კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტატუებია პოპულარული 2016 წელს და როგორი სვირინგი უნდა გაიკეთოთ შრამზე

დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას. ტატუს ტენდეციები ყოველ წელს იცვლება.  რომელი სტილი იქნება 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში აქტუალური, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მობი ტატუმასტერს ვესაუბრეთ: წელს უფრო პოპულარულია რეალიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობა. ორივე თანამედროვე სტილია და ორივე შემთხვევაში ნახატი სხეულზე ზუსტად ისე გადადის, როგორც ის ფურცელზე ან სხვა მასალაზეა გამოსახული. მსგავსი ტატუს დროს, რთული მისახვედრია, ფოტოა თუ ნახატი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი სამუშაო, მაგრამ, ბევრად საინტერესოა, ვიდრე წარწერებისა და პატარა სხეულების ამოსვირინგება. ტატუს ეს სტილი საქართველოში იმდენად არ არის აქტუალური, როგორც უცხოეთში, მაგრამ თანდათან აქაც შემოდის. დიდი განსხვავებაა იმ მოთხოვნებს შორის, რაც თუნდაც ორი წლის წინ იყო ჩვენთან და რაც დღეს არის – მოთხოვნები  თანდათან იხვეწება, რაც მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ რეალიზმი და სიურეალიზმი იხატება ფერებით.
– უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა განსხვავებაა ორი წლის წინანდელ მოთხოვნებსა და დღევანდელ მოთხოვნებს შორის?
– მაშინ მოდაში იყო წარწერები, ვარსკვლავები და პრიმიტიული ნახატები, რეალიზმზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. ფერად ტატუებზე, დიდ ზომებზე გართულება ჰქონდათ. ახლა ფერადების გაკეთება დაიწყეს და ზომაზეც აღარ აქვთ გართულება. 
–  გასულ წელს გოგონები ოქროსფერ ტატუებს ანიჭებდნენ უპირატესობას. 
– ოქროსფერ ტატუს მე ტატუს ვერ მივაკუთვნებ, რადგან ის არ კეთდება ტატუს აპარატით. ამ დროს სხეულში არ შედის საღებავი. ის, უბრალოდ, გადასაყვანი „ნაკლეიკაა”.
– ძირითადად როგორ ტატუებს იკეთებენ გოგონები და ქალების მხრიდან უფრო დიდია მომართვიანობა თუ მამაკაცების მხრიდან?
– პროცენტულად ვერ შევაფასებ, მაგრამ, საერთო ჯამში, წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა როგორც მამაკაცების, ისე გოგონების მხრიდანაც. რაც შეეხება თავად გოგონებს, ცოტა რთული თემაა. მათ უფრო პატარა ზომის ტატუებისკენ აქვთ მიდრეკილება – ეს, შეიძლება იყოს წარწერა, ჩიტი, მერცხალი და მსგავსი რამ. თუმცა, უფრო გაბედულებიც არიან და დიდი ზომის ტატუებსაც არ ერიდებიან. საერთოდ, ტატუს გაკეთების სურვილი ბევრ გოგოს აქვს, მაგრამ, მშობლები, შეყვარებულები ან ოჯახის წევრები უშლიან ხოლმე, ამიტომ ცდილობენ, პატარა და დამალულ ადგილზე გაიკეთონ სვირინგი.
– 3D ტატუებზე როგორი მოთხოვნაა?
– დაინტერესება არის, მაგრამ, ჯერ იმ დონეზე არაა, რომ მასობრივად დაიწყონ მისი დახატვა. ტატუ მარტო სხეულის მოხატვას არ ნიშნავს, ის ხელოვნებაა, თუმცა, ყველაფერს ხელოვნებასაც ვერ დავარქმევთ. მაგალითად, წარწერას რომ იკეთებენ, ეს ხელოვნებას არ განეკუთვნება. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, ხუთი წელია, რაც ტატუს აპარატი მიჭირავს ხელში. ბავშვობიდან ვხატავდი და, ერთხელაც, მივხვდი, რომ ფურცელზე ჩემი ნახატებით არავინ დაინტერესდებოდა; ამიტომ, გადავწყვიტე, ისეთი საქმისთვის მომეკიდებინა ხელი, რომელიც სხვას გაახარებდა და სამუდამოდ დარჩებოდა მათ სხეულზე.
– მთლიანი სხეული თუ მოგიხატავს და მაქსიმალური თანხა რამდენი აგიღია ტატუში?
– მომიხატავს მთლიანი ზურგი და მკლავი, მაგრამ მთელი სხეული არა.  თბილისში ეს ცოტა რთული თემაა, ფინანსებთან არის დაკავშირებული. ერთ ამერიკელ ჯარისკაცს გავუკეთე მთლიან ზურგზე და მკერდზე, 4 დღე ვიმუშავე და 2 000 დოლარზე მეტი გადამიხადა. ეს საქართველოს ფასებია, თორემ, გერმანიაში, რომ ვმუშაობდი, 2 000 დოლარი ერთ დღეში გამომდიოდა ხოლმე.  გერმანელ და ქართველ კლიენტებს შორის ის განსხვავებაა რომ ისინი ფულზე არასოდეს გეკამათებიან (იცინის), თან, იქ საათობრივი ანაზრაურებაა.
