კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ განსხვავდებიან თანამედროვე მარხული ადამიანები იმათგან, ვინც არ მარხულობენ და ეკლესიაში არ დადიან

„დაიწყო თუ არა მარხვა, ქვეყანაშიც პრობლემები დაიწყო. ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო და, ამიტომაც, ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და, ისე, როგორც ვცხოვრობთ, არ უნდა გავაგრძელოთ. მარხვაც სწორედ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ცოდვებისგან განვიკურნოთ და დავბრუნდეთ უფალთან...“ – საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე, მარხვის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ჩვენ შორს ვართ ზნეობრივი, ადამიანური ცხოვრებისგან, მოყვასის სიყვარულისგან, რადგან ის, რაც ხდება დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ითქმება და გადმოიცემა, სამარცხვინოა და გული მტკივა. უფალმა დაგვანახვა ჩვენი სახე კარგად. ფაქტი სახეზეა: იმ ხალხს ვისაც ჭკუა მოეკითხება, ჭკუას გვარიგებენ, ვაქებდით და ვადიდებდით, არ ყოფილან იმ სიმაღლეზე, რომელზეც უნდა ყოფილიყვნენ. ამაში სამარცხვინო არაფერია, რადგან ადამიანი დაცემულია. მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ ცოდვები, ვილოცოთ ერთმანეთისთვის, სხვაგვარად ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ ცოდვაზე. იოანეს გამოცხადებაში წერია: ვისაც რა უნდა, ის აკეთოს; უსჯულო უსჯულოებდეს, მართალი მართლობდეს, როცა მოვალ, ყველას თავისას მივუზღავ, – ამბობს მაცხოვარი. მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა არ შეიძლება, პრეზიდენტი კი არა, ვინც უნდა იყო. რას აკეთებ და როგორ აკეთებ, მოთხოვნილებებს როგორ იკმაყოფილებ, ამის ეთერში თქმა, დაუშვებელია. ბევრი ამბობს: ბიბლიაში რომ წერია: არა იმრუშო, სიძვა – თურმე, გადმონაშთი ყოფილა ძველი დროის. იმ ცოდვამ, რომელსაც მრუშობა ჰქვია, იმპერიები გადააშენა. რომის იმპერია მრუშობამ, მამათმავლობამ, სიძვამ, გარყვნილებამ, ფუფუნებამ გადააშენა. ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენთან, დასაწყისია უფრო მეტი განსაცდელის. თუ ცხოვრებას ისევ ისე გავატარებთ: პოლემიკაში, ჩხუბში, განკითხვაში, პოსტების დაწერაში – ამას ძალიან დიდი განსაცდელი მოჰყვება, ამიტომ, ყველამ ჩვენს ცოდვებს მივხედოთ. ყველანი ცოდვილები ვართ, დავანებოთ თავი სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩახედვას და მივხვდეთ, ყველა ის ცოდვა, რაც ლუსტრირებული გახდა, ყველა ჩვენთაგანშია.
– ადამიანებს განსაკუთრებულად უყვართ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, მათი პირადის განხილვა, განსაკუთრებით, თუ ის ცუდია და გასაქილიკებელი. ამის გამო ხშირად გვერდზე რჩებათ საკუთარი ცხოვრება და ვერ ხედავენ იმ ცოდვებს, რასაც თავად სჩადიან. რა არის ამის მიზეზი?
