კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავითარი სტრესი!



აქტიური დასვენება კარგია იმისთვის, ვისაც სამუშაოს შემდეგ ძალაც რჩება და ენერგიაც – თუკი ამ ყველაფერს არ დახარჯავს, შეიძლება, ვერ დაისვენოს. ვერც კი დაიძინოს. ყველას არ შესწევს უნარი, ყოველდღიური რუტინა ემოციების ფოიერვერკად აქციოს. ჯერ გაარკვიეთ, თქვენ თუ ხართ ასეთი და მერე გადაწყვიტეთ, როგორი დასვენება გჭირდებათ. მთავარია, დასვენებით სტრესი არ მიიღოთ. შეიძლება, გგონიათ, რომ მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები გჭირდებათ, მაგრამ, იქნებ ცდებით?! იქნებ, უბრალოდ, უნდა წამოწვეთ და დაისვენოთ ზედმეტი ფორიაქისა და აქტიურობის გარეშე?!
სცადეთ, უბრალოდ, გამოიძინეთ და დილით გემრიელი საუზმე მიირთვით – შესაძლოა, ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს...
თავი კარგ ფორმაში რომ იგრძნოთ, შინაგან ხმას უნდა მოუსმინოთ და უპასუხოთ შეკითხვას: პასიური დასვენება გირჩევნიათ თუ აქტიურობა, ანუ, დასვენების ნაცვლად – ფათერაკებით სავსე თავგადასავალი? ადამიანები ინდივიდუალური არსებები არიან. ზოგს სტრესის მოსახსნელად ფიზიკური აქტივობა სჭირდება, ზოგსაც – დივანზე წამოგორება – გააჩნია, თქვენი ორგანიზმი როგორ აღიდგენს დახარჯულ ენერგიას და ივსება რესურსით, რომელიც სამომავლოდ დაიხარჯება. ამიტომ, თუკი გრძნობთ, რომ წამოწოლა გინდათ, საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით ამ სიამოვნებაზე. თქვენ სტრესისგან უნდა გათავისუფლდეთ და ეს დროის ტყუილუბრალოდ დაკარგვა არ იქნება. ნუ დაატანთ თავს ძალას და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. საჭიროა ის, რაც თქვენთვის არის კარგი – ძალდატანება კი სტრესია. არავითარი სტრესი, როცა დასვენება გჭირდებათ.

ოჯახი და
 სამსახური


ამბობენ, ყველა მამაკაცს ურჩევნია, ცოლი სახლში იყოს და გემრიელ კერძებს ამზადებდესო. უბრალოდ, ზოგი ამას აშკარად არ გამოხატავს, ზოგიც დუმილს ამჯობინებს.
მოკლედ, თუ სამსახურიც გაქვთ და ოჯახიც, მოგიწევთ ბალანსის შენარჩუნებაზე ზრუნვა. სამუშაოც მნიშვნელოვანია... ქმარიც, შვილებიც და ოჯახში მოსაგვარებელი საყოფაცხოვრებო საქმეებიც. ფაქტია, რომ ყველაფერს ვერ გაწვდებით. ან ბავშვს მოაკლდება თქვენი ყურადღება, ან საკვებად ნახევარფაბრიკატების ჭამა მოგიწევთ, ანდა, საღამოს სამსახურის საქმეებზე უარი უნდა თქვათ. მოკლედ, არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. ამ ყველაფრის გამო სტრესს მიიღებთ. მაგრამ, სტრესს მიიღებენ თქვენი ქმარიც და შვილიც... ერთი თქვენსავით იღლება სამსახურში, მეორე – სკოლაში ან ბაღში... ყველას გვჭირდება ოჯახურ სიმყუდროვეში დასვენება და ახალი დღისთვის ძალების აღდგენა. გამოსავალი არსებობს: სთხოვეთ ოჯახის წევრებს, ცოტა მოგეხმარონ. ერთად მოამზადეთ ვახშამი... ბავშვს დრო მონაცვლეობით დაუთმეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ. ერთად დაგეგმეთ დასვენების დღეები, ისინი მალე დადგება და სასიამოვნოდ უნდა გაატაროთ. აუცილებლად მოუსმინეთ ქმარსაც და შვილსაც, თუკი ატყობთ, რომ დღის შთაბეჭდილების გაზიარება უნდათ. მაგრამ, თუ პირიქით, ლაპარაკი არ უნდათ, ამასაც შეეგუეთ – ერთი სიტყვით, გახსოვდეთ ბალანსი, ოჯახი და სამსახური ორივე მნიშვნელოვანია!

