კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გაზაშვილი
მამაკაცის საკუთარი სახელი გაზა დაფიქსირებულია კოლხეთში, გაზი კი – სვანეთში, კერძოდ, მესტიაში.
ამ გვარის შესახებ ისტორიულ საბუთებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
ასევე, სომხებთან გვხვდება გვარი გაზარიანი, აზერბაიჯანში – გაზომაგამედოვი. რუსმა მოხელეებმა ბევრი გვარის ფუძის შემდეგ მიაბეს თავიანთი ფორმანტი ოვ და იევ და ჩვენს შემთხვევაშიც გაჩნდა გაზაევი.
 საქართველოში 947 გაზაშვილი ცხოვრობს: გორში – 315, თბილისში – 175, ქარელში – 160. არიან სხვაგანაც.
მირზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მირზა, რომელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ნიშნავს „ამირას შვილს”. ამირა, შუა აზიაში არაბთა მოსვლის შემდეგ მხედართმთავარს, მმართველს ეწოდებოდა.
მირზა გვხვდება როგორც ტიტულად, ასევე საკუთარ სახელადაც. ჩვენში კი ამ საკუთარი სახელის გავრცელებას მოწმობს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი – მირზაანი.
„აზნაურ მირზაშვილთა წინაპარნი იყვნენ მწერალნი როსტომ მეფის კარზე და ამათ მაშინ, 1655 წელს, მიიღეს აზნაურობა და დაშთენ მირზასაგან მირზაშვილებად. შთამომავლობანი მათნი და ესენიცა მოსახლეობენ ქართლში და იყვნენ მეფეთაგან აზნაურად მიღებულნი და ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებული”.
1597 წელს მირზაშვილი იყო სამეფო კარის მწიგნობარი და დამწერი ალექსანდრე მეფის მიერ თავისი დის, ქეთევანისთვის მიცემული აკურას მონასტრის წინამძღვრობის წყალობის წიგნისა.
1646 წელს, უკანგორში მცხოვრები ყულიჯანა მირზაშვილი წილად ხვდა ლეონ თურქისტანიშვილს, რაც როსტომ მეფემ დაუმტკიცა.
1650 წელს გოჩა მირზაშვილი ხიზანა მირიაშვილის მიერ პაპუნა სულხანაშვილისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმეა.
1652-1685 წლებში, აივაზა მირზაშვილი ნაზირა თამაზაშვილის მიერ პაპია შანშიაშვილისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმედ გვევლინება.
საქართველოში სულ 544 მირზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 260, გარდაბანში – 67, გორში – 62. არიან სხვაგანაც.
უძილაური
უძილაური სათემო გვარია ფშავში, მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – უძილაი.
უძილაურთა  სოფელია ფშავში. ფშავში თერთმეტი თემი არსებულა, გვარი კი შედარებით მეტი იყო. „ფშავში გვქონდა გოგოჭურთ, გაბიდაურთ, გოგოლაურთ, ქისტაურთ, ჭოჩოელთ, გოდერძაულთ, მათურელთ (ზურაბაულთ), წოწკოლაურთ, უძილაურთ, წითელაურთ და უკანა-ფშაველთ თემები“.
საქართველოში 506 უძილაური ცხოვრობს: ახმეტაში – 234, დედოფლისწყაროში – 84, დუშეთში – 45. არიან სხვაგანაც.
გასიტაშვილი
გვარი სათავეს იღებს ვარძიელაშვილების გვარიდან.  1690 წელს შედგენილი ისტორიული დოკუმენტი ასეთ მასალას გვაწვდის: „ვარ ვარძიელასშვილი, იგივე გასიტასშვილი გიორგი, მყავს მამა გასიტა, ძმები – ზაქარია, ხოსიტა“.
„დათუნა გასიტაშვილმა მიჰყიდა შოშიტა მიქელასშვილს ნაახოები მიწა გოჩა იჩითიძის, ბერიკა იაველასშვილის და სავარძელოსშვილის მიწებამდე“ (1690 წელი).
საქართველოში 455 გასიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 121, გორში – 112, ქარელში – 72. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3