კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დედა შვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის თანამზრახველი

52  წლის ზურაბ ფ-ძე ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს ყელის არეში დაზიანება დანით ჰქონდა მიყენებული.  არტერიაში დარტმული დანა, ჭრილობაში დაეტოვებინათ. გარდაცვლილის გვამი  დედამ, 70  წლის ნადეჟდა გ-ოვმა აღმოაჩინა.
სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაიწყო გამოძიება.  შემთხვევის ადგილზე ძალადობის ან  ქურდობის ფაქტი თავიდანვე გამოირიცხა. მამაკაცი სამზარეულოში, მაგიდასთან იყო გარდაცვლილი. სუფრა ორ ადამიანზე იყო გაშლილი. გარდაცვლილის დედის განცხადებით, შვილს ის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა და უთხრა, რომ სახლში ბრუნდებოდა. ამონაწერი ნადეჟდა გ-ოვის ჩვენებიდან: „ჩემს დასთან ვიყავი სტუმრად. ღამით იქ  ხშირად ვრჩებოდი, რაც ჩემმა შვილმა იცოდა. იმ დღეს წამლები სახლში დამრჩა და ზურას გვიან დავურეკე, სახლში დავბრუნდები-მეთქი. მან მიპასუხა ტელეფონზე და განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ვუთხარი, რომ კარი არ დაეკეტა, რადგან მძინარე შეიძლება, ვერ გამეღვიძებინა. ზურა საძილე პრეპარატებს იღებდა და მისი გაღვიძება მიჭირდა ხოლმე. სახლში, დარეკვიდან ორ საათში დავბრუნდი.   ბინის კარი ღია დამხვდა. პირდაპირ სამზარეულოში შევედი და მაგიდასთან თავჩაქინდრული ზურა დავინახე. იატაკზე სისხლის გუბე იდგა. დასახმარებლად მეზობლებს დავუძახე. მათ პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ზურა უკვე  გარდაცვლილი იყო.”
გამოძიების მასალების მიხედვით, ზურა ფ-ძე დედასთან ერთად ცხოვრობდა. ცოლს გაცილებული გახლდათ და შვილებს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. ზურა ფ-ძე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მეზობლების ჩვენების მიხედვით, დედა-შვილი წყნარად ცხოვრობდა. არც მტრები ჰყავდათ და არც ისეთი შემოსავალი ჰქონდათ, რომ ძარცვის ობიექტები გამხდარიყვნენ. ვინ და რატომ მოკლა მამაკაცი, რომელსაც დანაც კი ჭრილობაში ჰქონდა ჩატოვებული, ყველასთვის გაურკვეველი იყო. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ზურა ფ-ძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის უბანშივე მცხოვრებ ვიოლა ფ-იანთან, რომელსაც ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა. ქალი, ზურა ფ-ძის მეზობლების ინფორმაციით,  ორი შვილის დედა იყო. შვილები მას ზურაბ ფ-ძესთან ურთიერთობას უკრძალავდნენ, რის გამოც მეზობლები არაერთხელ გამხდარან თვითმხილველნი, თუ როგორ მიუვარდა სახლში ზურა ფ-ძეს საყვარლის შვილი, 28 წლის  მალხაზ ნ-შვილი. ის წარსულში ძარცვისთვის იყო გასამართლებული. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მალხაზ ნ-შვილი დედის და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და  ეჭვობდა, რომ მამაკაცი ქალს გამუდმებით ფულს სძალავდა. ამის შესახებ მალხაზ ნ-შვილმა ზურან ფ-ძის მეზობელს გაანდო და დაიმუქრა კიდეც, რომ მათი ბინიდან ვალად წაღებული 3 000 ლარის დაუბრუნებლობას არ აპატიებდა. ამას კი დედის დავალებით გააკეთებდა, რომელიც ზურა ფ-ძისგან მიტოვებული და შეურაცხყოფილი გახლდათ.  როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებედნენ, ზურაბ ფ-ძეს საყვარლის შვილთან ძალიან  ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მათი კონფლიქტი ისეთ დაძაბულ ეტაპზე იყო, რომ ზურა ფ-ძე ყოფილი საყვარლის შვილთან ურთიერთობას ერიდებოდა. თვითმხილველი ქალბატონის მტკიცებით, მან მკვლელობის  დღეს, სადარბაზოდან გამოსული მალხაზ ნ-შვილი დაინახა, რომელიც ისეთი სისწრაფით გამორბოდა, რომ მეზობლის მამაკაცს დაეჯახა. სწორედ ამით მიიქცია ქალის  ყურადღება. ამას დაემატა კიდევ ერთი თვითმხილველის ჩვენებაც. თუმცა, მალხაზ ნ-შვილი დაკითხვის დროს აცხადებდა, რომ იმ დღეს, როცა ზურა ფ-ძე გარდაცვლილი იპოვეს, ის რაიონში იყო დედასთან ერთად.  ექსპერტიზამ შემთხვევის ადგილზე აღმაოჩინა მალხაზ ნ-შვილის ანაბეჭდები. თუმცა ის აცხადებდა, რომ ბინაში, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე იყო და მასპინძელს ვალის დაბრუნება მოსთხოვა.     
საქმის მასალების მიხედვით, დედა შვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის შემდეგ მისი  თანამზრახველი გახდა. როცა მან შვილისგან შეიტყო, რომ ზურასთან სახლში, საქმის გასარჩევად მისულს ის შემოაკვდა, დედამ გადაწყვიტა, შვილი გაეხიზნა. დანაშაულის კვალის დაფარვასა და ალიბის შექმნას ცდილობდა. გამოძიებამ დაკითხა, როგორც მალხაზ ნ-შვილი, ასევე ვიოლა ფ-იანი, რომელთაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. როცა მალხაზ ნ-შვილი, აფექტურ მდგომარეობაში მამაკაცის მკვლელობას აღიარებდა, დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი უდანაშულო იყო. მისი ყოფილი საყვარელი კი, სავარაუდოდ, სხვა მეგობარი ქალბატონის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. გამოძიებისთვის, დამნაშავის მიერ აღიარებითი ჩვენებით, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ ნ-შვილი ზურა ფ-ძესთან სალაპარაკოდ მივიდა. მან კი როგორც მას, ასევე მის დედას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ზურა სუფრასთან იჯდა, საჭმელს ჭამდა. შენთან საუბარს მოვრჩი, შენს გათახსირებულ დედას მიხედეო, – მითხრა და მიტრიალდა. გვერდიდან მივუახლოვდი, ხელში დანა მეჭირა და პირდაპირ ყელში ჩავარტყი. იქაურობა ძალიან მალე დავტოვე. სახლში დაბრუნებულმა დედას ყველაფერი მოვუყევი. ის ჯერ პანიკაში ჩავარდა, შემდეგ კი მითხრა, ორივე სასწრაფოდ რაიონში უნდა წავიდეთ და  ამით ალიბი იქნებაო.”   
სასამართლომ მალხაზ ნ-შვილი დამნაშავედ ცნო ზურაბ ფ-ძის მკვლელობაში  და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  პასუხისმგებლობას ვერც მისი დედა, ვიოლა ფ-იანი გადაურჩა. მან შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარა და ყალბი ალიბის შექმნაში დაეხმარა. ამით კი გამოძიებისთვის  კვალის არევას ცდილობდა. სასამართლომ მას მსჯავრი  სამწლიანი სასჯელით განუსაზღვრა.

скачать dle 11.3