კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ ტუჩების გარშემო ნაოჭები არ გამიჩნდეს?
პასუხი: გარდა იმისა, რომ სისტემატურად უნდა გაიწმინდოთ სახე და წაისვათ დამატენიანებელი, მკვებავი და სხვა კრემები, აუცილებლად ჩაატარეთ მარტივი ვარჯიშები:
ა) გაიღიმეთ ისე, რომ თითქმის ყველა კბილი გამოგიჩნდეთ. შეჩერდით ამ მდგომარეობაში და საჩვენებელი თითების ბალიშებით ტუჩის კუთხეები ზემოთ აქაჩეთ. დაითვალეთ 5-მდე, მოკუმეთ ტუჩები, მოაშორეთ თითები ტუჩების კუთხეებს  და მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში ჩაატარეთ მინიმუმ დღეში ორჯერ – დილა-საღამოს.
ბ) ჩაიდეთ პირში ჩაის კოვზი და მოუჭირეთ ტუჩები (და არა კბილები). ისევ მხოლოდ ტუჩების მეშვეობით შეეცადეთ, კოვზის ტარი აამოძრაოთ ზემოთ და ქვემოთ, მაქსიმალური ამპლიტუდით, ვარჯიშის გასართულებლად კი შეეცადეთ, გაიღიმოთ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს 30 წამის განმავლობაში. თითოწუთიანი შესვენებების შემდეგ ვარჯიში გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
კითხვა: გარკვეული მიზეზების გამო, აუცილებლად მჭირდება ორ კვირაში 6-7 კილოგრამის დაკლება. როგორ მოვიქცე, როგორ დიეტას მირჩევთ?
პასუხი: თქვენ ეგრეთ წოდებული „ექსპრეს-დიეტა“ გჭირდებათ. უნდა შეგახსენოთ, რომ აუცილებლად აიღეთ დიეტის ნებართვა თქვენი მკურნალი ექიმისგან. რაც შეეხება წონაში სწრაფად დაკლებას, დიეტის დაწყების წინ უნდა გამოირეცხოთ კუჭ-ნაწლავი, შემდეგ კი მოაწყოთ განტვირთვის დღეები და 2 დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ გაზგასული მინერალური წყალი (დღეში 3 ლიტრამდე). შეგიძლიათ, მინერალური წყალი ჩაანაცვლოთ ხილის ან ბალახეულის ჩაით ან სახელდახელოდ მოხარშული უშაქრო კომპოტით. განტვირთვის დღეების შემდეგ ჩატარებული დიეტა ორჯერ უკეთეს შედეგს იძლევა.

скачать dle 11.3