კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავარიდოთ თავი გაუთვალისწინებელ ოჯახურ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს

თუ გსურთ, ოჯახში ურთიერთგაგება გქონდეთ და თქვენი მომავალი შვილი მშვიდ გარემოში აღიზარდოს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ მოწოდებული ასტროლოგიური რჩევები და ისე დაგეგმოთ საკუთარი ცხოვრება. თუ ასე მოიქცევით, იმ გაუთვალისწინებელ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს აარიდებთ თავს, ცხოვრებაში არაერთ ბარიერს რომ შეგიქმნიდათ.
ყოველი ადამიანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რომელსაც ერთი, რომელიმე სტიქია მართავს. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ზოდიაქო და ყველა სტიქია ერთმანეთს არ ეწყობა. ამას მოწმობს ადამიანთა ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებებზე ვარსკვლავთა ზემოქმედების შესწავლა-დაკვირვება და გამოცდილება. სულ ოთხი სტიქიაა: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. აუცილებელია, იცოდეთ რაღაც ნიუანსები იმის შესახებ, თუ როგორ აარიდოთ თავი სკანდალებს, ასე გახშირებულ განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და გაურკვევლობებს ოჯახის წევრებთან.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა,  მოძებნოს ცხოვრების თანამგზავრი, ვისთანაც ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებს; ჰქონდეს მშვიდი და სიყვარულით აღსავსე ოჯახი, თავიდან აიცილოს უთანხმოება ახლობლებთან და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ ეს საკითხები მოაგვაროთ, გირჩევთ, სანამ ცხოვრებაში სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ, გადახედეთ პირად ჰოროსკოპს. ამით შეძლებთ, საკუთარ თავსაც დაეხმაროთ და მომავალ შვილებსაც გაუადვილოთ ცხოვრება.  ასტროლოგიაში არსებობს ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები. მაგალითად:
ცეცხლის სტიქიის ნიშნები, კერძოდ: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, კარგად ეგუებიან ამავე ნიშნით ან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს – თხის რქებს, კუროებს, ქალწულებს. რაც შეეხება მშვილდოსანს. მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად გამონახოს საერთო ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უჭირს მორიელის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ჰარმონიული ურთიერთობა და თანაცხოვრება.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – სასწორი, მერწყული, ტყუპები, კარგად ეწყობიან ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებს. მაგრამ, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მუდმივად პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობა აქვთ.
წყლის სტიქიის ნიშნები (თევზები, კირჩხიბი, მორიელი) კარგად ეწყობიან მიწისა და თავისივე – წყლის სტიქიის ნიშნებს და ძნელად ეგუებიან ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს.
მიწის სტიქიის ნიშნები მშვიდად გრძნობენ თავს მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნების გარემოცვაში. ვერ ეგუებიან ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ოჯახურ თანაცხოვრებას.

скачать dle 11.3