კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სოიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოიტა.
ლეკვია სოიტაშვილი მოხსენიებულია 1760 წელს, ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი წარიხაძემ მისცა შალვა ფავლენიშვილს.
1817 წელს, სოფელ ღოუბანში, პრაპორშჩიკ თავად ლუარსაბ ორბელიანის მამულზე მცხოვრებთა შორის მოიხსენიება გულია სოიტაშვილი.
საქართველოში 112 სოიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 66, თბილისში – 32, გორში – 4. არიან სხვაგანაც.
სუთიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სუთია. ასევე, ამ ფუძით გვხვდება გვარი სუთიძე.
ასევე, გადმოცემით, ერთ-ერთი სუთიაშვილი ერთ ჩაფ ღვინოს სვამდა და ვაჟკაცურად ინელებდა, რის გამოც მას ჩაფიძე შეარქვეს. სხვა წყაროთი კი სუთიაშვილები ჩაფის მკეთებლები, ხელოსნები იყვნენ.
საქართველოში 127 სუთიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 67, მცხეთაში – 54, გორში – 6.
ჯავარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯავარი, რომელიც არაბულია და ქართულად „მარგალიტს“ ნიშნავს.
იოანე ბაგრატიონის წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს თავად-აზნაურთა გვარებისა“, წერია: „აზნაური ჯავარაშვილი – ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველად, 1039 წელს, ახალციხის კერძო ჯვარის ციხის მოურავად და ოდეს მიიღო თურქმან ახალციხე, მაშინ მოვიდა ჯავარა ვინმე ამათნი წინაპარნი და დაესახლა გაღმა მხრის სათარხნოს ადგილთა შინა სამეფოსა ადგილსა და ესენიცა ცნობილ იყვნენ დროსა სვიმონ მეფისასავე აზნაურად და აწ რომელნიცა არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა ჯავარაშვილად მოხსენებული ჯავარის გამო სახელისა“. აზნაური ჯავარაშვილები ჯარაშვილების მონათესავენი ყოფილან და ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულნი.
ერთი წყაროს მიხედვით, ჯავარაშვილები არიან ქართველი ებრაელებიც.
საქართველოში 175 ჯავარაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 60, გურჯაანში – 34, თბილისში – 25. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ზუკაკიშვილი
გარე კახეთში გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ზუკაკი, რომელიც შემდგომ გვხვდება ფუძედ, გვარში – ზუკაკიშვილი.
გვარი ზუკაკიშვილი ისტორიულ წყაროებში და საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიება.
„ზუკაკიშვილები, ბერთუბანს მცხოვრები აზატი კაცები... ყველა ზუკაკისშვილს, დიდსა თუ ცოტას, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისთვის, თუ მართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლები).
ზუკაკიშვილი გიუნა იყო მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავით ქურხულისთვის მიცემული პირობის წიგნისა კეთილმოყვარეობის შესახებ, 1681 წელს.
ზუკაკიშვილი ზუბიტა იყო მოწმე კათალიკოს იოვანეს მიერ გარეჯის წმიდა დავითის ეკლესიისთვის მიცემული ზვრის შეწირულობის წიგნისა, 1690 წელს.
საქართველოში 434 ზუკაკიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 220, საგარეჯოში – 140, მცხეთაში – 17. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3