კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი!,“ მაგრამ, როდესაც ის არის მტერი უფლის, სამშობლოს, მოყვასის, როგორ უნდა შევიყვარო?
პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს ყოვლისმიმტევებლობასა და უკეთურების წახალისებას. მამას შეუძლია, თავისი შვილი კიდეც უყვარდეს და სჯიდეს კიდეც. ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის ნების დართვას; ქრისტიანული სიყვარული – ეს არის მომთხოვნელობა. ქრისტიანობა ყოველ ადამიანს უსურვებს მარადიულ ხსნას, მაგრამ უარი ბოროტებისადმი წინააღმდეგობაზე არ არის ქრისტიანული საქციელი.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ჩვენ თვითონ ვაკურთხოთ შეძენილი ხატები?
პასუხი: ხატის კურთხვევა ყველას არ შეუძლია, ხატი მხოლოდ მღვდელმსახურის მიერ იკურთხება.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს: „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“?
პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა, იესო ქრისტემ, ჯვარზე განცდილი სიკვდილით დათრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც ადამის სახით იყო დასჯილი კაცობრიობა ცოდვით დაცემისთვის. მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა კაცობრიობა ცოდვისგან, წყევისა და სიკვდილისგან. თუ ფიზიკურ სიკვდილს ჯერ კიდევ აქვს კაცობრიობაზე ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია და ეს მოვლენა არის ქრისტიანობის უმთავრესი ჭეშმარიტება.
კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანობა ქელეხს?
პასუხი: მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის მისაღებია გარდაცვლილთა მოსახსენიებელი აღაპი. წმიდა მოციქულთა – პეტრესა და პავლეს განწესებაში ნათქვამია: „გარდაცვლილთა მოსახსენიებლად გამართული სუფრა კეთილწესიერებითა და ღვთის შიშით უნდა ჩატარდეს, რომ შეძლონ გარდაცვლილის მეოხება“.
კითხვა: მორწმუნე ადამიანებს გვსურს ეკლესიის აშენება. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
პასუხი: ეკლესიის იერარქთა ლოცვა–კურთხევის გარდა, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი საკანონმდებლო დებულება: „სალოცავი სახლის შენებას ნუ მიჰყოფს ხელს ის, ვისაც არ აქვს აშენების დამთავრების შესაძლებლობა“.

скачать dle 11.3