კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ასახელებენ სტუდენტები სეუ-ს თავიანთ რჩეულ უნივერსიტეტად

სეუ-მ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც სტუნდეტების რჩეულმა და მაღალი ხარისხის მქონე განათლების კერამ. სწორედ ამიტომაც, ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, სტუდენტებმა ის თავიანთ რჩეულ უმაღლეს სასწავლებლად დაასახელეს. თუ რითაა განპირობებული ასეთი აღიარება, ჩვენ  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ბატონ გიორგი ცხვედიანს ვესაუბრეთ:

 – ბატონო გიორგი, როდის ჩამოყალიბდა სეუ და  რას ეფუძნება მისი დაარსების ძირითადი პრინციპები?
– საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ანუ სეუ – რა სახელითაც კარგად არის ის ცნობილი, 2002 წლიდან არსებობს. ჩვენი აკადემიური ხედვა და მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას სწავლაში, ზრდასრულ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ აქტივობებში, სპორტსა და კულტურაში. სტუდენტური წლები –  ეს არის შემოქმედებითი და ენერგიული წლები ყოველი ჩვენგანისთვის და, ჩვენ გვინდა, რომ ამ ენერგიის რეალიზებისკენ ვუბიძგოთ სტუდენტებს, შევქმნათ ის გარემო, რომელიც უნივერსიტეტში გატარებულ დროს გაახსენებს როგორც ნაყოფიერს და სასიამოვნოს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის როლი არის წარმატების ხელშეწყობა. ჩვენ წარმატებულ სტუდენტებს ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ვეხმარებით მათი პოტენციალის რეალიზებაში როგორც პროფესიულ, ისე კულტურულ, სპორტულ თუ საზოგადოებრივ სფეროში.
– რომელი ფაკულტეტებითაა წარმოდგენილი უნივერსიტეტი და, აქ სწავლის შემთხვევაში, განათლების რა ხარისხს მიიღებს სტუდენტი?
– უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის, ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის პროგრამები. ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტს აქვს მეორე, დამატებითი სპეციალობის არჩევისა და შესწავლის შესაძლებლობა, რომელიც დასაქმების ბაზარზე უფრო ზრდის სტუდენტის კონკურენტუნარიანობას. მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდება სამართლის, მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამები, ასევე, რამდენიმე ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა.
–  ფინანსურ ხელშეწყობაში რა იგულისხმეთ?
–  ჩვენ ვახდენთ ყველა წარმატებული სტუდენტის წახალისებას, რაც მისი სწავლის საფასურის შემცირებაში, საუნივერსიტეტო სტიპენდიაში ან თანადაფინანსებაში გამოიხატება. რაც უფრო მეტია სასწავლო კურსში სტუდენტის ქულა, მით უფრო ნაკლები იქნება მისი გადასახდელი სწავლის საფასური მომავალ სემესტრში; მაგალითისთვის, სტუდენტი, რომელიც სემესტრის ყველა საგანს შეფასება „ფრიდით” დაასრულებს, მომავალ სემესტრში 1 000 ლარით ნაკლებს გადაიხდის. სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს საუნივერსიტეტო სტიპენდიაც მიეცემათ.
– როგორც ცნობილია, თქვენთან დანერგილია სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა.
–  დიახ, სტუდენტები სწავლობენ, ირჩევენ სასწავლო ჯგუფებს და იგებენ დავალებებსა და შეფასებებს ელექტრონულად. ჩვენ პერიოდულად ვიკვლევთ, თუ რა სჭირდებათ სტუდენტებს და ვცდილობთ, უნივერსიტეტში გავითვალისწინოთ ეს. სტუდენტთა დიდი ნაწილი დასაქმებულია და, სწავლასა და სამსახურს შორის რთული არჩევნის გაკეთება რომ არ მოუწიოს, საშუალებას ვაძლევთ, ყველა საგანი მისთვის სასურველ დროს გაიაროს დილის, შუადღის ან საღამოს ნაკადებში, ეგრეთ წოდებულ „ცვლებში“, თუნდაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. ყველა სტუდენტი გადის პრაქტიკას თავის სპეციალობით, უნივერსიტეტის შიგნით არსებულ ორგანიზაციებში, ხოლო, ჯერ დაუსაქმებელი სტუდენტებისთვის ვაკანსიების მოძიებას ვცდილობთ.
– როგორია სტუდენტური ცხოვრება?
– ჩვენ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებას, როგორც სასწავლო გარემოს, ასევე სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ჩვენი სტუდენტების ინიციატივა იყო სახელოვნებო პროექტი –  SEU Art Project, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის, მათ შორის „ნიჭიერის“ ფინალისტი იყო. უნივერსიტეტში ფუნქციონერებს ფოლკლორული ანსამბლი, თეატრალური დასი, პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, დაწყებული ინტელექტუალური თამაშების, ოლიმპიადების, დებატების პროექტებით „მხიარულთა და საზრიანთა კლუბისა” და „სეუ ბენდის” კონცერტების ჩათვლით. 2015 წელს SEU ART Project-მა, გახსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 11 მომღერლითა და 400  სტუდენტით, რომლებიც მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომერს ასრულებდნენ; ასევე, სარეკლამო რგოლი გაუკეთა  2015 წლის „უეფას” ჩემპიონთა თასს ჩრდილების თეატრით; რაც შეეხება სპორტის მხარდაჭერას, უნივერსიტეტი რამდენჯერმე დაჯილდოებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სტუდენტური სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტის ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდი საქართველოში სტუდენტური ოლიმპიადების არაერთხელ გამარჯვებულია, ხოლო სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდს ევროპული საუნივერსიტეტო პირველობა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული...
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი ხედვა, რომელიც, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებაზე, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მომსახურების შექმნაზეა ორიენტირებული. მოხარული ვართ, რომ ამ ხედვის სიმართლეში ვრწმუნდებით, რასაც ეს ნომინაციაც ადასტურებს. უკანასკნელ წლებში უნივერსიტეტი ყოველთვის მოთხოვნადია და პირველი ადგილები უჭირავს აბიტურიენტების ჩარიცხვისა და სხვა უნივერსიტეტებიდან მობილობის შედეგებით
საკონტაქტო ტელ: 577 133-122;
ვებ-გვერდი: http: www. seu. edu.ge

скачать dle 11.3