კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამსებარეული დედაქალაქი

ანუ „მთავარია, გქონდეს ფული…“

 სანამ ჩვენ იმის გარკვევის მცდელობა გვაქვს, რა მოტივით უყვარს ბ-ნ თოფაძეს სტალინი და, ბოლოს და ბოლოს, ვის ვისზე მრავალფეროვანი სექსი აქვს, შესაძლოა, დედაქალაქი თავისი სავიზიტო ბარათის – გოგირდის აბანოების გარეშე დარჩეს.
და თუმცა დავა თბილისის წყლის კომპანიასა და შპს „ნარიყალას“ (აბანოების მეპატრონეს) შორის არახალია, როგორც ჩანს, ვითარება ჩიხისკენ მიდის.
კერძოდ, წყლის კომპანიამ შპს-ს წყლის გადასახადი გაუზარდა, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებს, ხოლო, თუ წყლის კომპანია დათმობაზე არ წამოვა, „ნარიყალა“ ობიექტის დახურვასაც აანონსებს.
გასაგებია, რომ დავა კერძოა, თუმცა მაინც გაუგებარი, რატომ გასხვისდა თავის დროზე გოგირდის აბანოები და რატომ დადგა საფრთხის ქვეშ თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოს ყოფნა-არყოფნა?!
ვითომ ეს სტალინის სიყვარულზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის?! –

скачать dle 11.3