კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რაში იყო კლინიკა „გული” ერთ-ერთი პიონერი საქართველოში და როგორ შექმნა მან კარდიოლოგიის 20-წლიანი ისტორია

„გულის მკურნალი მხოლოდ „გულია” – ეს სლოგანი წლების წინ გამოცდილმა და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალმა, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ მოიფიქრა კარდიოლოგიური კლინიკისთვის, რომელსაც „გული” ჰქვია. თავისი საქმის უდიდესმა სიყვარულმა ანზორ მელიას ბევრი წინააღმდეგობა დააძლევინა და მცირე სადავო ფართში დაწყებული საქმე დღეს დიდ და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის კლინიკად აქცია. „გული” უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ და სახლის (ოჯახის ექიმის სამსახური) პირობებში.

 ანზორ მელია: დავამთავრე მოსკოვის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ ვმუშაობდი მეოთხე მთავარი სამმართველოს კარდიოლოგიური განყოფილების ექიმად. მოგვიანებით გადამიყვანეს ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგედ. შემდეგ მოსკოვში დავიცავი დისერტაცია კარდიოლოგიაში. განყოფილების გამგედ მუშაობისას, ჩემმა ლექტორებმა, პროფესორებმა ვერ აიტანეს პაციენტების მხრიდან სიყვარული და პატივისცემა ჩემ მიმართ და, სრულიად აბსურდული მიზეზის გამო (ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს გამო, სადაც ვაქებდი კათედრასა და მთავარ ექიმს და სიტყვას არ ვამბობდი საკუთარ თავზე), დამიპირისპირდნენ. ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტი იყო, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. მე, ფაქტობრივად, ვცხოვრობდი საავადმყოფოში, ჩემი საქმიანობა იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ვერანაირმა გარემოებამ ვერ მაიძულა ამაზე უარის თქმა.
– როგორ შეიქმნა კლინიკა „გული”?
– მას შემდეგ, რაც მწვავე ინფარქტების განყოფილებიდან ზოგადი კარდიოლოგიის განყოფილებაში გადამიყვანეს, ერთი ჩემი პაციენტის დახმარებით 800 კვადრატულ მეტრ ფართში მოვაწყვე კარდიოლოგიური განყოფილება.  ინტენსიური თერაპიის ბლოკი გადმოვიტანე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ხუთი პალატა ავიღე იჯარით და წავიყვანე ოცდაშვიდი თანამშრომელი, რომლებიც, ჩემს მსგავსად, გარემოების მსხვერპლი გახდნენ, მიუხედავად მათი ძალიან დიდი პროფესიონალიზმისა. ჩემ წინააღმდეგ ბრძოლას მაინც არ წყვეტდნენ. მე გავიარე 13 სასამართლო პროცესი. პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი, სულ ვმუშაობდი და ამის გამო ყველა პროცესზე დამაგვიანდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ცამეტივე პროცესი მოვიგე. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით სახელისა და პრესტიჟის მოპოვება. წელს, 1 აპრილს, კლინიკა „გულს” 20 წელი უსრულდება. 10 წლისაა ჩვენი კლინიკის ზუგდიდის ფილიალი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ინტერნეტის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ვადევნებ თვალყურს მათ მუშაობას – პრაქტიკულად, მათთან ერთად ვმუშაობ! ხშირად ჩავდივართ, კავშირი გვაქვს ჩვენს ექიმებთან, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ზუგდიდის კლინიკა „გული” ისეთივე მაღალპროფესიონალური კლინიკაა, როგორც კლინიკა „გული” თბილისში.
– რა მიღწევები აქვს კლინიკა „გულს”?
– ჩვენ შევქმენით პირველი რითმოლოგიის განყოფილება საქართველოში. პირველად ჩვენ ჩავაყენეთ უეცარი კარდიული სიკვდილისგან დამცავი მოწყობილობა. „მედტრონიკი” – ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი სამედიცინო ტექნოლოგიებში, იყო ჩვენი პირველი პარტნიორი და ხელშემწყობი ამ რთულ გზაზე. წლების წინ ჩვენ მათთან დავამყარეთ უშუალო კავშირი და პირველებმა ჩვენ ჩავაყენეთ ისეთი ჭკვიანი აპარატები, როგორებიცაა დეფიბრილატორი ან სამკამერიანი პეისმეიკერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება, არათუ სიცოცხლე, არამედ ჯანმრთელობაც შევუნარჩუნოთ ჩვენს პაციენტებს. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს გერმანიისა და ვენის წამყვან კლინიკებთან.
– როგორია თქვენი კლინიკის მედიკოსთა გუნდი?
– მე არცერთი სახელოვანი ექიმი არ ამიყვანია. ექიმების მერვე თაობას ვზრდით. რამდენიმე წლის წინ რეზიდენტურა დავაფუძნეთ, წელს ექვსმა ექიმმა დაამთავრა სრული კურსი და ექვსივემ უმაღლესი შეფასება მიიღო.  მათგან ხუთი კი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. როდესაც პაციენტი მოდის შენთან, თუ მას ტკივილს ორმოცდაათი პროცენტით არ შეუმსუბუქებ, შენ ექიმი არ ხარ. როდესაც პაციენტი შემოვა, მე მას ჩემს გულს ვაძლევ, ჩვენი მიზანია, რწმენა ჩავუნერგოთ პაციენტებს. ვერანაირ მატერიალურ კეთილდღეობას ვერ შეედრება ის მომენტი, როცა მოდიან განკურნებული, მადლიერი პაციენტები. ჩემი კლინიკა კერძო კლინიკაა, მე ერთპიროვნული დამფუძნებელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კლინიკა ყველასია. ჩვენ ჩვენს პაციენტებთან ვართ მართლები, ავადმყოფს ვერ მოატყუებ. მადლიერ პაციენტს მოჰყავს მთელი თავისი გარშემო მყოფები მსგავსი პრობლემებით და ამიტომ გვიწევს თანდათან გაფართოება.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ბევრი წლის წინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და მან გადმომცა მიწის საკუთრების მოწმობა, მე დავპირდი: ორ წელიწადში დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაზე დაგპატიჟებთ-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. ზუგდიდის კლინიკა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, ახლა მალე ვაპირებ კარდიოქირურგიის ცენტრის გახსნას, რომელზეც უკვე მესამე პრეზიდენტს დავპატიჟებ. მალე ვხსნით ზოგადი რეანიმაციის განყოფილებასაც.
მისამართი: საქართველო, თბილისი, წინანდლის ქ. ¹9
საკონტაქტო ტელ: +995 32 277 07 40;  
სასწრაფო: +995 32 294 00 11;
წინასწარი ჩაწერა: +995 32 277 62 62.
ვებ-გვერდი: www. guli.ge   
ელ.ფოსტა : guli@guli.ge

скачать dle 11.3