კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომა რცხილაძის ანეკდოტები


ტიპი ისეთი დაბალი იყო, პირადობის მოწმობაში ფეხებიც უჩანდა.
***
ქმარმა ცოლს შეუსწრო საძინებელში საყვარელთან გართულს. დანა მოიმარჯვა და გაცეცხლდა:
– მოვკლავ ამ საზიზღარს, ეს რა მაკადრა!
ცოლი ფეხებში ჩაუვარდა:
– არ დაგვღუპო, დაფიქრდი, აი, ის ორიათასდოლარიანი შუბა რომ მაცვია, თანამშრომლებმა კი არ მიყიდეს, ამ კაცმა მიყიდა. აი, შენ რომ ბოლო გამოშვების „მერსედესით“ დადიხარ, ბიძაჩემს კი არ უყიდია, ამ კაცმა გიყიდა. ახლა კიდე, 3-ოთახიან ბინას დამპირდა...
– მერე, შე დედააფეთქებულო! ეს პატიოსანი კაცი სკვაზნიაკში რომ გიწევს, ფანჯარა მაინც დახურე!
***
ბიჭი ოთახში პლანს ეწევა. ფანჯრიდან დაინახავს, რომ კიბეზე მამამისი ამოდის. სად წაიღოს, ვერ მოფიქრებს და გუგულიან საათში შეაგდებს. გადის ცოტა დრო. უცბად გამოხტება გუგული და დაიძახებს:
– რომელი საათია, ბიჭებო?
– 12-ს აკლია ათი წუთი.
– ათი წუთის დედაც... – გუგუ, გუგუ!..
***
მეგრელი იღვიძებს ნამთვრალევი. გვერდზე ვიღაც ქალი უწევს. არაფერი ახსოვს.
– რამდენი წლის ხარ, ქალო, შენ?
– რამდენისაც გამოვიყურები, – გაიპრანჭა ქალი.
– ნუ იტყვილები, ქალო! მაგდენს არ ცოცხლობენ.
***
– რამდენი შვილი გყავთ? – ეკითხება სტუმარი გურულ მასპინძელს.
– ბევრი.
– მაინც?
– რა ვიცი, ისე დარბიან, დათვლას ვერ ვასწრებ.
***
– მიხო, როგორ ხარ? – დაუძახა შაქრომ ორღობეში მიმავალ მიხოს.
– წადი შენი დედაც! რა კარგ რამეზე ვფიქრობდი და ეს რა გამახსენე, ჯო!
***
ბავშვი სკოლოდან სახლში დაბრუნდა:
– მორჩა, მე სკოლაში აღარ წავალ!
– რატომ?
– კითხვა მე არ ვიცი და წერა და, თან, ლაპარაკსაც მიშლიან.
***
„მარშრუტკის” მძღოლმა ისეთ „იამკაში” ჩაარტყა, მაგნიტოფონში მომღერალმა მისამღერი გამოტოვა.
***
სვანი მგზავრობს მეტროთი. ცხადდება: მარჯანიშვილი, გოცირიძე, რუსთაველი, ახმეტელი.. სვანი არ ჩადის, ზის მშვიდად. ბოლოს გამოვიდა მემანქანე და უთხრა:
– თქვენ არ ჩადიხართ? ბოლო გაჩერებაა.
– მაიცა, კაცო, სად უნდა ჩავიდე, ჯერ ჩემი გვარი არ გამოუცხადებიათ.
***
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რა ემუქრება სიძეს, რომელიც სიდედრს ზღვაში დაახრჩობს?
– დაადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში.
***
ღამით გურულს ყაჩაღი დახვდება:
– დროზე მაიტა ფული!
– რავა, ძამია, არც შენ გაქვს?!

скачать dle 11.3