კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მართალია თუ არა, რომ მართლმადიდებლური ჯვარცმა კათოლიკურისგან სამსჭვალთა (ლურსმანთა) რაოდენობით განირჩევა?
პასუხი: მართლმადიდებლურ ჯვარცმაზე მაცხოვარი ჯვარზე ოთხი სამსჭვალით არის გაკრული, ხოლო კათოლიკურზე – სამით (ფეხი ფეხზეა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭვალითაა მილურსმული). ამით მართლაც განსხვავდება მართლმადიდებლური და კათოლიკური ჯვარცმები.
კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა სესხის გაცემა?
პასუხი: დიახ, სესხის გაცემა კეთილი საქმეა, რადგან სესხი – მეორე ჩუქებაა. სესხის არგამცემი განისჯება ადამიანის მიმართ არასათნომყოფობის გამო. თუმცა მოწყალებაშიც გონიერებაა საჭირო, მაგალითად, არ უნდა ასესხო ლოთს, რომელიც ამ ფულით სასმელს შეიძენს.
კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?
პასუხი: წმიდა სერაფიმე საროველის გადმოცემით, ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან; მათთან, ვინც წმიდა მარხვას არ ინახავს. განეშორეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ უფლის და არ თაყვანისცემენ მას.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ტაძარში სივიწროვის გამო ღვთისმსახურების დროს იძულებულნი ვართ, ზურგით ვიდგეთ უახლოეს ხატთან. ამით ხომ არ შევცოდავთ?
პასუხი: გამოუვალი მდგომარეობის დროს, არ არის ცოდვა მღვდელმსახურების დროს ხატთან ზურგით დგომა.
კითხვა: როგორ წარმოვიდგინოთ ღმერთი – ცაში, საკუთარ თავში თუ კიდევ სხვაგვარად?
პასუხი: ეს არასწორი მიდგომაა. უნდა შეიძინოთ ჩვევა იმ აზრში გასამტკიცებლად, რომ ღმერთი ყველგან არის, ესე იგი, შენშიც და ის ხედავს ყოველივეს შენსას დაფარულს. ამგვარი რწმენით უნდა გამოხატავდე შენს რიდსა და კრძალვას უხილავი ღმერთის მიმართ, მისი  ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე.
კითხვა: რა არის ცხოვრებაში უმთავრესი?
პასუხი: როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი შეგვაგონებს, ცხოვრებაში მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ის ადვილად ერწმუნება დიდ ღვთისსათნომყოფელს.

скачать dle 11.3