კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაზი ალასანია „2016 წლის ბიზნესლედის“ პრიზით დაჯილდოვდა

ბიზნესლედი ნაზი ალასანია  „წლის ბიზნესქალბატონის“ მთავარი პრიზითა და სტატუსით დაჯილდოვდა. თავად თავმდაბლობით აღნიშნავს, რომ ეს ჯილდო  ბევრ ღირსეულ ქალბატონს ეკუთვნოდა, თუმცა სწორედ ქალბატონი ნაზი შეაფასეს და დააფასეს  გამოკითხვის მონაწილეებმა.
 ნაზი ალასანია (კომპანია „ფასტ პლუს ერთის” ხელმძღვანელი, ბიზნესლედი): „როგორც განმიმარტეს, რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტ-გამოკითხვების შედეგად, ერთხმად მიმიღია წარმატებული ბიზნესლედის სტატუსი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ მომანიჭეს გამოკითხულებმა ეს სტატუსი, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიხარდა, რადგან, როდესაც უბრალო ადამიანები შენ გაღიარებენ და გამოგარჩევენ, ეს ძალიან დასაფასებელია.
ზოგადად, დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოდგენილნი იყვნენ არაჩვეულებრივი ქალბატონები. გნებავთ, თავმდაბლობაში ჩამითვალეთ და, ერთგვარად შემრცხვა კიდეც, რომ ამ ღირსეული ქალბატონების ფონზე მთავარი პრიზი მე მერგო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, „ქართულ განათლებას” და მის  მესვეურებს, კერძოდ, იოსებ კავკავაშვილს, რომლებმაც მართლაც ზეიმი  მოუწყვეს ქართველ ქალბატონებს რესტორან „მონოპოლში”.  ქართველი ქალები ყველა საშუალებით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ქალებს სითბოს გამომჟღავნების უფრო მეტი საშუალება გვაქვს, ქვეყანას ეს სითბო და ურთიერთგატანა გადაარჩენს. ამჟამად სახლში ოთხი სტუდენტი მყავს: ჩემი შვილიშვილი და მისი სამი მეგობარი, რომელთაგან ორი ოქროსმედალოსანია. რეალურად, ამ ბავშვებს თბილისში ცხოვრების საშუალება არ ჰქონდათ, ქირა რომ ეხადათ და, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებელში უსახსრობის გამო ვერ ისწავლიდნენ. არ ვტრაბახობ, მაგრამ, მიხარია, რომ ახალგაზრდებს ვეხმარები, რადგან ახალგაზრდობა არის ის ძალა, ის გამორჩეულად ნიჭიერი თაობა, რომელიც ხვალინდელი საქართველოა, ამ ბავშვებით გადარჩება საქართველო. ამ ახალგაზრდებს  უნდა შევუწყოთ ყველამ ხელი!
– ქალბატონო ნაზი, ქალი და ბიზნესი ქართულ რეალობაში არცთუ იოლად შეთავსებადი საქმეა.
– ქალი და ბიზნესი კი არა, კაცს  გაუჭირდა დღეს ბიზნესის კეთება და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. უჭირს დღეს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ  ეს რთული ეტაპი  ყველამ ერთად დგომითა და თანადგომით უნდა გადავიტანოთ.  ერთმანეთისთვის ხელის გამართვა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა, სულით ძლიერები უნდა ვიყოთ. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას წინათ ნარდის ტურნირი გაიმართა ჩვენი მეგობრის, ეთერ კაკულიას ხსოვნის პატივსაცემად. 4:0-ს ვიგებდი და  ჰოი საოცრებავ, ჩემმა პარტნიორმა, ქალბატონმა ლალიმ  განმიცხადა, სულით არ დავეცემი, მაინც შენ წააგებო და, მართლაც ასე მოხდა – ეს უბრალო ყოფითი მაგალითი საკმარისია იმის მისანიშნებლად, რომ ჩვენ სულით არ უნდა დავეცეთ, მხნეობა და შემართება არ უნდა დავკარგოთ, უნდა ვიბრძოლოთ. ბიზნესი ბრძოლაა; 25 წელიწადია, ბიზნესში ვარ და სულ  ვიბრძვი. ბიზნესს უარესი პერიოდი ჰქონია, მაგრამ ჩვენ ერთად გადაგვიტანია.
– თქვენ ხშირად მიუთითებთ, რომ ბიზნესში ლობი არ გჭირდებათ.
– ღმერთმა დამიფაროს! ზოგადად, სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს ასეთი ბიზნესი და ასეთი ბიზნესმენები. ბიზნესი სუფთა გულით, შემართებით, იდეებით უნდა კეთდებოდეს. სახელმწიფო კი ისე უნდა უვლიდეს ბიზნესს, როგორც სათბურის ყვავილს, რომელსაც განსაკუთრებული პირობები სჭირდება. ლობი არ მყავს, არ მეყოლება და, თუ ოდესმე დამჭირდება, მაშინ ჩავთვლი, რომ, დროა, ბიზნესიდან წავიდე. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ბიზნესში ვარ და ჩემი ბიზნესი პიროვნებებზე არასდროს ამიწყვია. მთავრობები  მიდიან და მოდიან. ჩემი ლობი კი  ბიზნესში ჩემი გამჭვირვალე საქმიანობაა. მე არ ვარ პოლიტიკასთან დაკავშირებული, მე ბიზნესში ვარ და, ვცდილობ, ჩემს ხალხს მივეხმარო.  როცა ბიზნესს აკეთებ, თავისუფალი უნდა იყო.  ვისთანაც ვპარტნიორობ ბიზნესში, ისინიც არ უნდა იყვნენ შებოჭილები, თორემ, არ გამოგვივა კარგად საქმე.
მე მინდა, დამწყებ ახალგაზრდა ბიზნესქალბატონებს ვუთხრა, რომ არ უნდა შეუშინდნენ სირთულეებს, უნდა იყვნენ შრომისმოყვარენი და ყველაფერი გამოუვათ.

скачать dle 11.3