– როდესაც მაცხოვარს  მემრუშე ქალს მიუყვანენ და მის ჩაქოლვას სთხოვენ, იგი ამბობს: პირველი ქვა იმან  ესროლოს, ვინც უცოდველიაო. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, დასაგმობი, მაგრამ ხელის გაშვერა სხვაზე, როდესაც თვითონ უფრო მძიმე ცოდვებში ხარ, ამაზრზენია. როცა ადამიანი სხვის ცოდვებს უკეთებს აფიშირებას და აცხადებს, ამით თავის სივერაგეს, სიბილწეს მალავს. დღეს ეკლესიასა და სასულიერო პირებს ხშირად ლანძღავენ – ვისთან მივიდე, ცოდვილიაო. ამას ხშირად იმიტომ აკეთებენ, რომ არ უნდათ სინანული, საკუთარი ცოდვების გამოაშკარავება და ხელს სასულიერო პირებისკენ იშვერენ. ღმერთმა მიატოვა ეკლესია და საქართველო? მიტოვებულები არ ვართ, კარგი მოძღვრები გვყავდა და გვეყოლება კიდეც; უბრალოდ, მთელი ერი სავალალო მდგომარეობაშია და ყველამ უნდა შევინანიოთ, მარხვა დავიცვათ. ცოტა ხნის წინ მაღაზიაში შევედი და სამარხვო ძეხვი და ყველი შემომთავაზეს. მარხვის არსი თუ არ ვიცით, რა აზრი აქვს მარხვას? რით განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, ვინც მარხვის არსი არ იცის და არ მარხულობს?! იმას არაფერი არ მოეკითხება, რადგან არც არსი იცის და არც მარხულობს. თქვენ თუ მარხულობთ და არსი არ იცით, მაშინ, რისთვის მარხულობთ? მარხვის დარღვევის გამო გამოგვაძევა ღმერთმა სამოთხიდან. ღმერთთან უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ, როგორ დავბრუნდებით, თუ ვამბობთ: ის ცოდვილია, მე კარგი ვარ; მე ვმარხულობ, ის –არა; ის მემრუშეა, მე პატიოსანი ვარ; ის მამათმავალია, მე წმიდანი ვარ?! – ეს არ არის მართლმადიდებლობა. სხვის ცოდვას რომ გაიგებთ, უნდა განიცდიდეთ და არ უნდა ამბობდეთ, რომ მათზე უკეთესები ხართ. მარხვა სწორედ ის არის, რომ დავაუძლუროთ სხეული და გავაძლიეროთ სული. სული მაშინ გაძლიერდება, როცა გვექნება სინანული, თავმდაბლური ლოცვა, სიყვარული; როცა ვიტირებთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ერის ცოდვებზე. როგორც კი მარხვა დაიწყება, მაშინვე მეკითხებიან: შეიძლება, რძის ნაწარმი მივიღო? ეს მივიღო, ის მივიღო? მარხვა დაწყებული არ არის, რომ  ყველა იმას ცდილობს, რამენაირად გაიმარტივოს მარხულობა. იმდენად ამაზრზენია ეს ყველაფერი, რომ გამოვაცხადე: ვისაც რა შეღავათი გინდათ, მიიღეთ-მეთქი. კითხულობს, მაკარონში კვერცხი ხომ არ არისო და, ამ დროს, გული ბოროტებით აქვს სავსე; ოჯახის წევრებს არ ელაპარაკება; ის ადამიანი ეჯავრება, იმას ლანძღავს და, ამ დროს, მარხვაზეა. ეს ფარისევლობაა და სხვა არაფერი. სახარებაში წერია: „როცა მარხულობთ, ორგულებივით ნუ იქნებით“. ჩვენც კი გარეგნულად ვმარხულობთ, ხოლო შიგნით ორგულები და ბოროტები ვართ. სუფრაზე რომ წამოსხდებიან და კიტრზე და პომიდორზე რომ ქეიფობენ – მარხვაზე ვარო, ყველა მას უყურებს, ის კი იჭყიპება ღვინით, თვრება, ცეკვავს, მღერის და იცინის – ეს რა მარხვაა?! იმ ადამიანებს, ვინც ცოდვაში არიან, ჰყავთ მოძღვრები, ეკლესიაშიც დადიან, ხელაპყრობილები ლოცულობენ, მაგრამ გამოდიან და ყველაფერი თავიდან იწყება. პავლე მოციქული ამბობს: ხორცის მჭამელი ნუ განიკითხავს იმას, ვინც ხორცს არ ჭამს და, თუ შენ არ ჭამ, ნუ განიკითხავ იმას, ვინც ხორცს ჭამსო. საკვები არ მიგვაახლოებს ღმერთს, ცხოვრების წესი გვაახლოებს ღმერთთან.