– ტატუს კიდევ რომელი სტილია პოპულარული?
– „რეალიზმთან” ერთად, ასევე, არის „ძველი სკოლისა” და იაპონური სტილი. „ძველი სკოლა” ამერიკიდან მოდის. აქ ძირითადად კონტურებზე კეთდება აქცენტი.  არანაირი 3D ეფექტი არ აქვს, უბრალოდ, კონტური და გაფერადებაა.
– საშიშია ტატუს გაკეთება?
– საშიში არა მარტო საქართველოში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს. რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას თუ არაკვალიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც არ იცავენ სანიტარულ ნორმებს?! ინფექციები საიდან მოდის, თუ არა ინსტრუმენტიდან, რომელსაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულ სხეულთან, ან კიდევ, არასტერილური იყო?! რომ იცოდეს მკითხველმა, ტატუს გაკეთების დროს ყველაფერი  ერთჯერადი უნდა იყოს, იქნება ეს ნემსი, სანემსეები თუ საღებავის ჭიქები. ამ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც არ არის იმისა, რომ ვინმე დაავადდეს. როცა იყენებენ რკინის სანემსეებს, რომლებსაც ვითომ ასტერილებენ, შეიძლება, რაღაც გაიპაროს, რადგან ეს სტერილიზაცია ყველა ბაქტერიას არ კლავს.
– სანიტარული ნორმების დაცვის მიუხედავად, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ტატუს?
– იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავად არის დაავადებული, მაშინ, რიგი გართულებები მოჰყვება.  მაგალითად, თუ აქვს კანის დაავადება ან დიაბეტი. ამ შემთხვევაში კანის მოშუშება შენელებულია და დიდი პერიოდი სჭირდება. ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ, არის მეორე ფაქტორი, როცა იყენებენ უვარგის საღებავებს, ჩინურს და დაბალი ხარისხის. ორგანიზმში მათმა შეშვებამ, შესაძლოა, სერიოზული ალერგია გამოიწვიოს, რომელიც საკმაოდ რთულად იკურნება.
– დროებით ტატუსთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. შესაძლებელია თუ არა, 3-4 წელიწადში ტატუ სხეულიდან გაქრეს?
– დროებითი ტატუ არ არსებობს არც საქართველოში, არც ამერიკაში და არც იმის იქით. თუ დაიხატავთ სამ წელიწადში გადაგივათ და მსგავსი რამ არ დაიჯეროთ. ბევრი ატყუებს ხალხს იმ მიზნით, რომ ფული აიღოს. ეს, შეიძლება ითქვას, ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მეთოდია.  დროებით ტატუს ეძახიან, პერმანენტული მაკიაჟისთვის რომ იყენებენ საღებავს. მას ტუჩის დასაფერად და წარბის  კონტურების გამოსაკვეთად ხმარობენ, რომელიც 4-5 წლის შემდეგ უფერულდება, მაგრამ ბოლომდე ისიც არ გადადის, რადგან პიგმენტი კანიდან არსად მიდის. მეც მირეკავენ ხოლმე დროებით ტატუზე და, რომ ვეუბნები, არ არსებობს-მეთქი, მპასუხობენ: თქვენ არ იცით, თორემ, როგორ არ არსებობსო (იცინის).
– ინტიმურ ადგილებზე თუ იკეთებენ ტატუებს?
– კი, როგორ არა. მსგავს ადგილებზე ხშირად იხატავენ ჩიტებს, მერცხლებს, ყვავილებს. პირსინგსაც კი იკეთებენ.
– რამდენად ეფექტურია ტატუთი შრამების გადაფარვა?
– ძალიან ეფექტურია. მნიშვნელობა არ აქვს, სტრიები იქნება ეს თუ ოპერაციის შრამი. ტატუ იდეალურია დიდი შრამებისთვის, იმიტომ, რომ დიდ შრამებზე უფრო დიდი მოცულობის ნახატი კეთდება და, ახლოდან თუ არ დააკვირდებით, საერთოდ არ ჩანს, ჭრილობა თუ იყო. შრამების შემთხვევაში ტატუ შეიძლება ფერადიც იყოს და შავ-თეთრიც – ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესამჩნევია შრამი. ამ დროს გეომეტრიული ტატუების გაკეთება არ შეიძლება – ყველა ვარიანტში გამოჩნდება შრამი.
– ტატუს მოშორება შესაძლებელია?
– ტატუს მოშორება რთული თემაა, გააჩნია, რა გახატია და რომელი საღებავით. შორდება, მაგრამ, საღებავის სიმუქესა და ნახატის ზომას ექცევა ყურადღება. ადვილად შორდება საბჭოთა კავშირის დროს დახატული ტატუები, რადგან, უხარისხო საღებავია გამოყენებული.

скачать dle 11.3