ცხოვრებასა და
 სიყვარულზე

არავინ იცის, რისთვის, რა გამორჩეული ნიშნის გამო ვიყვარებთ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ, გვიყვარს და მორჩა! დიდ, ჭეშმარიტ სიყვარულს თავისი გზა აქვს და თუ ცხოვრებას ამ გზით გადიხარ, მაშინ, გაგიმართლა, რადგან აუცილებლად იპოვი ბედნიერებას. ხშირად გაიხსენეთ ის მშვენიერი, ბედნიერი დღეები, როცა ერთმანეთით ცოცხლობდით და ერთმანეთი გიხაროდათ. გაავარჯიშეთ თქვენი მეხსიერება პოზიტიურად: როგორ შეხვდით, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ შეგიყვარდათ; როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგექმნათ ოჯახი და ერთად ბედნიერად გეცხოვრათ. შეიძლება, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრება არის ისეთი, როგორიც არის, სიყვარულის გარეშე ცხოვრება კი ნაცრისფერი და მოსაწყენია. მაინც რა გვჭირდება ქალებს მამაკაცის დადებითად შეფასებისთვის? ყურადღება – რაც ნებისმიერი ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული. გააჩნია, ვის რა ურჩევნია, ზოგს მხოლოდ ყვავილების თაიგული აკმაყოფილებს; ზოგს უნდა, რომ საყვარელი მამაკაცი სერენადებს უმღეროდეს; ზოგსაც სიყვარულის განსხეულება ურჩევნია – ძვირფასი საჩუქრების სახით. ერთი სიტყვით, ვაღიაროთ, რომ სიყვარულის მაინც გვჯერა – გვინდა, მაგრად ჩავებღაუჭოთ ჩვენს „პრინცს” და მასთან ერთად გადავეშვათ გრძნობის მორევში. ბედნიერებაც სხვა არაფერია, უსიყვარულოდ ცხოვრება კი ნაცრისფერი მოწყენილობაა – სპეცეფექტების გარეშე. იმ სპეცეფექტების გარეშე, რომლებიც ბედნიერს გვხდის.

დატკბი  ცხოვრებით!

არის მომენტები, როცა სხვის შემხედვარეს, უნებლიეთ გვძლევს შური და საკუთარ თავს ვსაყვედურობთ, ამდენს რომ ვერ მიაღწია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივად ახერხებენ საკუთარი თავის ფლობას, შესანიშნავად აკონტროლებენ ემოციებს, აუჩქარებლად სვამენ ყავას, ღიმილით ათვალიერებენ ჟურნალს... მათგან მხოლოდ დადებითი ენერგეტიკა მოდის. ბუნებრივია, ფიქრობ, რომ  მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ – არავითარი პრობლემები, მხოლოდ უზრუნველი, ლაღი და უღრუბლო ცხოვრება. სინამდვილეში კი ამ ადამიანებს აქვთ უნარი, მიიღონ სიამოვნება პატარა პოზიტივიდანაც კი. სასიამოვნო მომენტები ყველას გვაქვს, მაგრამ ყველამ არ ვიცით ამ მომენტების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება, არადა, ამაში შეუძლებელი არაფერია, მთავარი სურვილი  და მონდომებაა. ეცადეთ, აღმოაჩინოთ და დაინახოთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები, დააფასოთ ისინი და აქციოთ სიხარულის მოტივად.
კვირაში ერთი დღე მაინც გამონახეთ ისეთი, როცა გააკეთებთ იმას, რაც მართლა ძალიან გინდათ. ანუ, დღე დაგეგმეთ ისე, რომ ის ბევრი სასიამოვნო მომენტისგან შედგებოდეს. თუ მოინდომებთ, ამას შეძლებთ. დაიწყეთ იმით, რომ აღარ შეიცოდოთ საკუთარი თავი, შეწყვიტეთ წუწუნი და გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. გულახდილი იყავით საკუთარ თავთან – ეს აუცილებელი პირობაა. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება და ბევრ პოზიტიურ, ბედნიერ დღესაც გაჩუქებთ.

скачать dle 11.3