კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საგაზაფხულო „გადაწყობა”



„გადაეწყვე” გაზაფხულისთვის – ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, როცა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეთ, ხელი მოჰკიდოთ გადადებულ საქმეებს, მიიყვანოთ ისინი ბოლომდე და, რაც ყველაზე მთავარია, დაალაგოთ თქვენი პირადი ცხოვრება. იმისათვის, რომ ეს კარგად გამოგივიდეთ, დაიწყეთ მარტივი, თუმცა ძალიან სასარგებლო საქმით – გარდერობის დალაგებით, ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია. გარდერობის დალაგება პოზიტივია და, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ამ დროს თქვენი აზრებიც „დალაგდება”. დაიწყეთ იმით, რომ გაარკვიეთ, რომელი ნივთები იქცა თქვენს გარდერობში უსარგებლოდ.
სამოსისგან უნდა გათავისუფლდეთ, თუკი:
* ერთი წლის განმავლობაში, ერთხელაც კი არ მოგეცათ მისი ჩაცმის შესაძლებლობა;
* თითქმის დაგავიწყდათ მისი არსებობა და მხოლოდ კარადის დალაგებისას ამჩნევთ;
* სამოსი თქვენს რეალურ ზომასთან შედარებით გაცილებით პატარაა და ისეთი პატარაა, ოცნება იმაზე, რომ ოდესმე ისევ ჩაგეტევათ, სასაცილოა;
* საერთოდ აღარ „ჯდება” თქვენს სტილში, გამოიყურება თინეიჯერულად, ექსტრემალურად, უხერხულად და გამომწვევად.
ამ ჩამონათვალიდან ერთი პუნქტიც საკმარისია, რომ ნივთს შეელიოთ. გაეცით ის და მაშინვე გაგიჩნდებათ ახალი, უფრო შესაფერისი სამოსის შეძენის მოტივაცია. თანაც, თუ ამ სამოსს გააჩუქებთ, კეთილ საქმეს გააკეთებთ და ესეც სერიოზული პოზიტივია. გარდერობის განახლება ავტომატურად „გადაგაწყობთ” გაზაფხულისთვის და ნელ-ნელა პირადი ცხოვრებისგანაც განდევნით იმ უსარგებლო „ხარა-ხურას”, რაც ბედნიერებაში გიშლით ხელს.

საჩუქრის ენაზე

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში საჩუქარს არცთუ პატარა როლი ენიჭება. შეიძლება, ერთბაშად ცუდადაც მოგეჩვენოთ, რომ ამდენ ყურადღებას ვაქცევთ საჩუქარს, რომელიც სრულიად ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ქალსაც სიამოვნებს საჩუქარი და მამაკაცსაც, თუმცა მამაკაცის საჩუქარს მაინც სხვა შინაარსი აქვს. მით უმეტეს, თუკი ეს მამაკაცი გამჭრიახობითა და რომანტიკული ბუნებით გამოირჩევა.
საერთოდ, ქალს ურჩევნია ყოველგვარი განსაკუთრებული თარიღის გარეშე მიიღოს საყვარელი მამაკაცისგან საჩუქარი, მაგრამ, მამაკაცთა უმრავლესობა საკმაოდ პრაგმატულია – მათ მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებში ახსენდებათ საჩუქარი, ან საერთოდაც არ ახსენდებათ. ამბობენ, რომ კაცმა ქალს ხშირად უნდა აჩუქოს საჩუქრებიც და ყვავილებიც.
საჩუქრის გადაცემა მხოლოდ სასიამოვნო რიტუალი არ არის. პატარა სიურპრიზები ერთმანეთის მიმართ გრძნობის გამოხატვაში გვეხმარება. უსიტყვოდ მიანიშნებს პარტნიორს, რას განიცდი, როცა შენ გვერდით არის და ეს ძალიან კარგია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, როგორც არ უნდა ვჩქარობდეთ, საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარს მაინც გრძნობის კარნახით ვყიდულობთ – ეს ინსტინქტურად ხდება, თითქოს ინტუიციის კარნახით.
სამწუხაროდ, დრომ ქალებიც ზედმეტად რეალისტები და პრაგმატულები გაგვხადა. არცთუ იშვიათად, მამაკაცისგან ან საერთოდ არაფერს ველოდებით, ან ველოდებით ისეთ რაღაცას, რაც მის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. თუკი მამაკაცს საჩუქრის ენაზე უნდა თქვენთვის რაღაცის თქმა, მიეცით მას ამის საშუალება. ნუ გაუცრუებთ იმედს და ნუ დაუწუნებთ არჩევანს – ეს მნიშვნელოვანია.

