კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუხდა სიზმარი თინათინ გურიელს და რატომ არ ისურვა მან, ყოფილი ქმრის გვერდით დასაფლავება

მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ერთიანი სამეფო დაიშალა. გაჩნდა კახეთის, ქართლისა და იმერეთის სამეფოები. სამცხის ათაბაგმა ყველაფერი გააკეთა მესხეთის საქართველოდან  გამოსაყოფად და ცალკე სამთავრო დააარსა. ოდიშისა და გურიის ერისთავებიც მთავრებად იქცნენ.
ამით არ დამთავრებულა ქვეყნის უბედურება. საქართველოს „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოები გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს ტერიტორიების, გავლენისა და ნადავლისთვის.
სამეფო-სამთავროებშიც მიმდინარეობდა შიდა ბრძოლები ძალაუფლებისთვის.
კახეთის ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა გიორგიმ, 1511 წელს, მოკლა მამა, მეფე ალექსანდრე პირველი; ძმას, უფლისწულ დავითს თვალები დათხარა და კახეთის ტახტზე ავიდა. ამ ვერაგობის გამო მას ავგიორგი შეარქვეს. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ეს ამბავი მას წუთიერი გაცეცხლების გამო შეემთხვა. ავგიორგიმ დიდი შესაწირი შესწირა სვეტიცხოველს და ცოდვებს ინანიებდა თურმე. თუმცა, პარალელურად, განაგრძობდა ქართლის სამეფოზე თავდასხმებს და ძარცვავდა ქართლის მეფის ქვეშევრდომებს, ანუ უბრალო ქართველ ხალხს.
1512 წელს გურიის მთავრის ტახტი დაიკავა მამია პირველმა გურიელმა. მას ჰყავდა ვაჟები გიორგი, როსტომი და ქალიშვილი – თინათინი.
თინათინ ბატონიშვილს ბავშვობაში გამოცხადება ჰქონია. სიზმარი უნახავს, რომელშიც მას უთხრეს:
- „შეგირთავს ვინმე მთავარი და როცა მიხვალ მის სამფლობელოში, ნახავ ამ ადგილს“... და ცხადად ეჩვენა ის ადგილი. ხმამ განაგრძო: - „იქ იქნება ერთი თეთრი შინდი. იმ ადგილას ააშენე მონასტერი დედაღვთისას სახელზე“.
რა თქმა უნდა, ბატონიშვილი თინათინი, წესით, უნდა გათხოვილიყო თანაბარი ქორწინებით. მას უბრალო გურულ თავადს არ მიათხოვებდნენ, რადგან მამას მთავრის ამბიცია და სტატუსი ჰქონდა. მისი საბედო შეიძლება გამხდარიყო, მინიმუმ, რომელიმე მეზობელი ქართული სამეფოს ან სამთავროს მმართველი ოჯახის წარმომადგენელი – ბატონიშვილი, მეფის, მთავრის ძმა ან შვილი. ასეთი იყო წესი მანამდეც და იმდროინდელ საქართველოშიც. თუმცა, ბედი ბატონიშვილ თინათინს კონკრეტულად მთავრის ცოლობას ჰპირდებოდა. მთავარში ხელმწიფე იგულისხმება, სახელმწიფოს პირველი პირი.
მამის მკვლელობიდან ორი წლის მერე, 1513 წელს ავგიორგი, ქართლზე მორიგი თავდასხმის შემდეგ კახეთში ბრუნდებოდა. გზად სანადიროდ გაჩერებულა, სამხედრო ნაწილები კი კახეთში გაუშვია. ამით ისარგებლა ქართლის მეფის, დავით მეათის ძმამ, ბაგრატ ბატონიშვილმა და მცირე ამალით დარჩენილი ავგიორგი დაატყვევა. მალე ავგიორგი ქსნის ციხეში მოკვდა.
ავგიორგის დარჩა ერთი ძე, ლევანი, რომელიც იმ დროს მცირეწლოვანი იყო.
ქართლის მეფე დავით მეათემ დაიკავა კახეთი და ქართლ-კახეთი ამგვარად გაერთიანდა. დავით მეფის ძმას, ბატონიშვილ ბაგრატს ძალიან უნდოდა, ხელში ჩაეგდო ლევან ბატონიშვილი და კახეთის დიდებულებისთვის მომავალი სეპარატიზმის საფუძველი ამგვარად გაექრო, მაგრამ ვერ მოახერხა.
საქმეს ვერც დავით მეფის კახეთში გალაშქრებამ უშველა. ლევან ბატონიშვილი ვერ ჩაიგდეს ტყვედ და ქართლში ვერ გაასახლეს.
ამასობაში, ქართლს ხან ირანელები, ხან კი ოსმალები შემოესივნენ. ამით ისარგებლეს კახელმა დიდებულებმა და 1518 წელს ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. ამგვარად, კახეთი ისევ გამოეყო ტფილისის ტახტს და ცალკე სამეფო აღსდგა.