– რატომ იზიდავთ ადამიანებს ისეთი მოძღვრები, რომლებიც ყველაფერს პატიობენ და ყველაფრის უფლებას აძლევენ? ან, მეორე უკიდურესობაა – ისეთ მოძღვარს ირჩევენ, რომელიც მათ ძალიან მკაცრად ექცევა და ხშირად მათ გარეშე ნაბიჯსაც არ დგამენ.
– მართლმადიდებლობა ზომიერი გზაა. არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე უქადაქოს ადამიანს მცნებები, თავისი მოსაზრებები გაუზიაროს. ეკლესიას აქვს წმიდა გარდამოცემა, წმიდა მამათა სწავლება, რომლითაც ხელმძღვანელობს. თუ რომელიმე მოძღვარი წმიდა მამათა სწავლებით არ ქადაგებს, გვეუბნება: ასე ამბობდა მეოთხე საუკუენში იოანე ოქროპირიო, მაგრამ დღეს ეს მოძველებულია. ზომიერების პრობლემა გვაქვს ქართველებს. სამწუხაროდ, საერო ტიპიკონი არ გვაქვს და ბევრი მოძღვარი მონასტრული ტიპიკონით ახდენს კალკირებას ერისთვის,  რასაც საერო პირი ვერ იგებს. ამის გამო მართლმადიდებლობა მტანჯველ და ამკრძალავ, ჩამორჩენილ რელიგიად გადაიქცა. ქრისტიანობა ყოველთვის თანამედროვე იყო. პავლე მოციქული ამბობს: „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და ხვალ – იგივეა.” ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანს სჭირდება უფრო მეტი მოფერება, მეტი განათლება, ყურადღება, მხოლოდ ამბიონიდან, ტელევიზორიდან ცივად საუბარი საკმარისი არ არის, თუ პირადად ცივად მოვექცევით და სიყვარულს არ ვაჩვენებთ. მოძღვარს ხშირად ეზარება საუბარი და ეუბნება: ეს წაიკითხე, ეს ნახეო. არადა, ადამიანს საუბარი სჭირდება, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არ შეიძლება, ახალგაზრდას და მოხუც კაცს მრუშობისთვის ერთი და იგივე ეპიტიმია დაადო. ეპისკოპოსს სხვა ჯვარი აქვს, მღვდელს – სხვა, მუშას – სხვა, ინტელიგენტს – სხვა. ინტელიგენტი ის არის, ვინც დაუღალავად, გაუტეხელი შემართებით იბრძვის სულიერებისთვის; რომლის აზროვნებაც არ არის მიმბაძველი. სულიერება რა არის? – რომ დაინახო შენს თავში ცოდვები. ეკლესია ერთიანი სხეულია და, თუ ვინმე სცოდავს და მალავს, ის ნელ-ნელა აზიანებს მთელ ეკლესიას, განგრენის სახით გადაეცემა მას და აზიანებს.  მაგრამ ჩვენ ის ადამიანი კი არ უნდა განვიკითხოთ, ცემა-ტყეპა კი არ უნდა ავუტეხოთ, თავი უნდა დავხაროთ მასთან ერთად, მასთან ერთად ვილოცოთ და ვუკურნოთ; დაჩოქილებმა ვილოცოთ იმათზე, ვისი ცოდვაც გამომჟღავნდება – სხვაგვარად დავიღუპებით, მტერიც შემოგვესევა და, შეიძლება, საერთოდ გავნადგურდეთ.

скачать dle 11.3