„აყვავილებული”
 გაზაფხული


უკვე შევთანხმდით, რომ გაზაფხული სიყვარულის დროა – იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად იღვიძებენ ჩვენი გრძნობები. ვიღაცეებს დღემდე სჯერათ, რომ, თუკი სწორედ გაზაფხულზე იპოვიან სიყვარულს და ბედს თავის რჩეულს დაუკავშირებენ, სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვრებენ ერთად. ამბობენ, სწორედ მაშინ ვხდებით დიდები, როცა ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას მეორე ადამიანის მიმართ, ანუ, მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის, თუკი მას არ ახლავს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ამ ადამიანის წინაშე.
დიახ, სწორედ პასუხისმგებლობა ამყარებს გრძნობას; სწორედ პასუხისმგებლობა ამაღლებს ნდობის ხარისხს და აჩენს სტაბილურობის განცდას.
გაზაფხული გვაძლევს სტიმულს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ – ზუსტად ისე უნდა გავიხსნათ პოზიტივისთვის, როგორც ბუნება იღვიძებს და იხსნება. რისთვის გვჭირდება ეს? – იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ საკუთარ ცხოვრებას, „დავალაგოთ” პრიორიტეტები, დავსახოთ მიზნები და ავივსოთ ახალი ენერგიებით.
ჩვენშიც უნდა შემოვიდეს გაზაფხული და დაიყვავილოს. ქალები ორმაგად პოზიტიურად გრძნობენ გაზაფხულის მოსვლას და უფრო მეტადაც უხარიათ წელიწადის ეს დრო, ვიდრე მამაკაცებს. ნუღარ დაკარგავთ ძვირფას დღეებს, გამოიყენეთ გაზაფხული თქვენს სასიკეთოდ და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. აუცილებლად შეძლებთ ამას, თუკი სულ ცოტათი მაინც მოინდომებთ და, უბრალოდ, გაზაფხულის მაჯისცემას აჰყვებით.

ხასიათი – ეს შენია!

ადამიანის ხასიათის ნებისმიერი თვისება შეიძლება განვიხილოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. ანუ, თუ თქვენში რაღაც არ მოგწონთ, იცოდეთ, რომ ის მაინც თქვენია და აუცილებლად ექნება პოზიტიური მხარეც.
მაგალითად, სიჯიუტე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ხასიათის სიმტკიცე ან პრინციპულობა; უინციატივობა – როგორც სიფრთხილე... ასე რომ, პლუსების პოვნა ყოველთვის, ყველაფერში შეიძლება, მთავარია, გახსოვდეს, რომ ხასიათი – ეს შენია და მასთან ერთად უნდა იცხოვრო, სასურველია, სრულ თანხმობაში.
რა ხდება, როცა საკუთარი ხასიათი არ მოგწონთ და ვერ ეგუებით მას? ბევრი ცუდი რამ – პრობლემების კასკადი გატყდებათ თავს და ხვდებით, რომ არაფერი გამოგივათ. ასეთი განწყობით კი ბევრს ვერაფერს მიაღწევთ. მაგალითად, როგორ დაუახლოვდებით მამაკაცს და მოიწონებთ თავს, თუკი გექნებათ განცდა, რომ საზიზღარი ხასიათი გაქვთ – ეს ხომ დაგაკომპლექსებთ და ნორმალურად ურთიერთობის საშუალებას არ მოგცემთ.
ნუ გადაგექცევათ ჩვევად, ყველა წვრილმანზე უსაყვედუროთ საკუთარ თავს. ხშირად გააკეთეთ არჩევანი საკუთარი სიამოვნების სასარგებლოდ და „გადაიტვირთეთ“ პოზიტივისთვის. თქვენი ხასიათი თქვენი ინდივიდუალურობის იდენტიფიკატორია – გახსოვდეთ ეს. მას უამრავი პლუსი ექნება, უბრალოდ, მათი დანახვა უნდა ისწავლოთ...

скачать dle 11.3