ლევან მეფემ დახმარებისთვის მამია გურიელს მიმართა და მისი ასულის, თინათინის ხელიც სთხოვა. იმ დროს დინასტიური ქორწინებებით პოლიტიკური კავშირები იქმნებოდა.
თინათინ ბატონიშვილის წინასწარმეტყველურმა სიზმარმა,  უკვე ახდენა დაიწყო. მისი ხელი ითხოვა არა უბრალო ბატონიშვილმა, მეფის ან მთავრის ძმამ თუ შვილმა, არამედ კახეთის მემკვიდრე უფლისწულმა, უკვე მეფედ გამოცხადებულმა თავისი მამის ქვეშევრდომების მიერ.
ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, როცა თინათინი გაიგებდა, რომ მისი ხელი ლევან მეფემ ითხოვა. რა გულისფანცქალით დაელოდებოდა ის მამის პასუხს, როგორი უძილო ღამეები დაუდგებოდა.
რა თქმა უნდა, მამია გურიელი დათანხმდა და ქართლში ჯარით შემოვიდა.
მუხრანში გამართულ ბრძოლაში ლევანმა დაამარცხა დავით მეფის ჯარი.
მამია გურიელის მეცადინეობით, დავით ქართლის მეფესა და ლევან კახეთის მეფეს შორის ზავი დაიდო. დავითმა კახეთის ტახტზე ცნო  ლევანი.
მამია გურიელმა წარგზავნა თავისი ასული და თან, ისეთი მზითვი გაატანა, ბატონიშვილს რომ ეკადრებოდა. ერთი სული ჰქონდა, ალბათ, ბატონიშვილ თინათინს, როდის ნახავდა თავის ჭაბუკ საქმროს, რომლისთვისაც ამდენი უოცნებია. მის შესახებ ხომ უამრავი რამ სმენოდა, ნანახი კი არ ჰყავდა.
 როცა კახეთში შემოვიდნენ, თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე ერთ ადგილას, მთებს შორის მაყრიონი დასასვენებლად გაჩერდა.
მიმოიხედა ბატონიშვილმა თინათინმა და გაოცდა, იცნო სიზმარში ნანახი ედემივით ლამაზი ადგილი... იქვე, თეთრი შინდის ხეც იდგა. საპატარძლოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ეს ხომ ღვთის წყალობა იყო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გამოარჩია ის თავისი სახელობის ეკლესიის აღმშენებლად და დედოფლად. ყველაფერი ბედნიერ მომავალს ჰპირდებოდა ახალგაზრდა ბატონიშვილს.
გრემში დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ზეიმობდა კახეთი საკუთარი, კახური სახელმწიფოებრიობის აღდგენას და ახალგაზრდა მეფის გაბედნიერებას. ყველას მოსწონდა მშვენიერი თინათინიც, ახალგაზრდა დედოფალი.  ლამაზი წყვილი ყოფილა ლევანი და თინათინი, როგორც ნეკრესისა და ახალი შუამთის ფრესკები გვამცნობს.
თინათინმა ყოველივე უამბო მეფე-მეუღლეს და ქორწინებიდან მალე, ჩვენებაში ნანახ ადგილას ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, დიდწილად თინათინის მზითვებით.  დაარსდა ახალი შუამთის მონასტერი და განაწესეს მოძღვართ-მოძღვარი. იქვეა ქტიტორების, დედოფალ თინათინისა და მეფე ლევანის, ასევე მათი ვაჟის, მეფე ალექსანდრე მეორის ფრესკა.
ლევან მეფესა და დედოფალს შვილებიც შეეძინათ... მაგრამ, პირადი ბედნიერება დაეჩრდილა დედოფალს. ლევან მეფე ქალების მოყვარული აღმოჩნდა. მემატიანე წერს: „რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი“.
არ მოითმინა თავმოყვარე გურიელის ქალმა ქმრის გარყვნილება და გაშორდა მეფეს. წავიდა და თავის მიერ აშენებულ ახალი შუამთის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა.
ლევან მეფემ მეორე ცოლი მოიყვანა, შამხალის მთავრის, ყარა მუსალის ასული. მასთანაც შეეძინა რამდენიმე შვილი. ლევან მეფე ირანის ვასალი იყო. სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ დაშლილი საქართველოს პატარ-პატარა სახელმწიფოებს. მან კავშირი დაამყარა რუსეთის მეფე ივანე მეოთხე მრისხანესთან და ცოტა ხნით, მისგან გამოგზავნილი პატარა რაზმიც იყოლია კახეთში. თუმცა, შემდეგ იძულებული გახდა, რუსები უკან გაეშვა.
თინათინ დედოფალყოფილი გარდაიცვალა 1591 წელს. ამ დროს მისი ყოფილი ქმარი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. გურიელის ქალი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ მონასტერში და არა კახეთის მეფე-დედოფალთა საძვალეში, რადგან მას არ უნდოდა, ქმრის გვერდით დაეკრძალათ.

скачать dle 11.3